კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2013 ძალადაკარგული 21.08.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.149.016164
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (10 მუხლი)
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №32

2013 წლის 20 დეკემბერი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფასო სასადილოების ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით:

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ გოგიაშვილი



დანართი
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის მიზანია განისაზღვროს უფასო სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ა) უფასო სასადილო –მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარებს.

ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და არის სოციალურად დაუცველი (0- 57)სარეიტინგო ქულა.

გ) გამგეობა – კასპის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც  უზრუნველყოფს უფასო სასადილოს ფუნქციონირებას.

დ) რეგისტრაცია – აღრიცხვა ბენეფიციარად;

ე) საცხოვრებელი ადგილი – ბენეფიციარის იურიდიული მისამართი (ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).


მუხლი 3. უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა
უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 80 ბენეფიციარით.

მუხლი 4. ბენეფიციართა რეგისტრაცია
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებას თან უნდა ახლდეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. გამგეობა განცხადებას განიხილავს და არაუგვიანეს 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.


მუხლი 5. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები
ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომლიც რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტში და მისი ოჯახი აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 0 დან 57001- მდე.

მუხლი 6. უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე
გამგეობა უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა.

მუხლი 7. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა
გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:

ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა გამგეობას აღნიშნულის შესახებ;

ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს;

გ) ბენეფიციარმა შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი, აღარ არის რეგისტრირებული კასპის მუნიციპალიტეტში.

დ) ბენეფიციარი 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;

ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.


მუხლი 8. გარდამავალი დებულებები
1. პირი, რომელიც აღნიშნული წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს გამგეობის მიერ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე.

2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას მე-8 მუხლის პირველი პუნქტით მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.



კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფასო სასადილოების ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით:
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1

დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ გოგიაშვილი

დანართი

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი

მუხლი 1.🔗

ზოგადი დებულებანი

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის მიზანია განისაზღვროს უფასო სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში.

მუხლი 2.🔗

ტერმინთა განმარტება
ა) უფასო სასადილო –მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარებს.
ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და არის სოციალურად დაუცველი (0- 57)სარეიტინგო ქულა.

გ) გამგეობა – კასპის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც  უზრუნველყოფს უფასო სასადილოს ფუნქციონირებას.

დ) რეგისტრაცია – აღრიცხვა ბენეფიციარად;

ე) საცხოვრებელი ადგილი – ბენეფიციარის იურიდიული მისამართი (ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).

მუხლი 3. უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა

უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 80 ბენეფიციარით.

მუხლი 4.🔗

ბენეფიციართა რეგისტრაცია
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებას თან უნდა ახლდეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. გამგეობა განცხადებას განიხილავს და არაუგვიანეს 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.


მუხლი 5. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები

ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომლიც რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტში და მისი ოჯახი აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 0 დან 57001- მდე.

მუხლი 6.🔗

უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე

გამგეობა უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა.

მუხლი 7.🔗

ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა
გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:
ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა გამგეობას აღნიშნულის შესახებ;

ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს;

გ) ბენეფიციარმა შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი, აღარ არის რეგისტრირებული კასპის მუნიციპალიტეტში.

დ) ბენეფიციარი 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;

ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.


მუხლი 8. გარდამავალი დებულებები
1. პირი, რომელიც აღნიშნული წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს გამგეობის მიერ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას მე-8 მუხლის პირველი პუნქტით მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.08.2015.
როდის იქნა მიღებული „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“?
„კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.12.2013. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.149.016164.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.08.2015-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.08.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“, №32, 20.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016164 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2147083/