ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების თაობაზე

 

2013 წელს, 9 დეკემბრის მდგომარეობით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით შემოვიდა 22 (ოცდაორი) მოთხოვნა, მათ შორის: 19 (ცხრამეტი) წერილი და 3 (სამი) განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულია 22 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად გაცემულია 21 საჯარო ინფორმაცია, ხოლო ერთი ინფორმაცია არ გაიცა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის თაობაზე წერილობითი შეტყობინების მიუხედავად მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო.

საჯარო მონაცემთა ბაზებიდან პერსონალური მონაცემები (ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა შესახებ სახელის, გვარის, მამის სახელის, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრისა და რეგისტრაციის ადგილის მითითებით) გამოთხოვილ იქნა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან „ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  სახელმწიფო სერვისების განვითარების  სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №40-№61-№222 ერთობლივი ბრძანების საფუძველზე და უფლებამოსილებების განხორციელებისთვის ხელშეწყობის მიზნით გადაეცათ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე საჯარო მოსამსახურეთა მიმართ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები დაინტერესებულ პირთა მხრიდან არ გასაჩივრებულა.

 

 

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის

მოვალეობის შემსრულებელი                                                     გ. ქაჯაია