ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წელს გაცემული
საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად 2013 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 22 (ოცდაორი) განცხადება. საკრებულოში არ შემოსულა განცხადება ისეთი ინფორმაციის მოთხოვნაზე, რომლის გაცემაზეც საკრებულოს ეთქვას უარი.
გაცემული საჯარო ინფორმაციის რაოდენობა საერთო ჯამში შეადგენს 22-ს, აქედან ფიზიკურ პირებზე გაიცა 2 (ორი), იურიდიულ პირებზე - 20 (ოცი).
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ლელა შამათავას მიერ.
2013 წელს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიმართ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.