„წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის N75 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№703
2013 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
„წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის N75 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის N75 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2013 წლის 2 იანვარს, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ კომპანია „Karmer Marble Tourism Construction Industry and Commerce LLC“-ს შორის გაფორმებული მორიგების ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 9 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 9 666 668 (ცხრა მილიონ ექვსას სამოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდარვა) ევროს ეკვივალენტი ლარი.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოიძიოს რესურსი 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ოდენობით „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ასიგნებების გაზრდის უზრუნველსაყოფად.“.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი