ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58 |
|
2018 წლის 4 ივლისი ქ. ახმეტა |
|
ბ) სეზონური გარე ვაჭრობა – ისეთი ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიკურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის;
გ) სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა;
დ) საკვირაო გარე ვაჭრობა – კვირის ერთი და იმავე დღეს ყოველკვირეულად გამართული გარე ვაჭრობა;
ე) ნივთი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული ნივთი;
ვ) საზოგადოებრივი სივრცე – სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები.
ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) ფეხით მოსიარულეთათვის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა;
დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;
ე) საოჯახო წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის ხელშეწყობა.
ა) ქ. ახმეტაში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე (გარდა აგრარული ბაზრის წინ მდებარე (საკადასტრო კოდი 50.04.43.351) მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 190 კვ.მ მიწის ნაკვეთისა);
ბ) რელიგიურ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებთან, სასწავლო-სააღმზრდელო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებთან, სამედიცინო და სტაციონალურ დაწესებულებებთან, სასაფლაოებთან, სკვერებთან და ბაღებთან, სახელმწიფო და მუნიციპალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებთან 20-მეტრიან რადიუსში.
2. სეზონური გარე ვაჭრობა დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ადგილებში.
3. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
შენიშვნა: სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით.
2. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული სსიპ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან.
3. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
4. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს გარე ვაჭრობის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის საჭირო დროებითი, მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მოწყობა.
5. დაუშვებელია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით გარე ვაჭრობა სათანადო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის გარეშე.
6. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლის შესაბამისად.