ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 45
2011 წლის 11 ნოემბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
მუხლი 2.
განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა (დანართი № 1).
მუხლი 3.
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, პური) გარე ვაჭრობა.
2. ქ. ახმეტაში აიკრძალოს ყველა სახის გარე ვაჭრობა შემდეგ ქუჩებზე:
ა) რუსთაველის ქუჩა;
ბ) ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩა;
გ) ყაზბეგის ქუჩა;
დ) ლეონიძის ქუჩა;
ე) ილია ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთი (რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე);
ვ) ჭანტურიას ქუჩის მონაკვეთი (რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე);
ზ) აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთი (რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე).
მუხლი 4.
გარე ვაჭრობის დრო განისაზღვროს 500 საათიდან 2400 საათამდე.
მუხლი 5.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხად დ ეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 17 ნოემბრის № 32 დადგენილება.
მუხლი 6.
დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
დანართი №1
გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
1. ჟურნალ-გაზეთები.
2. წიგნები.
3. ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები.
4. ყვავილები.
5. ხილ-ბოსტნეული – მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში).
6. სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
სეზონური გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
1. გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები.
2. ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით).
3. შეშა.
4. ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
45
2011 წლის 11 ნოემბერი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა. მუხლი 2. განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა (დანართი №1).
მუხლი 3. 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, პური) გარე ვაჭრობა. 2. ქ. ახმეტაში აიკრძალოს ყველა სახის გარე ვაჭრობა შემდეგ ქუჩებზე: ა) რუსთაველის ქუჩა; ბ) ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩა; გ) ყაზბეგის ქუჩა; დ) ლეონიძის ქუჩა; ე) ილია ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთი (რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე); ვ) ჭანტურიას ქუჩის მონაკვეთი (რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე); ზ) აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთი (რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე). მუხლი 4.გარე ვაჭრობის დრო განისაზღვროს 500 საათიდან 2400 საათამდე.
მუხლი 5.ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდ
ეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 17 ნოემბრის № 32 დადგენილება. მუხლი 6. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი დანართი№1
გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა 1. ჟურნალ-გაზეთები. 2. წიგნები. 3. ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები. 4. ყვავილები. 5. ხილ-ბოსტნეული – მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში). 6. სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული). სეზონური გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა 1. გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები. 2. ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით). 3. შეშა. 4. ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“?
- „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ მიღებულია 11.11.2011. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №45. სარეგისტრაციო კოდი — 300400000.35.162.016069.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.07.2018-დან.
- სად არის „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“, №45, 11.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 300400000.35.162.016069 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1511160/