კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.149.016533
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (11 მუხლი)
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №9

2024 წლის 19 აპრილი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის ა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აგვისტოს №25 დადგენილება   (www.matsne.gov.ge, 26/08/2015; 010250020.35.149.016257).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი



დანართი №1

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი
მუხლი 1.  ზოგადი დებულებანი

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის მიზანია განისაზღვროს უფასო სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ა) უფასო სასადილო – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარებს;

ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით, არის სოციალურად დაუცველი სარეიტინგო ქულით 0-დან 90 001-მდე;

გ) მერია – კასპის მუნიციპალიტეტის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სასადილოს ფუნქციონირებას;

დ) რეგისტრაცია – აღრიცხვა ბენეფიციარად;

ე)საცხოვრებელი ადგილი – ბენეფიციარის იურიდული მისამართი (ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).

მუხლი 3. უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა

უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 80 ბენეფიციარით.

მუხლი 4. ბენეფიციართა რეგისტრაცია

1 . უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს კასპის  მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა ახლდეს ამ წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. კასპის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას განიხილავს და არაუგვიანეს 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

მუხლი 5. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმი

უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლება აქვთ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა  მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 0-დან 90 001-მდე, რაც დასტურდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციით.

მუხლი 6. უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე

კასპის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა რაოდენობა.

მუხლი 7. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა

კასპის მუნიციპალიტეტის მერია იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:

ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა მერიას აღნიშნულის შესახებ;

ბ) ბენეფიციარი  აღარ  აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს;

გ) ბენეფიციარმა შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი, აღარ არის რეგისტრირებული კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

დ) ბენეფიციარი 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული ავადმყოფობით;

ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.

მუხლი 8. გარდამავალი  დებულებები

1. პირი, რომელიც აღნიშნული წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით, ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს მერიის მიერ ამ წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.04.2024.
როდის იქნა მიღებული „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“?
„კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.04.2024. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.149.016533.
რამდენი მუხლისგან შედგება „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.04.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“, №9, 19.04.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016533 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6160320/