„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №350 |
|
2013 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 01/11/2013, 470230000.10.003.017446) დამტკიცებულ 2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. №17 დანართის (სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება): ა) მე-3 მუხლს (მომსახურების მოცულობა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების რეფორმირების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები.“; ბ) მე-4 მუხლს (დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. პროგრამის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით და განისაზღვრება 29 000 (ოცდაცხრა ათასი) ლარით.“; გ) მე-5 მუხლის (პროგრამის განხორციელების მექანიზმები) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებითა და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“; დ) მე-6 მუხლის (მომსახურების მიმწოდებელი) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებითა და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“; ე) მე-6 მუხლის (მომსახურების მიმწოდებელი) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (შემდგომ ტექსტსა და დანართებში - სსიპ - „სსდ ცენტრი“).“; ვ) მე-8 მუხლს (დამატებითი პირობები) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენას.“; ზ) მე-9 მუხლი (პროგრამის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13,766.0 ათასი ლარით:
.“. 2. №18 დანართის (სოფლის ექიმი): ა) მე-3 მუხლს (მომსახურების მოცულობა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება - შიდა ქართლის სოფლებში სოფლის ექიმების/ექთნების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.“; ბ) მე-4 მუხლს (დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. პროგრამის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით და განისაზღვრება 35.4 ათასი ლარით.“; გ) მე-6 მუხლს (მომსახურების მიმწოდებელი) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი.“; დ) მე-8 მუხლს (დამატებითი პირობები) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენას.“; ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,242.0 ათასი ლარით, მათ შორის: ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად – 10,974,900.0 ათასი ლარით; ბ) სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება – 4,231,700 ათასი ლარით; გ) შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება - 35.4 ათასი ლარით.“; ვ) დანართი 18.2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 18.2 სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები
|
|