საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.11.2013 ბოლო ცვლილება 15.12.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№310
სარეგისტრაციო კოდი
010240020.10.003.017477
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №310

2013 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ
მუხლი 1
1. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ინტეგრაციის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და დიასპორასთან ურთიერთობის გააქტიურების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობაში შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის შემდეგი თანამდებობები:

ა) სახელმწიფო მინისტრი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;

ბ) სახელმწიფო მინისტრი – დიასპორის საკითხებში;

გ) სახელმწიფო მინისტრი – რეინტეგრაციის საკითხებში.

2. სახელმწიფო მინისტრებმა განახორციელონ საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის და  საქართველოს მთავრობის ცალკეული დავალებები.

3. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აპარატის დებულება დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის მიერ.

 

მუხლი 2
1. 2014 წლის 1 იანვრიდან დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში ჩანაწერი: „სახელმწიფო მინისტრი – რეინტეგრაციის საკითხებში“ შეიცვალოს ჩანაწერით: „სახელმწიფო მინისტრი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში“.

 2. დაევალოს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შესაბამის სამართლებრივ აქტებში ცვლილების პროექტების მომზადება. 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
მუხლი 2

1. 2014 წლის 1 იანვრიდან დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში ჩანაწერი: „სახელმწიფო მინისტრი – რეინტეგრაციის საკითხებში“ შეიცვალოს ჩანაწერით: „სახელმწიფო მინისტრი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში“.

2. დაევალოს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შესაბამის სამართლებრივ აქტებში ცვლილების პროექტების მომზადება.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“?
„საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“ მიღებულია 29.11.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №310. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.10.003.017477.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.12.2017-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“, №310, 29.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240020.10.003.017477 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2099458/