1. პრობაციის ოფიცერი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში ადგენს ოქმს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ოქმის შედგენის ადგილსა და თარიღს;

ბ) სამართლებრივი აქტის დასახელებას, რომლის აღსასრულებლადაც დგება ოქმი;

გ) ოქმის შემდგენი პრობაციის ოფიცრის სახელსა და გვარს;

დ) მონაცემებს ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირთა შესახებ;

ე) სააღსრულებო მოქმედების შინაარსს.

2. ოქმის სისწორე დასტურდება პრობაციის ოფიცრის, მსჯავრდებულისა და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირთა ხელმოწერებით და პრობაციის ოფიცრის ბეჭდით. პირის უარი ხელის მოწერაზე აღინიშნება ოქმშ