„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
„მუხლი 221
1. საქართველოს სახალხო დამცველი, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, იურიდიული დახმარების საბჭოში წარადგენს 3 წევრს.
2. იურიდიული დახმარების საბჭოს 1 წევრის კანდიდატურას თავისი აპარატის შემადგენლობიდან ასახელებს საქართველოს სახალხო დამცველი, ხოლო 2 წევრი ღია კონკურსის წესით შეირჩევა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისაგან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე.
3. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად ღია კონკურსის შედეგად შეიძლება შეირჩეს საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ღია კონკურსის წესით შერჩეული იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი არ შეიძლება ახორციელებდეს საადვოკატო საქმიანობას.
4. იურიდიული დახმარების საბჭოს 2 წევრის შესარჩევად საქართველოს სახალხო დამცველი ქმნის საკონკურსო კომისიას არანაკლებ 9 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 1 წევრი, მასმედიის, სახელმწიფო ორგანოებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები.
5. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა შესარჩევად საკონკურსო პირობებსა და საკონკურსო კომისიის დებულებას ამტკიცებს საქართველოს სახალხო დამცველი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 13 დეკემბერი 2013 წ. N1800-Iს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1800-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 150000000.04.001.016097.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1800-Iს, 13.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 150000000.04.001.016097 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2152404/