საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო ს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცულ პერსონალურ მონაცემთა ბაზების შესახებ ანგარიშს:
ა) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით დააკმაყოფილა 171 განაცხადი. აქედან პოლიტიკური პარტიების რეესტრიდან გაიცა 18 ამონაწერი და 54 ინფორმაციული ხასიათის წერილი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაცი შესწორების შეტანის მოთხოვნის ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ბ) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას.
გ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს პერსონალურიმონაცემებისშეგროვებას , დამუშავებას , შენახვასდაგადაცემას შემდეგი პროგრამული (ელექტრონული) ბაზების მეშვეობით: უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრი; მოძრავ და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეთა რეესტრი; საჯარო შეზღუდვების, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრი, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრი, საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად შექმნილი მონაცემთა ბაზა, პოლიტიკური პარტიების რეესტრი, სამისამართო რეესტრი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პერსონალურიმონაცემებისშეგროვებას , დამუშავებას , შენახვასდაგადაცემას ახდენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
დ) 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით გამოვლინდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევის 1 (ერთი) ფაქტი. შესაბამისად სააგენტოს 1 (ერთი) თანამშრომელს შეეფარდა დისწიპლინური პასუხისმგებლობა.
ე) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკანონმდებლო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა შემდეგი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
საქართველოს ორგანული კანონი „პოლიტიკური პარტიების შესახებ“;
საქართველოს კანონი „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“;
საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;
ვ) სააგენტოში წარმოდგენილი იქნა 61 ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების მოთხოვნით. დაკმაყოფილდა 2 ადმინისტრაციული საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 5 საჩივარი, არ დაკმაყოფილდა 54 ადმინისტრაციული საჩივარი.
ზ) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონია ინფორმაციისდამუშავებისადაგაცემის , აგრეთვე,საჯაროინფორმაციისგაცემაზეუარისთქმის, ანკოლეგიურისაჯაროდაწესებულებისსხდომისდახურვისშესახებ მიღებულიგადაწყვეტილებებისგასაჩივრებასთანდაკავშირებულიხარჯები , მათშორის , მხარისსასარგებლოდგადახდილითანხები 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე არ ყოფილა გაწეული.