1. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ამ კანონით გათვალისწინებულ შეტყობინებას, გაფრთხილებას, საჯარიმო ქვითარს, გადაწყვეტილებასა და სხვა დოკუმენტს ადრესატს აბარებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე და 73-ე–76-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2. გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარების მიმღების ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში ეს ხელმოწერა ნამდვილად მიიჩნევა, მაშინაც, თუ იგი ელექტრონული ან/და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებითაა შესრულებული.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019