⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.05.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2013
ძალის დაკარგვა 15.05.2018
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.162.016214
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 731 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2013 მიღება
15.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსი მაილაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №54 2013 წლის 20 დეკემბერი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირვე ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​2 მუხლის პირველი პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,, სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობ ის 2013 წლის 10 დეკემბრი ს №328 დადგენი ლების შესაბამისად, ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 დამტკიცდ ეს ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურ ის განსაზღვრის წესი ( დანართი №1) და ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესი ( დანართი №2) . მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურ ისა და სარგებლობის საფასურ ის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ “ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 აპრილი ს №15 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 2 6/04 /2013, სარეგისტრაციო კოდი : 040110030.35.162.016175) . მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეალექსი მაილაშვილი დანართი №1 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (გარდა ამ წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებისა) უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით.   2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საპრივატიზებო საწყისი საფასური განისაზღვრება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილების №1 დანართის შესაბამისად.    3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის პირველი პუნქტის შესაბამისად.    4. თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას წილების საწყისი საპრივატიზებო საფასური უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობის, საწარმოს კაპიტალის ან არანაკლებ საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებისა (საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულებებს შორის სხვაობა), ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე (საწარმოს კაპიტალის ან საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებაზე) ნაკლები ოდენობით. დანართი №2 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური საწყისი საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესი  1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას სარგებლობის წლიური საწყისი საფასური განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნით განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო ფასის შესაბამისად, ამ წესის მე-2 პუნქტით დადგენილი ოდენობით.   2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის (ქირის) ოდენობა განისაზღვროს:   ა) 1 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – საპრივატიზებო საწყისი საფასურის 7 პროცენტით;   ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:   ბ.ა) სახნავზე და სათიბზე – ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული საპრივატიზებო საწყისი საფასურის 5 პროცენტით;   ბ.ბ) საძოვრებზე – 1 ჰექტარზე 8 ლარით;   გ) სხვა უძრავ ქონებაზე:   გ.ა) ქალაქ ახმეტაში მდებარე უძრავ ნივთებზე – საპრივატიზებო საწყისი საფასურის 7 პროცენტით;  გ.ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და სხვა ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთებზე – საპრივატიზებო საწყისი საფასურის 5 პროცენტით;   დ) მოძრავ ნივთებზე – საპრივატიზებო საწყისი საფასურის 10 პროცენტით.   3. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების, გარდა იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა, რომლებიც ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას, პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური საფასური შეიძლება განისაზღვროს ამ წესის მე-2 პუნქტით დადგენილ საფასურზე ნაკლები ოდენობით.   4. თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე.