ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2013 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი |
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2014 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2014 წლის შემოსავლები 1331,6 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2014 წლის გრანტები 1 331,6 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2014 წლის სხვა შემოსავლები 0,0 ათასი ლარის ოდენობით
|
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2014 წლის ხარჯები განისაზღვროს 1 295,8 ათასი ლარით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2014 წლის არაფინანსური აქტივების ცვლილება 35,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა.
1.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით დაგეგმილია სპორტის სახეობათა პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მოზადებისათვის სასწავლო-საწრთვნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2014 წლის განმავლობაში 300 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას.
1.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
1.2.1. კულტურის სახლის და ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას.კულტურის სახლში მოქმედებს ქორეოგრაფიული წრეები.
2. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 04 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას.
2.1 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 04 01)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
2.1.1 მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 04 01 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მარჩენალდაკარგულის ოჯახზე ფინანსური დახმარება კანონმდებლობის თანახმად
2.1.2 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 04 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ყოველი ახალშობილის ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება-200 ლარის ოდენობით.
2.1.3 მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 04 01 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 500 ლარის ოდენობით.
2.1.4 კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება (პროგრამული კოდი 04 01 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზამთრის სეზონისათვის ერთჯერად, კომპაქტურ ჩასახლებებში (სოფლებში: სკრა, თელიანი, მეტეხი, ხურვალეთი, საქაშეთი), თითოეული კოტეჯზე, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში და არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, დაფინანსებას მიიღებენ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2.1.5 . კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 04 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერად კომუნალური გადასახების გადასახდელად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში.
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული რედაქციით:
|
|