ფუნქც.კოდი დასახელება 2012 წლის ფაქტი 2013 წლის გეგმა 2014 წლის გეგმა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2013 წლის 23 დეკემბერი ქ. გორი |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზრვროს თიღვის მეიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 1.295.9 ათასი ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 1.295.9 ათასი ლარის ოდენობით :
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლები 0,0 ათასი ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 1,295,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
მათ შორის: ა) განისაზღვროს არაფინანსური აქტივების ზრდა 0.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
|
ფუნქც.კოდი |
დასახელება |
2012 წლის ფაქტი |
2013 წლის გეგმა |
2014 წლის გეგმა |
|---|---|---|---|---|
|
701 |
საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება |
585,1 |
811,8 |
811.1 |
|
7011 |
აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები |
574,6 |
811,1 |
811.1 |
|
70111 |
აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა |
574,6 |
801,8 |
801,1 |
|
70112 |
ფინანსური და ფისკალური საქმიანობა |
0.0 |
10,0 |
10.0 |
|
7018 |
სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაში |
10,5 |
0,0 |
0.0 |
|
702 |
თავდაცვა |
27,8 |
42,6 |
45,8 |
|
705 |
გარემოს დაცვა |
7,3 |
0,0 |
0,0 |
|
7052 |
ჩამდინარე წყლების მართვა |
7,3 |
0,0 |
0.0 |
|
706 |
საბინაო-კომუნალური მეურნეობა |
292,1 |
376,2 |
74,0 |
|
7061 |
ბინათმშენებლობა |
275,7 |
324,2 |
40,0 |
|
7063 |
წყალმომარაგება |
15,8 |
20,0 |
18,0 |
|
7064 |
გარე განათება |
0,6 |
2,0 |
1,0 |
|
7066 |
სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საბინაო- კომუნალურ მეურნეობაში |
0,0 |
30,0 |
15,0 |
|
708 |
დასვენება, კულტურა და რელიგია |
116,7 |
119,0 |
119.0 |
|
7081 |
მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში |
38,6 |
37,0 |
39,0 |
|
7082 |
მომსახურება კულტურის სფეროში |
78,1 |
82,0 |
80,0 |
|
7084 |
რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა |
0,0 |
0,0 |
0,0 |
|
709 |
განათლება |
85,3 |
80,0 |
77,0 |
|
47091 |
სკოლამდელი აღზრდა |
85,3 |
80,0 |
77,0 |
|
710 |
სოციალური დაცვა |
137,5 |
169,0 |
169.0 |
|
7101 |
ავადმყოფთა და შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა |
9,0 |
0,0 |
13.0 |
|
7102 |
ხანდაზმულთა სოციალური დაცვა |
15,2 |
30,0 |
25.0 |
|
7103 |
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა |
0,4 |
0,0 |
4,0 |
|
7104 |
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა |
11,7 |
44,0 |
24,0 |
|
7109 |
სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში |
101,2 |
95,0 |
103,0 |
|
|
სულ |
1,251,8 |
1598,6 |
1,295,9 |
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ფინანსური აქტივების კლება 0,0ათ. ლარით.
1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა ( პროგრამული კოდი 02 03)
1.2 საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიღვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი ( 03 00)
თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი სახლების იატაკების რეაბილიტაცია, სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მოწყობა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები. დევნილთა საცხოვრებელი უბნების ეზოების, და მაღალსართულიანი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება(პროგრამული კოდი 03 01)
თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს კომუნალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა ჩასახლებებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, საცხოვრებელი ბინების სახურავების რეაბილიტაცია, დაგეგმილია სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მოწყობა, აგრეთვე საცხოვრებელ ბინებში იატაკის შეცვლა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თიღვის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებს.
2.1.1 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს თიღვის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის რეაბილიტაცია.
2.1.2. იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებაში სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მოწყობა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კარ–ფანჯრების შეცვლა, იატაკის რეაბილტაცია და გამაგრებითი სამუშაოები. (პროგრამული კოდი 03 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თიღვის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში შემდეგი ღონისძიებები, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. მოხისის 58, ახალსოფლის 98 საცხოვრებელ კოტეჯში და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტელევიზიის მეორე კორპუსის დევნილთა დასახლებებში 11 საცხოვრებელ ბინაში იატაკის შეცვლა. თითოეულში 30 კვ. მეტრი.
2.1.3. წყლის სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში წყლის საქაჩი ტუმბოების დამონტაჟება და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. აგრეთვე კომპაქტურ ჩასახლებაში დევნილი მოსახლეობის კანალიზაციის გარე გაყვანილობის ქსელის მოწყობითი სამუშაოები.
2.1.4 ინფრასტრუქტურული ღონისძიებების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 01 06)
ამ პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებას მიიღებს ყველა ის ორგანიზაცია, არასამთავრობო, სათემო, არარეგისტრირებული კავშირი, რომელიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით, მოახდენს ნაწილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის განხორცელებით ხელს შეუწყობს თიღვის მუნიციპალიტეტის კომპაქტურად ჩასახლებულ ტერიტორიაზე, მოსახლეობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
3.საგანმანათლებლო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 00)
თიღვის მუნიციპალიტეტი მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დიდ ყურადღებას ანიჭებს სკოლამდელ აღზრდას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებმა შეძლონ საფუძვლის შექმნა მათი შემდგომი განვითარებისათვის.
3.1.სკოლამდელი დაწესებულება (პროგრამული კოდი 04 01)
თიღვის მუნიციპალიტეტის დევნილთა ჩასახლებაში ფუნქციონირებს ორი საბავშვო ბაღი. სოფელ მოხისის საბავშვო ბაღი და სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღი.სადაც არის- 40 აღსაზრდელი. ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებას, გრეთვე უზრუნველყოფს მას საჭირო ინვენტარით,კერძოდ შეძენილი იქნება 15 ცალი საწოლი თავისი მატრასებით.
4. კულტურა რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
4.1.სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშო პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. აგრეთვე გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები.
4.1.1. სპორტული სკოლების ხელისშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
თიღვის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა, აერთიანებს-- 45 სპორტსმენს;
აქედან, 3- სექცია არის ფეხბურთის ,სადაც ვარჯიშობს -35 ბავშვი,
1-ჭიდაობის, სადაც ვარჯიშობს 10 ბავშვი.
4.1.2. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება( პროგრამული კოდი 05 01 02)
ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდაება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა.იმართება დევნილთა ჩასახლებებს შორის სხვადასხვა ტურნირები და მუნიციპალიტეტის მიერ ხდება მათი ფინანსური მხარდაჭერა.
4.2 კულტურის განვითარების ხელისშეწყობა ( პროგრამული კოდი 05 02)
თიღვის მუნიციპალიტეტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურის განვითარებას, ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელისშეწყობა და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
4.2.1 კულტურის დაწესებულების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 01)
მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულების გაერთიანება მოიცავს კლუბებს და ბიბლიოთეკებს , აგრეთვე გამოდის ჟურნალი ფრონის ხეობა.
4.2.2 კულტურული ღონისძიებები დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ექსკურსიები, გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
5.ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5 1. მოსახლეობის სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.1.1. გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვს ხარჯები (პროგრამული კოდი 06 01 01)
იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე -500 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში);
5.1. 2. კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 02)
პროგრამა უზრუნველყოფს ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნვეყოფილი იქნეს თიღვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც ჩასახლებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოხისის, ახალსოფელის, ბებნისის მეურნეობის, ბრეთის მეურნეობის, საქაშეთის და დოღლაურის, აგარის,ქ.გორის, ვარიანის მეურნეობის. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ, წინწმძღვრიაანთკარის ტელევიზიის I –II კორპუსებში, დიღმის ტურბაზის, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში, გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ბუნებრივი აირის მიწოდებით.
5.1.3.ერთჯერადი დახმარება ყოველ ახალშობილზე (პროგრამული კოდი 06 01 03) პროგრამის მიზანია, ახალშობილთა პირველადი სიციალური დახმარება. დახმარების მოცულობა შეადგენს ყოველ ახალშობილზე- 300 ლარი.
5.1.4. 80 და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური დახმარება ( პროგრამული კოდი 06 01 04)
ამ მუხლის ფარგლებში პროგრამა ითვალისწინებს 80 და 80 წელს ზემოთ ასაკის პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, პროგრამის ბენეფიციარებზე დახმარების მოცულობა შეადგენს- 200 ლარს.
5.1.5. დედ-მამით ობოლი ბავშვების საციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 05)
ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დედ-მამით ობოლი ბავშვების ერთჯერედი ფულადი დახმარება, თითოეულ ბავშვზე 300 ლარის ოდენობით.
5.1.6. 1 დან 16 წლამდე ბავშვების საახალწლო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 06 )
ამ პროგრამის მიზანია თიღვის მუნიციპალიტეტში შემავალი დევნილი ბავშვების საახალწლო საჩუქრებით (ტკბილეულით) უზრუნველყოფა.
5.1.7. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დახმარება ( პროგრამული კოდი 06 01 07 )
ამ მუხლის ფარგლებში განხორციელდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულ ბენეფიციარზე 200 ლარის ოდენობით.
5.1.8. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება( პროგრამული კოდი 06 01 08 )
ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების უზრუნველყოფა თითოეულ ბენეფიციარზე 200 ლარის ოდენობით.
5.1.9.მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 09)
ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თიღვის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თითოეულ ბენეფიციარზე 200 ლარის ოდენობით.
5.1.10.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 2008 წლის ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების დახმარება (პრგრამული კოდი 06 01 11)
ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 2008 წლის ომში დარუპულ ჯარისკაცთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება თოთოეულ ოჯახზე 300 ლარის ოდენობით.
განისაზვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით:
|
|