კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2013
ძალის დაკარგვა 26.08.2015
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016164
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 416 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2013 მიღება
26.08.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
უფასო სასადილო
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარებს.
მუხლი 2
ბენეფიციარი
პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და არის სოციალურად დაუცველი (0- 57)სარეიტინგო ქულა.
მუხლი 2
გამგეობა
კასპის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც  უზრუნველყოფს უფასო სასადილოს ფუნქციონირებას.
მუხლი 2
რეგისტრაცია
აღრიცხვა ბენეფიციარად
მუხლი 2
საცხოვრებელი ადგილი
ბენეფიციარის იურიდიული მისამართი (ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ გოგიაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №32 2013 წლის 20 დეკემბერი ქ. კასპი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფასო სასადილოების ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით: კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ გოგიაშვილი დანართი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის მიზანია განისაზღვროს უფასო სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა) უფასო სასადილო –მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარებს. ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და არის სოციალურად დაუცველი (0- 57)სარეიტინგო ქულა. გ) გამგეობა – კასპის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც  უზრუნველყოფს უფასო სასადილოს ფუნქციონირებას. დ) რეგისტრაცია – აღრიცხვა ბენეფიციარად; ე) საცხოვრებელი ადგილი – ბენეფიციარის იურიდიული მისამართი (ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე). მუხლი 3🔗. უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 80 ბენეფიციარით. მუხლი 4🔗. ბენეფიციართა რეგისტრაცია 1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებას თან უნდა ახლდეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. გამგეობა განცხადებას განიხილავს და არაუგვიანეს 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 5🔗. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომლიც რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტში და მისი ოჯახი აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 0 დან 57001- მდე. მუხლი 6🔗. უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე გამგეობა უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა. მუხლი 7🔗. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ: ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა გამგეობას აღნიშნულის შესახებ; ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს; გ) ბენეფიციარმა შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი, აღარ არის რეგისტრირებული კასპის მუნიციპალიტეტში. დ) ბენეფიციარი 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით; ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა. მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებები 1. პირი, რომელიც აღნიშნული წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს გამგეობის მიერ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე. 2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას მე-8 მუხლის პირველი პუნქტით მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.