სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის
ა ნ გ ა რ ი შ ი
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ყოველწლიურ ანგარიშს სამხედრო ჰოსპიტალში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ.
1. სსიპ – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 2013 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ სულ შემოსულია 24 განცხადება; არსებული საჯარო ინფორმაციის შესწორების შესახებ – 0 განცხადება;
2. სამხედრო ჰოსპიტალის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა 24 შემთხვევაში, შესაბამისად, ასეთი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტალს არ მიუღია.
შენიშვნა: ზოგ შემთხვევაში, განმცხადებელს მოთხოვილი ჰქონდა სხვა პირის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, როგორც საჯარო ინფორმაცია. მოქმედი კანონმდებლობის (საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის) მოთხოვნის შესაბამისად, ასეთი ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე, ამ პირის თანხმობის არ არსებობის გამო, უარი ეთქვა განმცხადებელს. აღვნიშნათ, ასევე, რომ არც ერთი ასეთი უარი არ გასაჩივრებულა (ასეთი ინფორმაცია ჰოსპიტალში არ შემოსულა).
3. სამხ ედრო ჰოსპიტალში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირია სამხედრო ჰოსპიტალის იურისტი – მაია პაპელაშვილი;
4. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 14–ე მუხლის შესაბამისად სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში შესვლისა და გასვლის აღრიცხვის მიზნით ხორციელდება შემდეგი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა: სახელი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და სახე, მისამართი, შესვლისა და გასვლის თარიღები და დრო, ასევე შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის მიზეზები.
5. სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების შესრულების კონტროლი ხორციელდება ხარისხის მართვისა და მონიტორინგის განყოფილების მიერ. საანგარიშო პერიოდისათვის ამ საკანონმდებლო აქტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა, შესაბამისად, ამ მიზეზით დისციპლინური სახდელის დადება არავის მიმართ არ განხორციელებულა.
სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი: ირაკლი კურცხალია