აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის   ჯანმრთელობისა და

სოციალური   დაცვის   სამინისტროს   ანგარიში  

საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის

                                                     თავისუფლების შესახებ

2013წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა21(ოცდაერთი)განცხადება. აქედან დაკმაყოფილდა20 (ოცი) განცხადება,ხოლო ერთ განმცხადებელს უარი ეთქვა ინფორმაციის გაცემაზე იმ მიზეზით,  რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის44-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მომთხოვნი მხარის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალური მონაცემების საიდუმლოებას.

 საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა დაწესებულებაში არ  შემოსულა.

სამინისტროში საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და  პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013წლის 28 ოქტომბრის  N- 12/126ბრძანებით დანიშნული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზ ე   პასუხისმგებელი პირი - ანა მელაშვილი.

საჯარო ინფორმაციის გაცემისას სამინისტრო ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის2013 წლის 8 მაისისN-4დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებასა და სხვა მოქმედ კანომდებლობას.