⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.02.2022)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.12.2013
ძალის დაკარგვა 10.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016502
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,181 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2013 მიღება
10.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 სამუშაო დატვირთულობა
2 პროფესიული უნარ-ჩვევები
3 შრომისეფექტიანობა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
სახელი, გვარი, პირადი ნომერი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №101 2013 წლის 21 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის ჩატარების თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 26 სექტემბრის  №15 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი დანართი №1 შეფასების ფორმა პროკურორის/გამომძიებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ________________________ გთხოვთ, თითოეული კრიტერიუმი შეაფასოთ 1-დან 5 ქულამდე. № კრიტერიუმი 1 2 3 4 5 1 სამუშაო დატვირთულობა 2 პროფესიული უნარ-ჩვევები 3 შრომისეფექტიანობა საბოლოო ქულა: გთხოვთ, თითოეული მინიჭებული ქულა დაასაბუთოთ. სამუშაო დატვირთულობა _________________________________________________________________________ _________________________________________________________________________ პროფესიული უნარ-ჩვევები __________________________________________________________________________ __________________________________________________________________________ __________________________________________________________________________ __________________________________________________________________________ შრომის ეფექტიანობა ________________________________________________________________________ _________________________________________________________________________ _________________________________________________________________________ _________________________________________________________________________ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის თანამდებობა და ხელმოწერა: დანართი №2 საატესტატო ფურცელი № სახელი, გვარი, პირადი ნომერი ტესტირების ქულა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის   შეფასების ქულა გასაუბრების ქულა (საჭიროების შემთხვევაში) კომისიის გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარე: კომისიის წევრები: საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის ჩატარების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო საქართველოს პროკურატურის  მუშაკთა ატესტაციის ჩატარების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს  საქართველოს პროკურატურის მუშაკთა (შემდგომში – პროკურატურის მუშაკი) ატესტაციის  ჩატარების და  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს. მუხლი 2🔗.  ატესტაციის ჩატარების პრინციპები ატესტაცია ტარდება ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით. მუხლი 3🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისია 1. ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია). 2. კომისიის შემადგენლობა, მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები განსაზღვრულია ამ წესითა და „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 25 სექტემბრის №96 ბრძანებით დამტკიცებული წესით. თავი II ატესტაცია მუხლი 4🔗. ატესტაციის მიზნები ატესტაციის მიზნებია: ა) პროკურატურის მუშაკის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; ბ) პროკურატურის მუშაკის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; გ) საკლასო ჩინის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; დ) პროკურატურის მუშაკის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; ე) პროკურატურის მუშაკის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; ვ) პროკურატურის მუშაკის პროფესიული ზრდის სტიმულირება; ზ) პროკურატურის მუშაკის კარიერის დაგეგმვა და მართვა. მუხლი 5🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ატესტაციას ექვემდებარება პროკურატურის მუშაკი 3 წელიწადში ერთხელ. მუხლი 6🔗. ატესტაციის ჩატარების დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საქართველოს მთავარი პროკურორი (შემდგომში – მთავარი პროკურორი). 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პროკურატურის მუშაკთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი და ამტკიცებს მთავარი პროკურორი. 3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პროკურატურის მუშაკს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე, სულ მცირე, ორი კვირით ადრე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისია. მუხლი 7🔗. ატესტაციის ჩატარების პროცედურა 1. ატესტაციას ატარებს კომისია. 2. ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით  ადრე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში წარადგენს  მუშაკის შეფასების ფორმას (დანართი №1). 3. შეფასების ფორმა ივსება ატესტაციას დაქვემდებარებულ პროკურატურის ყველა მუშაკისათვის. 4. შეფასების ფორმის შევსებასა და წარდგენაზე უფლებამოსილების მქონე პირი განისაზღვრება მთავარი პროკურორის შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 5. ატესტაციის წარმატებით გავლისთვის აუცილებელია ტესტირების ან/და გასაუბრების დამაკმაყოფილებელი შეფასებისა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის  დადებითი შეფასების მიღება. 6. ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას უზრუნველყოფს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი. მუხლი 8🔗. ატესტაციის ჩატარების ფორმები 1. ატესტაცია ტარდება წერილობითი (ტესტირების), ხოლო საჭიროების შემთხვევაში – დამატებით ზეპირი (გასაუბრების) ფორმით. 2. გასაუბრების საჭიროებას განსაზღვრავს კომისია. 3. საატესტატო მეთოდიკებსა და თემატიკას, პროკურატურის მუშაკის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს მთავარი პროკურორი. მუხლი 9🔗. ტესტირება 1. ტესტი მოიცავს წინასწარ შედგენილ 100 კითხვას. ტესტის ყოველ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი – 0 ქულით. ტეს­ტირების მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა არის 0 ქულა, მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა – 100 ქულა. 2. ტეს­ტის თითოეულ კითხვას აქვს სამი ან ოთ­ხი სავარაუდო პა­სუ­ხი­, მათ შორის, ერთი – სწორი. ატესტაციას დაქვემდებარებულმა პირმა უნ­და აღნიშნოს მხოლოდ ერ­თი პა­სუ­ხი. თუ აღნიშნუ­ლია ერ­თზე მეტი პა­სუ­ხი, არ არის აღნიშნული არც ერთი პა­სუ­ხი, ან  პასუხი გადასწორებულია, კითხვა შეფასდება 0 ქულით. 3. ტესტირების ჩა­სა­ბა­რებ­ლად ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ეძ­ლე­ვა სამი ასტრონომი­უ­ლი სა­ა­თი. დრო­ის გა­და­ცი­ლე­ბის შემ­დეგ ნა­მუ­შე­ვა­რი არ გას­წორ­დე­ბა და ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს დაეწერე­ბა შე­ფა­სე­ბა „0“. 4. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს აფ­რთხი­ლე­ბენ დრო­ის ამო­წურ­ვის შე­სა­ხებ ორ­ჯერ – ტესტირების დასრულებამდე 30 წუ­თით და 15 წუ­თით ად­რე. 5. ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის უზრუნველსაყოფად, ტესტირებას ესწრებიან დამკვირვებლები. 6. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ეკრძალება ნორმატიული აქტებით, კანონთა კომენტარებით, სახელმძღვანელოებით ან/და სხვა ანალოგიური მასალით, ასევე აუდიო, ვიდეო ან სხვა ტექნიკური საშუალებებით სარგებლობა. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისათვის, დამკვირვებლის ზეპირი თანხმობით, დაშვებულია საკომუნიკაციო ტექნიკური საშუალების გამოყენება. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ატესტაციას დაქვემდებარებული პირი მოიხსნება ტესტირებიდან. 7. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, მცირე ხნით დატოვოს ტესტირების ოთახი. ამ შემთხვევაში ტესტირებისთვის განკუთვნილი დროის დინება არ ჩერდება. 8. ატესტაციას დაქვემდებარებულმა პირმა დამკვირვებელს უნდა შეატყობინოს ტესტირების დასრულების შესახებ. 9. ტესტირების დაწყების წინ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს  დეტალურად განემარტება ტესტირების ჩატარების პროცედურა. 10. ტესტირება ითვლება წარმატებულად ჩაბარებულად, თუ ატესტაციას დაქვემდებარებული პირი  მოაგროვებს 75 ან მეტ ქულას. მუხლი 10🔗. გასაუბრება 1. პროკურატურის მუშაკთან გასაუბრება ტარდება ტესტირების დასრულებიდან არაუადრეს სამი დღისა. გასაუბრება იმართება პროკურატურის იმ ორგანოს ან სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, სადაც პირი მუშაობს. 2. გასაუბრების პროცესში, სხვა საკითხებთან ერთად, დაკავებულ თანამდებობასთან პროკურატურის მუშაკის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს პროკურატურის მუშაკის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებში. მუხლი 11🔗. ატესტაციაზე გამოუცხადებლობა და ატესტაციის შეწყვეტა ატესტაციაზე პროკურატურის მუშაკის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ან შეწყვეტის  შემთხვევაში, პროკურატურის მუშაკი ექვემდებარება განმეორებით ატესტაციას, გამოუცხადებლობის ან შეწყვეტის მიზეზის აღმოფხვრიდან ორი კვირის შემდეგ. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში, პროკურატურის მუშაკი, კომისიის გადაწყვეტილებით, იღებს უარყოფით შეფასებას.   მუხლი 12🔗.  შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია ატესტაციის შედეგებისა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ წარდგენილი შეფასების ფორმის საფუძველზე ადგენს: ა) პროკურატურის მუშაკი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) პროკურატურის მუშაკი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) პროკურატურის მუშაკი ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) პროკურატურის მუშაკი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება ჩამოქვეითებას; ე) პროკურატურის მუშაკი არ შეესაბამება დაკავებული თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს. 2. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებას პროკურატურის მუშაკისთვის საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ. მუხლი 13🔗. ატესტაციის შედეგები 1. კომისია  პროკურატურის მუშაკის ატესტაციის შედეგების შესახებ ამზადებს დასკვნას, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით. დასკვნას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტატო ფურცელში (დანართი №2), რომელიც ივსება ერთ პირად და შეფასების ფორმასთან ერთად დაერთვის პროკურატურის მუშაკის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ  კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 3. პროკურატურის მუშაკი საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა მას და შეფასების ფორმას და ადასტურებს ხელმოწერით. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში, ეცნობება მთავარ პროკურორს. 5.  მთავარი პროკურორი, ატესტაციის შედეგებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას პროკურატურის მუშაკის დაწინაურების/დაქვეითების, საკლასო ჩინის მინიჭების, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების  შესახებ. 6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პროკურატურის მუშაკი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, მთავარ პროკურორს უფლება აქვს პროკურატურის მუშაკი გაათავისუფლოს თანამდებობიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14🔗. საპრეტენზიო კომისია 1. ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მთავარი პროკურორის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. კომისიის შემადგენლობა, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები განსაზღვრულია ამ წესითა და „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 25 სექტემბრის №96 ბრძანებით დამტკიცებული წესით.