სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.12.2013 ძალადაკარგული 04.11.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№380
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.017547
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №380

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-15 მუხლისა და 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი

 

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის

2014 წლის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო  პროგრამის მიზანი და ამოცანები

 

1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობა, რაც განაპირობებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების გაუმჯობესებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ საექსპერტო დასკვნების გაცემის სისწორეს.

2.    პროგრამის ამოცანებია:

ა) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების სრულყოფა;

ბ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიმდინარეობაზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესება და ამ სფეროში კანონიერების განმტკიცება.

მუხლი 2
პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები

 

1. არასწორად გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნის გამოვლენის მიზნით პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამედიცინო გადამოწმების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკვლევა პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ.

2. სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნის გამოსავლენად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია:

ა) შერჩევით შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულების მიერ ბოლო შემოწმებიდან გასულ პერიოდში ჩატარებული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია,  მათ შორის უპირატესად:

ა.ა)  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ხარისხის დამძიმება დადგენილ ვადაში გადამოწმებისას;

ა.ბ.)   პირველადად დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

ა.გ.)   უვადოდ დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი.

3. სამედიცინო დაწესებულებების მიერ არასწორად გაცემული საექსპერტო დასკვნის გამოვლენის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის განმეორებით შემოწმებას უზრუნველყოფს ტენდერში გამარჯვებული სამედიცინო დაწესებულება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმებისას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიმნიჭებელი სამედიცინო დაწესებულება და ტენდერში გამარჯვებული სამედიცინო დაწესებულება არ უნდა იყოს:

ა)  ერთი და იგივე სამედიცინო დაწესებულება;

ბ)  არ უნდა ჰყავდეთ მართვის განმახორციელებელი ერთი პირი;

გ) ორივე დაწესებულებაში დამფუძნებლები (მონაწილეები) არ უნდა წარმოადგენდნენ ერთსა და იმავე პირებს, რომელთა ჯამური წილი თითოეულ დაწესებულებაში შეადგენს არანაკლებ 20%-ს.

მუხლი 3
 პროგრამის ბიუჯეტი

 

პროგრამის დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი (პროგრამული კოდი 35 01 02).

პროგრამის ბიუჯეტის ოდენობა შეადგენს 200 000 ლარს.

 

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამა

თანხა ლარებით

სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო გადამოწმების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკვლევა მიმწოდებლის მიერ

150 000

სამივლინებო ხარჯები

50 000

 

მუხლი 4
პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები

 

პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებებია:

ა) შემსყიდველი ორგანიზაცია - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო;

ბ) მიმწოდებელი - სამედიცინო დაწესებულება, რომელთანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად, გაფორმებულია ხელშეკრულება.

მუხლი 5
მომსახურების შესყიდვა და განხორციელების  მექანიზმები

 

1. შემსყიდველი ორგანიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩევს მიმწოდებელს და დებს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს 2014 წლის 1 თებერვლამდე.

3. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31‑ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მიმწოდებლების გამოვლენამდე, შემსყიდველი ორგანიზაცია უზრუნველყოფს 2014 წლის 1 იანვრიდან ხელშეკრულების გაფორმებას ან მოქმედების ვადის გაგრძელებას იმავე მიმწოდებლებთან, რომლებიც ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მარტის №62 დადგენილებით დამტკიცებულ  „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2013  წლის სახელმწიფო პროგრამას“.