„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №362 |
|
2013 წლის 24 დეკემბერი ქ.თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N310 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში (სსმ, 21, 11.02.2008, 010.240.010.10.003.000.967) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. შეიქმნას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს აპარატის თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა.“. 3. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 30 ერთეულით.“. 4. დადგენილების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. დადგენილებით დამტკიცებული რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება”;
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად.“;
გ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა: აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში რეინტეგრაცია; ბ) ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და მათი შთამომავლების ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა; გ) საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; ფართო სამოქალაქო ინტეგრაციული პროცესების წარმართვა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციების განხორციელება შესაბამისი წარმომადგენლების მეშვეობით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან უწყებათაშორისი თანამშრომლობა; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ეგიდით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირებისა და სხვა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ნდობის გაღრმავების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების ხელშეწყობა და კოორდინაცია, აგრეთვე ამ ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან დიალოგის წარმართვა და მჭიდრო თანამშრომლობა; ზ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური კურსისა და სტრატეგიის თაობაზე წინადადების შემუშავება.“;
დ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.“;
ე) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. აპარატის ფუნქციები და ამოცანები თავისი კომპეტენციის ფარგლებში აპარატის ფუნქციები და ამოცანებია: ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მიმართ სამშვიდობო პროცესის წარმართვა, სამშვიდობო პროცესში საინიციატივო წინადადებებისა და ფორმატების შემუშავება, შეთავაზება და მასში მონაწილეობა; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების, უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) საქართველოს ტერიტორიაზე რეინტეგრაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია; დ) მთავრობის სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, კოორდინირება, განხორციელება; უწყებათაშორისი, ადგილობრივი, რეგიონალური თანამშრომლობის განხორციელება. ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ინიციატივებისა და მათი განხორციელების ხელშეწყობა. შემუშავებული პროგრამების ზედამხედველობა და განხორციელება; ე) საქართველოს მთავრობისათვის შერიგებასა და რეინტეგრაციასთან, სამოქალაქო ინტეგრაციასა და თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული რეკომენდაციების, პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და წარდგენა; ვ) საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან მოლაპარაკებისა და კონსულტაციების წარმართვა უწყების მიზნების მისაღწევად; თ) შერიგების, რეინტეგრაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია; ი) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკების წარმართვა და მასში მონაწილეობა; კ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღალი და საექსპერტო დონის უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა; ლ) შერიგებასთან, რეინტეგრაციასთან, სამოქალაქო ინტეგრაციასა და თანასწორობასთან დაკავშირებული სპეციალური ფონდის კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება, სათანადო პროგრამების ინიციირება, კოორდინირება და მათი განხორციელების ზედამხედველობა; მ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ეგიდით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირებისა და სხვა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ნდობის გაღრმავების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების წინასწარ განხილვა მათი განხორციელების ხელშეწყობისა და კოორდინაციის მიზნით, აგრეთვე ამ ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან დიალოგის წარმართვა და მჭიდრო თანამშრომლობა; ნ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური კურსისა და სტრატეგიის თაობაზე წინადადების შემუშავების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი.“; ვ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში;“. 6. დადგენილებით დამტკიცებული რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
|
|