,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე 2013 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.12.2013 ძალადაკარგული 04.11.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№378
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.017545
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №378

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე 2013 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1
 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად:

          1. 2014 წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამის ფარგლებში  ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა  შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე  გაგრძელდეს ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილება) დამტკიცებული 2013 წლის  შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამა (კომპონენტი, ღონისძიება) ამ დადგენილებისა და თანდართული დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა  საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა  - სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს 2014 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74  დადგენილებით დამტკიცებული 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის  იმ ქვეპროგრამების შესაბამის ქვეპროგრამების (კომპონენტი, ღონისძიება) უწყვეტად განხორციელება, ხელშეკრულების გაფორმება ან მოქმედების ვადის გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, რომლებიც ახორციელებდნენ  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებით დამტკიცებული 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამის ქვეპროგრამებს (კომპონენტს, ღონისძიებებს). ამასთან,  შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების  დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის ,,სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ (პროგრამული კოდი- 35 02 03), ხოლო თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს:

ა) ,,მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 56 000 ლარით;

ბ) ,,ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 36 000 ლარით;

გ) „ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის“  შემთხვევაში, არაუმეტეს 105 000 ლარით;

დ) ,,დღის ცენტრების  ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 275 000  ლარით;

ე) ,,დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ,,კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“  შემთხვევაში, არაუმეტეს 31 000 ლარით;

ვ) ,,მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის“  შემთხვევაში, არაუმეტეს 210 000  ლარით;

ზ) ,,მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“  შემთხვევაში არაუმეტეს 510 000 ლარით;

თ) ,,დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში არაუმეტეს 31 000 ლარით;

ი) ,,სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის“   შემთხვევაში არაუმეტეს 80 000 ლარით.

3. სააგენტომ უზრუნველყოს 2014 წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74  დადგენილებით დამტკიცებული  2013 წლის სახელმწიფო პროგრამის ცალკეული ქვეპროგრამებით (კომპონენტებით, ღონისძიებებით) გათვალისწინებული იმ მომსახურების (საქონლის) აუნაზღაურებელი ღირებულების ანაზღაურება,  რომლის ანაზღაურება 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებით დამტკიცებული 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამების დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით შეუძლებელი იქნებოდა 2013  წლის ამოწურვამდე, კერძოდ:

ა) „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ,,სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტით“ დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2013 წლის დეკემბერში;

ბ) „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის  ქვეპროგრამის“ ,,საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტით“ დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2013 წლის დეკემბერში;

გ) „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ,,კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტით“  განსაზღვრული  მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია  2013 წელს;

დ) „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2013 წლის დეკემბერში;

ე) „ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამით“ დაფინანსებული მომსახურება რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2013 წლის დეკემბერში.

4.  იმ ორგანიზაციებს, რომლებიც 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დარეგისტრირებულნი იყვნენ ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის“  შესაბამისი ქვეპროგრამის (კომპონენტის) მიმწოდებლად, გაუგრძელდეთ რეგისტრაციის  ვადა  2014 წელს შესაბამისი მომსახურებების  განსახორციელებლად  ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებამდე და ამავე პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულებამდე. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. 
მუხლი 3
 სააგენტომ, ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი

 

 

2013 წელს დაფინანსების წყარო

2014  წელს დაფინანსების წყარო

პროგრამული კოდი

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი

პროგრამული კოდი

„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი

35 02 03

 

სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა

 

35 02 03

 

სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა