„წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის N75 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1954
2013 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
„წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №75 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №75 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2013 წლის 2 იანვარს, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ კომპანია „Karmer Marble Tourism Construction Industry and Commerce LLC“-ს შორის გაფორმებული მორიგების ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 9 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 10 333 335 (ათი მილიონ სამას ოცდაცამეტი ათას სამას ოცდათხუთმეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოიძიოს რესურსი 11500 000 (თერთმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ასიგნებების გაზრდის უზრუნველსაყოფად.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი