საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
2013 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის 49-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსულია 8 მოთხოვნა. რვავე განცხადება დაკმაყოფილებულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნის სრული დაცვით.
აქვე გაცნობებთ, რომ გაცემული ინფორმაციის გასაჩივრება არ მომხდარა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადებას ადგილი არ ჰქონია.
ლ. ბაგაშვილი