აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
2013 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 33განცხადება. მათ შორის,გაიცა28და უარი ითქვა 3 საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, განხილვის პროცესშია 2 განცხადება.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა მოხდა შემდეგი საფუძვლით:
1. ორ შემთხვევაში - ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობა;
2. უარი ითქვა მინისტრის 2012-2013 წლის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების ქსეროასლების მიწოდებაზე, ვინაიდან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში 2012 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად (კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი), გაუქმდა საჯარო მოსამსახურის მიერ ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობის – დეკლარაციის შევსების ვალდებულება. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებამ განსაზღვრა იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება. განცხადების მიღების მომენტისათვის, მითითებულ რეესტრში არ იყო ხსენებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა, რაც თავისთავად გამორიცხავდა ამ სტატუსის მქონე პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ვალდებულებას.
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა - 76,45 ლარი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა.ასევე, სამინისტროში არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში“?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2013. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2142183/