1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ განაჩენის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა დამსაქმებლის ადმინისტრაციისთვის, სადაც მსჯავრდებული მუშაობს.
2. დამსაქმებლის ადმინისტრაცია, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, ვალდებულია:
ა) განაჩენის ასლისა და პრობაციის ბიუროდან მსჯავრდებულის თანამდებობიდან გათავისუფლების ან მისთვის საქმიანობის აკრძალვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა აცნობოს პრობაციის ბიუროს მიღებული ზომების თაობაზე;
ბ) პრობაციის ბიუროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია სასჯელის აღსრულებასთან;
გ) მსჯავრდებულთან შრომითი ხელშეკრულების შეცვლის ან შეწყვეტის თაობაზე 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს პრობაციის ბიურო