წვევამდელის პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1012 |
|
2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
წვევამდელმა პოლიციაში მიღებამდე ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით. |
| მუხლი 2 |
წვევამდელს პოლიციაში მიღების შემდეგ მიენიჭება პოლიციის რიგითის უმცროსი სპეციალური წოდება ან შეუნარჩუნდება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდება. |
| მუხლი 3 |
პოლიციაში ჩარიცხულ წვევამდელს პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება. |
| მუხლი 4 |
1. წვევამდელის პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. წვევამდელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით. |
| მუხლი 5 |
საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით (დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა, სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელი) სამსახურის შეწყვეტის შემთხვევაში, წვევამდელს პოლიციაში ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი და სამხედრო ვალდებულებისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
| მუხლი 6 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|