ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1732-Iს
სარეგისტრაციო კოდი
170000000.05.001.017246
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნოტარიუსი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ცნობები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით). ეს ვალდებულება ძალაშია ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც.“.

   2. 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, გამგეობის სხვა წევრებსა და თანამშრომლებს უფლება არ აქვთ, გაახმაურონ მონაცემები იმ სანოტარო მოქმედებათა შესახებ, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა). მათ უფლება აქვთ, ასეთი მონაცემები ცნობილი გახადონ მხოლოდ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ნებართვით. სანოტარო მოქმედების საიდუმლოება დაცული უნდა იქნეს ამ პირთა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის შემადგენლობიდან გასვლის ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაშიც.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2013 წ.

N1732-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

ნოტარიატის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2013.
როდის იქნა მიღებული „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 11.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1732-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 170000000.05.001.017246.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №1732-Iს, 11.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 170000000.05.001.017246 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2138470/