გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1011 |
|
2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ:
ა) ამ ბრძანებით განსაზღვრული სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს კურატორი მინისტრის მოადგილე; ბ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის უფროსი და ამ ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი; გ) კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი; დ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი; ე) ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი; ვ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; ზ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; თ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი; ი) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორი; კ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი. |
| მუხლი 2 |
გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე გამოიცემა ზეპირი განკარგულება, რომელიც მისი გამომცემი პირის მიერ წერილობით უნდა გაფორმდეს 24 საათის განმავლობაში. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან
. |
|
გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ
| მუხლი 1 |
გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ:
ა) ამ ბრძანებით განსაზღვრული სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს კურატორი მინისტრის მოადგილე;
ბ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის უფროსი და ამ ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
გ) კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი;
დ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი;
ე) ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი;
ვ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
ზ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
თ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი;
ი) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორი;
კ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.
მუხლი 2 |
გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე გამოიცემა ზეპირი განკარგულება, რომელიც მისი გამომცემი პირის მიერ წერილობით უნდა გაფორმდეს 24 საათის განმავლობაში. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან
.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე |