სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“აქციონერთა საყურადღებოდ!
ორი ათას ცამეტი წლის ცხრამეტ დეკემბერს ბენქ ოფ ჯორჯია ჰოლდინგზ პლს-ს (Bank of Georgia Holdings Plc) (2011 წლის 14 ოქტომბერს ინგლისსა და უელსში დაფუძნებული და რეგისტრირებული კომპანიის, რეგისტრაციის ნომრით 7811410) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი დირექტორის ბ-ნ ირაკლი გილაურის სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვე-პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი: – სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილების შესახებ, კერძოდ:
1. სამეთვალყურეო საბჭოდან ბ-ნ ალან ჰირსტის, ბ-ნ იან ჰეიგისა და ქ-ნ ჰანნა ლოიკანენის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისა შესახებ;
2. სამეთვალყურეო საბჭოში ბ-ნ თამაზ გიორგაძის, ბ-ნ ბოჟიდარ ჟელიჩისა და ბ-ნ კიმ ბრედლის არჩევის შესახებ;
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების შესახებ.
დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები :
1. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ბ-ნი ალან ჰირსტი, ბ-ნი იან ჰეიგი და ქ-ნი ჰანნა ლოიკანენი გამოწვეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოდან;
2. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში არჩეულ იქნენ შემდეგი წევრები:
(ა) ბ–ნი თამაზ გიორგაძე (დაბ. 03.08.1978წ., ქუთაისი, გერმანიის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის ტიპი – P, კოდი – D, №C3FHYLJX8, გაცემული ქ. ბერლინის რაიონული განყოფილების მიერ 13.02.2010წ.);
(ბ) ბ–ნი ბოჟიდარ ჟელიჩი (დაბ. 01.04.1965წ., ქ. ბელგრადი, საფრანგეთის მოქალაქე პასპორტის ტიპი – ტიპი – P, კოდი – FRA, №13CT79756, გაცემული ქ. ბელგრადში – საფრანგეთის საელჩოს მიერ სერბეთში, 18.11.2013წ., მცხოვრები: სერბეთი, 11000, ქ. ბელგრადი, ფრანჟე კლუზას №6); და
(გ) ბ–ნი კიმ კრისტოფერ ბრედლის არჩევის შესახებ (დაბ. 23.02.1955წ., არიზონა, აშშ, ამერიკის მოქალაქე, პასპორტის ტიპი – P, კოდი – USA, №711506804, გაცემული შეერთებულ შტატებში, შტატის დეპარტამენტის მიერ, 26 მარტი 2007წ.).
3. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ახლად არჩეული წევრების ანაზღაურება განისაზღვროს სს „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა 2012 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად.