ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №96 |
|
2013 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტები ოზონის შრის დამშლელი შემდეგი ნივთიერებებისთვის:
ა)
წყალბადქლორფტორნახშირბადი (CHF2Cl, HCFC-22) – 83,9 მეტრიკული ტონა;
ბ)
1-ქლორ-1,1-დიფტორეთანი (CH3CF2Cl, HCFC-142b) და ქლორდიფტორეთანები (C2H3F2Cl, HCFC-142) – 11 მეტრიკული ტონა;
გ)
მეთილბრომიდი (CH3Br) – 18,2 მეტრიკული ტონა.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 5 იანვრიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“?
- „ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №96. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.22.023.016221.
- სად არის „ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“, №96, 30.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016221 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2157828/