საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №351 |
|
2013 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი (№1, №2, და №3 დანართები).
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №18 დადგენილება „საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სისტემატურად უზრუნველყონ შესაბამის ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილებების საქართველოს ინტეგრირებულ ტარიფში ასახვა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, წარმოუდგინონ წინადადებები საქართველოს მთავრობას.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.04.2021.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №351. სარეგისტრაციო კოდი — 200250000.10.003.017521.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.04.2021-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.04.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“, №351, 23.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.017521 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2151598/