განჩინება შპს „ჯიქია“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე #2/395-11
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2013 წლი ს 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – რეაბილიტაციის მმართველი ლევან აფციაური
მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რეაბილიტაციის მმართველის ლევან აფციაურის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2011 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქიას”დირექტორმა ივანე ცაგურიამ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა ირაკლი გაფრინდაშვილი, ხოლო 2011 წლის 21 სექტემბერს კრედიტორთა კრებაზე რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა ლევან აფციაური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქიას’’ რეაბილიტაციის მმართველმა ლევან აფციაურმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: სასამართლოში შპს ,,ჯიქიას’’ კრედიტორის ვახტანგ დიღმელიშვილის განცხადებით წარმოდგენილი დაზუსტებული მოთხოვნისა და რეაბილიტაციის მიმდინარეობის განხილვა, კრედიტორების ჩანაცვლების შესახებ.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, თანდართული მასალები, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნეს 2013 წლის 16 დეკემბერს 10:30 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6),სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:
1. სასამართლოში შპს ,,ჯიქიას’’ კრედიტორის ვახტანგ დიღმელიშვილის განცხადებით წარმოდგენილი დაზუსტებული მოთხოვნისა და რეაბილიტაციის მიმდინარეობის განხილვა, კრედიტორების ჩანაცვლების შესახებ.
2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზეwww. tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში,კერძო საჩივრით,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი