სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1994
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016283
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1994

2013 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ –საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

 ა) გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი ხურვალეთი, გუგუტიანთკარი, კოშკა და ზარდიანთკარი 4(ოთხი) წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

 ბ) გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დიცი და ქვეში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელში - წაღვლი და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ატოცი და კნოლევი 5(ხუთი) ჭაბურღილისა და წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

 გ) ამ განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2013.
როდის იქნა მიღებული „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 19.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1994. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016283.
სად არის „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1994, 19.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016283 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2156121/