თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2013
ძალის დაკარგვა 27.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №373
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016251
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,123 სიტყვა · ~31 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2013 მიღება
27.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
  • პატიმრობის კოდექსი საქართველოს კანონი „ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი"

დოკუმენტის ტექსტი

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება  №373 2013 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა  და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 7​1 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულება თანდართული რედაქციით.  მუხლი 2🔗 ქალ და არასრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებები შეიქმნას 2015 წლის პირველ იანვრამდე. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრისოზარ სუბარი დანართი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება 1. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს  მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - პრობაციის ეროვნული სააგენტო) ტერიტორიულ ორგანოს. 2. დაწესებულება თავისი საქმიანობისას  ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. დაწესებულების ფუნქციონირების სრულ უზრუნველყოფას, მათ შორის, თავისუფლებაშეზღუდულ პირთა (შემდგომში-მსჯავრდებული) სათანადო დაზღვევით, კვებით, სამუშაო, სასწავლო, ჯანმრთელობის დაცვისა და საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას, ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტო. 4. ეს დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთათვის  და იმ პირთათვის, რომლებიც დროებით იმყოფებიან დაწესებულების ტერიტორიაზე.  დებულების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. დაწესებულებას აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით: „პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო – (დაწესებულების დასახელება) – თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება“. 6. დაწესებულება ანგარიშვალდებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კურატორი უფროსის მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. რეგულირების სფერო ეს დებულება განსაზღვრავს დაწესებულების საქმიანობის წესს, სტრუქტურას, მისაღებ მსჯავრდებულთა ზღვრულ ოდენობას, მსჯავრდებულთა სათანადო დაზღვევის, კვების, სამუშაო, სასწავლო, ჯანმრთელობის დაცვის, დისციპლინური პასუხისმგებლობის, წახალისებისა და საყოფაცხოვრებო პირობებს.  მუხლი 3🔗. დაწესებულების მიზნები, ამოცანები და ფუნქციები 1. დაწესებულების მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის (შემდგომში – სამართლებრივი აქტი) აღსრულება, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. დაწესებულების ამოცანებს განეკუთვნება: ა) თავისუფლების შეზღუდვის  სახით დანიშნული/შეცვლილი სასჯელის აღსრულების  უზრუნველყოფა; ბ) სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; გ) დაწესებულებაში მართლწესრიგისა და კანონიერების, მსჯავრდებულთა, პერსონალის და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) მსჯავრდებულთა შრომითი დასაქმების ორგანიზება; ე) მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა; ზ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება. 3. დაწესებულება: ა) ახორციელებს კონტროლს დაწესებულების დებულებისა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე; ბ) ითხოვს მსჯავრდებულისაგან და სხვა პირებისაგან კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას, დაწესებულების დებულების და დღის განრიგის დაცვას; დ) ახორციელებს დაწესებულების ტერიტორიისა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე მსჯავრდებულთა და სხვა პირების, აგრეთვე მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას, აკრძალული ნივთებისა და დოკუმენტების ამოღებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) აწარმოებს მსჯავრდებულთა რეესტრს, მსჯავრდებულთა ფოტოგრაფირებასა და დაქტილოსკოპირებას; ვ) უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმების ჩატარების ორგანიზებას; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს მსჯავრდებულთა მიერ ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენების ფაქტების გამოსავლენად მსჯავრდებულთა სამედიცინო გამოკვლევის დანიშვნას; თ) დაწესებულების დებულების მოთხოვნების, ასევე მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, უფლებამოსილია დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე დროებით შეზღუდოს ან აკრძალოს ტრანსპორტის მოძრაობა, შეაჩეროს მოქალაქეთა შესვლა ან აიძულოს ისინი დატოვონ  დაწესებულების შესაბამისი ტერიტორია; ი) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 4🔗. დაწესებულების სახეები   დაწესებულებებია: ა) სრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულება; ბ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულება; გ) ქალ მსჯავრდებულთა დაწესებულება. თავი II დაწესებულების მართვა მუხლი 5🔗. დაწესებულების უფროსი 1. დაწესებულებას ხელმძღვანელობს დაწესებულების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 2. დაწესებულების უფროსი: ა) სამართლებრივ აქტებს აღსასრულებლად გადასცემს აღსრულების  სამსახურს; ბ) ახორციელებს დაწესებულების მოსამსახურეთათვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლსა და პასუხისმგებელია მათ ჯეროვან შესრულებაზე; გ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოს უფროსს პერიოდულად მოახსენებს დაწესებულებაში სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ; დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს, აკონტროლებს  თანამშრომელთა მიერ  კანონის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას; ე) გამოსცემს ბრძანებას მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და წახალისების შესახებ; ვ) განსაკუთრებულ შემთხვევებში - სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების  ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, დაწესებულების უფროსი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია მიიღოს გადწყვეტილება მსჯავრდებულის (მსჯავრდებულთა) დაწესებულებიდან ამ პირობების გაუქმებამდე  დროებით დათხოვნის შესახებ.  ზ)უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მიერ დამტკიცებული სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და ევაკუაციის გეგმის შესრულებას. თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 6🔗. დაწესებულების უფროსის მოადგილე 1. დაწესებულების უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 2. დაწესებულების უფროსის მოადგილეები კურირებენ უსაფრთხოების, ლოჯისტიკის, სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და აღსრულების სამსახურების საქმიანობას. 3. დაწესებულების უფროსის არყოფნის შემთხვევაში,  დაწესებულების უფროსის მოვალეობას, დაწესებულების უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად,  ასრულებს ერთ - ერთი მოადგილე. 4. დაწესებულების უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებას ანაწილებს დაწესებულების უფროსი. მუხლი 7🔗. თავისუფლების შეზღუდვის  ოფიცერი 1. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს (შემდგომში-ოფიცერი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 2. ოფიცერს აქვს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია ბეჭდის ნომერი და დაწესებულების დასახელება. 3. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას  ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. 4. ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. 5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას  ოფიცრის უკანონო მოქმედებით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. დაწესებულებას  საქმიანობის მიმართულების მიხედვით ჰყავს  - აღსრულების სამსახურის, უსაფრთხოების სამსახურის და რეაბილიტაციის სამსახურის ოფიცრები. 7. აღსრულების სამსახურის ოფიცერი: ა) ახორციელებს სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულებას „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა  და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში - კანონი) და ამ დებულებით დადგენილი წესით; ბ) მსჯავრდებულის რისკის, საჭიროებების და შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე ადგენს  სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ (პროგრესულ) გეგმას; გ) აცნობს და განუმარტავს მსჯავრდებულს უფლება-მოვალეობებს; დ) აკონტროლებს  მსჯავრებულის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ე) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას; ვ)  აღრიცხავს მსჯავრდებულის მონაწილეობას სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამებში; ზ) მსჯავრდებულს მისი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ურჩევს და სთავაზობს ანაზღაურებად შრომით საქმიანობას; თ)        ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან; ი)         სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, დადგენილი წესით, ახორციელებს მსჯავრდებულისათვის კანონმდებლობით დაკისრებული  მოთხოვნების შესრულებისა და მის შესახებ სხვა ინფორმაციის რეგისტრაციას;  კ) საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულს ჩამოართმევს ახსნა-განმარტებას; ლ) საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციას მოიძიებს და იღებს მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან, სასწავლო დაწესებულებიდან და მასთან დაკავშირებული სხვა პირებისაგან; მ) საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის სახელმწიფო და სამკურნალო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას; ნ) მსჯავრდებულის მიერ ამ დებულებითა და დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში ადგენს ოქმს, რომელსაც  შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს დაწესებულების უფროსს; ო) კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს დაწესებულების უფროსს; პ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას ადგენს შესაბამის ოქმს; ჟ) წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებთან დაკავშირებით პერიოდულად აწვდის შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს დაწესებულების უფროსს; რ) ასრულებს დაწესებულების უფროსის დავალებებსა და  კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 8. რეაბილიტაციის სამსახურის ოფიცერი: ა) ატარებს  სარეაბილიტაციო მუშაობას მსჯავრდებულთან; ბ) შეურჩევს მსჯავრდებულს შესაბამის საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებს  ამ დებულებით გათვალისწინებული წესით; გ) ხელს უწყობს მსჯავრდებულში კანონის, საზოგადოების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბებას; დ) ხელს უწყობს დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნას; ე)   ეხმარება მსჯავრდებულს განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლებაში; ვ)   ეხმარება აღსრულების სამსახურის ოფიცერს  მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადებაში; ზ) აღსრულების სამსახურის ოფიცერს აწვდის ინფორმაციას მსჯავრდებულის სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის ხარისხის შეფასების შესახებ; თ)  მსჯავრდებულის  სურვილის შემთხვევაში,  ეხმარება მას დაწესებულებაში მოქმედი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, სათანადო დაწყებითი, საშუალო ან პროფესიული განათლების მიღებაში; ი) შესაძლებლობების ფარგლებში, ხელს უწყობს მსჯავრდებულს უმაღლესი განათლების მიღებაში; კ) ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან; ლ) ასრულებს დაწესებულების უფროსის დავალებებსა და  კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 9. უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი: ა) უზრუნველყოფს დაწესებულების მოსამსახურეების, მსჯავრდებულთა და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებას; ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა  მიერ დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლს; გ) აკონტროლებს დაწესებულების პერიმეტრს; დ) უზრუნველყოფს დაწესებულების შესასვლელების კონტროლს; ე) ამოწმებს  დაწესებულებაში შემომსვლელ და გამსვლელ პირთა შემოწმებას; ვ) უზრუნველყოფს მისაღებ მსჯავრდებულთა დადგენილი წესით შემოწმებას; ზ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ყოფნის შემოწმებას; თ) ახორციელებს მსჯავრდებულთა პირად და მათი ნივთების გეგმიურ და არაგეგმიურ შემოწმებას; ი) დადგენილი წესით ახორციელებს აკრძალული ნივთების ამოღებას; კ) შესაბამისი სამსახურების რეაგირებამდე უზრუნველყოფს მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკეთას და ამგვარ ქმედებაში მონაწილე პირის (პირთა) განცალკევებას; ლ) ხელს უწყობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანოებს; მ) აწვდის ინფორმაციას აღსრულების სამსახურის ოფიცერს მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შესახებ; ნ) აღსრულებისა და რეაბილიტაციის სამსახურების ოფიცრებთან ერთად მონაწილეობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესში; ო) ასრულებს დაწესებულების უფროსის დავალებებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 8🔗. დაწესებულების საქმისწარმოება 1. დაწესებულება საქმისწარმოებას ახორციელებს საქმისწარმოების სპეციალისტებისა და  ელექტრონული მართვის სისტემების საშუალებით. 2. საქმისწარმოების სპეციალისტი: ა) უზრუნველყოფს დაწესებულებაში შემოსული და გასული დოკუმენტაციის რეგისტრაციას, აღრიცხვას, დამუშავებას და სათანადო წესით შენახვას; ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზის განახლებას კომპეტენციის ფარგლებში; გ) უზრუნველყოფს დაწესებულების კორესპოდენციის გაგზავნას; დ) უზრუნველყოფს საქმისწარმოების და დასრულებული საქმეების დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემას; ე) უზრუნველყოფს დაწესებულების შესაბამისი პერიოდული სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და დაწესებულების უფროსისათვის მიწოდებას; ვ) ასრულებს დაწესებულების უფროსის დავალებებსა და  კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. თავი III დაწესებულების სტრუქტურა და მატერიალური ბაზა მუხლი 9🔗. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია: ა) აღსრულების სამსახური; ბ) უსაფრთხოების სამსახური; გ) სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური; დ) ლოჯისტიკის სამსახური; ე) სამედიცინო პუნქტი. მუხლი 10🔗. დაწესებულების მატერიალური ბაზა 1. დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფა ხორციელდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან. 2. დაწესებულების მატერიალური ბაზა შედგება შემდეგი ბლოკებისგან: ა) ადმინისტრაციული; ბ)  საცხოვრებელი; გ) კვების; დ) საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო; ე) სპორტულ-კულტურული; ვ) სამედიცინო; ზ) შეხვედრებისა და პაემნების; თ) სანიტარიულ-ჰიგიენური; ი) საწარმოო; კ)  უსაფრთხოების; ლ) სარეკრეაციო (ეზო). თავი IV მსჯავრდებულთა ზღვრული ოდენობა და  მიღებისა და გათავისუფლების წესი მუხლი 11🔗. დაწესებულებაში მისაღებ მსჯავრდებულთა ზღვრული ოდენობა სრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებაში მისაღებ მსჯავრდებულთა ზღვრული ოდენობა შეადგენს 100 მსჯავრდებულს და მისი ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქ. N260 მუხლი 12🔗. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღების წესი 1. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების საფუძველს წარმოადგენს: ა) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა თავისუფლების შეზღუდვით და მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი ან  სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით; ბ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მას შეეფარდა თავისუფლების შეზღუდვა და მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი ან  სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით. 2. დაწესებულებაში მიღებული მსჯავრდებული აღირიცხება მსჯავრდებულთა სარეგისტრაციო ელექტრონულ პროგრამაში. 3. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღებას ახორციელებს  უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი. 4. დაწესებულებაში მიღებისას უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი მსჯავრდებულის იდენტიფიკაციის მიზნით, ამოწმებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ  დოკუმენტაციას. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი ამოწმებს მსჯავრდებულსა და მისი კუთვნილ ნივთებს. 6. დაწესებულებაში შესვლისას მსჯავრდებულს ჩამოერთმევა ყველა  ნივთი, ნაკეთობა,  ნივთიერებები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები, გარდა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის,  ჩანთის, ფოტოსურათების, საქმიანი დოკუმენტების, ლიტერატურის, რელიგიური დანიშნულების (არაძვირფასი ლითონის) ნივთებისა და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებისა. 7.  ნივთების  ჩამორთმევას ახორციელებს უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი და გაეცნობა მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით. ამოღებული ნივთები, გარდა მალფუჭებადი პროდუქტებისა ინახება სპეციალურად დაცულ სათავსოში და დაწესებულებიდან გასვლისას, მოთხოვნისთანავე უბრუნდება მსჯავრდებულს. 8. მსჯავრდებულთაგან  დადგენილი წესით ამოღებული მალფუჭებადი კვების პროდუქტები ნადგურდება, რაზეც კეთდება სათანადო აღნიშვნა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმში. 9. მსჯავრდებული დაწესებულებაში მიღებიდან 3 დღის განმავლობაში იმყოფება სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით და გადის სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას, რომელიც მოიცავს ექიმი სპეციალისტის მიერ გასინჯვას, აუცილებელ პროფილაქტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევას. გამოკვლევის შედეგები რეგისტრირდება სამედიცინო პუნქტში და ეცნობება აღსრულების სამსახურის ოფიცერს. 10. მსჯავრდებულს, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ უტარდება ტუბერკულოზზე შემოწმება. 11. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღების შემდეგ, მსჯავრდებულის მიმართ აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი გადაეცემა აღსრულების სამსახურის ოფიცერს, რომელიც აღსრულების დაწყების თაობაზე აცნობებს სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს. 12. უცხოელი მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის საელჩოში ან საკონსულოში. მუხლი 13🔗. მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების პირობები 1. მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) სასჯელის მთლიანად მოხდა; ბ) სასჯელის სხვა სახის სასჯელით შეცვლა; გ) ამნისტია ან შეწყალება; დ)  აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმება ან შეცვლა. 2. მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში მის მიმართ სააღსრულებო წარმოება წყდება. თავი V მსჯავრდებულის საყოფაცხოვრებო და შრომის პირობები მუხლი 14🔗. საცხოვრებელი და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები 1. დაწესებულებაში „თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად, დაცული უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმები. 2. დაწესებულებაში მიღებული ყველა მსჯავრდებული სამედიცინო პუნქტში გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში, სანიტარულ-სადეზინფექციო დამუშავებას. 3.  ექიმის რეკომენდაციით, ეპიდემიის  აცილების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს მსჯავრდებულისათვის თმის საფარის  მოცილება. 4. როგორც წესი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არასამუშაო და უქმე დღეების გარდა მსჯავრდებული სადღეღამისო რეჟიმში იმყოფება დაწესებულებაში, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. დაწესებულებაში მსჯავრდებული უზრუნველყოფლია საყოფაცხოვრებო პირობებით. 6. მსჯავრდებული განთავსებულია დაწესებულების საცხოვრებელ ბლოკში საერთო საცხოვრებლის ტიპის რამდენიმეადგილიან სათანადოდ  აღჭურვილ (საწოლი, კარადა, ტუმბო, სკამი,  განათება-გათბობისა და ვენტილაციის სისტემები) ოთახში. 7. მსჯავრდებულისათვის დაწესებულების საცხოვრებელ ბლოკში გამოყოფილია საერთო სარგებლობისათვის სველი წერტილები (ტუალეტი, აბაზანა), რომლითაც სარგებლობა მსჯავრდებულს შეუძლია შეუზღუდავად. 8. მსჯავრდებულს თეთრეულითა და პირველადი ჰიგიენური საშუალებებით (პირსახოცი, საპონი, სარეცხი საშუალება, ტუალეტის ქაღალდი) უზრუნველყოფს დაწესებულება. 9. მსჯავრდებული, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისად, უზრუნველყოფილია დაწესებულებაში არსებული სამრეცხაოთი. მუხლი 15🔗. მსჯავრდებულის ტანსაცმელი და თეთრეული 1. თუ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი, დაწესებულების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი  ტანსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. 2. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი. 3. მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. 4. მსჯავრდებული თავად უზრუნველყოფს კუთვნილი ტანსაცმლისა და თეთრეულის სისუფთავეს დაწესებულების სანიტარულ ბლოკში არსებული სამრეცხაოს მეშვეობით. 5. მსჯავრდებული უფლებამოსილია ისარგებლოს დაწესებულების სამრეცხაოთი კვირაში ორჯერ. მუხლი 16🔗. დაწესებულების დღის განრიგი 1. დაწესებულებაში დგება რეგლამენტირებული დღის განრიგი მსჯავრდებულთა ამა თუ იმ ჯგუფთან მუშაობის თავისებურებების, წელიწადის დროის, ადგილობრივი პირობებისა და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. 2. დაწესებულების დღის განრიგი მოიცავს მსჯავრდებულის ადგომის, დაძინების, ტუალეტის, ფიზიკური ვარჯიშის, კვების, სამუშაოს, დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში ყოფნის, სწავლის, აღმზრდელობითი, სპორტულ-კულტურული, რელიგიური ღონისძიებების, სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობისა და ა.შ. დროს. გაითვალისწინება მსჯავრდებულთა უწყვეტი რვასაათიანი ძილი და მათთვის პირადი დროის გამოყოფა. 3. თვეში არანაკლებ ერთხელ, არსამუშაო დროს ტარდება ყველა მსჯავრდებულის შემოწმება-დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა. 4. დაწესებულების დღის განრიგს დაწესებულების უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. მუხლი 17🔗. მსჯავრდებულთა კვება 1. მსჯავრდებული დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში დღის განრიგით დადგენილ საათებში  უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი  კვებით. 2. მსჯავრდებულის კვების რაციონი  მოსახლეობის კვების ტრადიციებისა და  ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი კომპონენტების (კალორიულობის დადგენილი სტანდარტი) გათვალისწინებით განსაზღვრულია „თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 3. მსჯავრდებული იკვებება დაწესებულების კვების ბლოკში მოქმედ სასადილო ოთახში. 4. აკრძალულია დაწესებულების ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელის მიღება. 5. თამბაქოს მოწევა  დაწესებულების ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ, სათანადოდ აღნიშნულ ადგილებში. მუხლი 18🔗. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტი 1. დაწესებულების ტერიტორიაზე, როგორც წესი, ფუნქციონირებს სავაჭრო ობიექტი, სადაც მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიძინოს  არსებული პროდუქცია მის მიერ გამომუშავებული ან/და მის პირად ანგარიშზე  რიცხული თანხებით. 2. სავაჭრო ობიექტში დაიშვება მხოლოდ ნებადართული ნივთები და საკვები პროდუქტები (დანართი 2.) 3. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.  მუხლი 19🔗. ჯანმრთელობის დაცვის პირობები 1. მსჯავრდებული დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში უზრუნველყოფილია დაწესებულების სამედიცინო პუნქტის  მომსახურებით, რომელიც მოიცავს პირველად საექიმო და მედიკამენტოზურ დახმარებას. 2. მსჯავრდებულს სათანადო დაზღვევით უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტო. მუხლი 20🔗. შრომითი საქმიანობის პირობები 1. მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა  დაწესებულების უფლებამოსილი პირის  მიერ განსაზღვრულ ადგილებში აირჩიოს და განახორციელოს მისი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების შესაბამისი, გათავისუფლების შემდგომი დასაქმებისათვის გამოსადეგი ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა. 2. მსჯავრდებულის შრომითი საქმიანობა შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია განხორციელდეს მსჯავრდებულის თანხმობით მორიგეობის რეჟიმში, არასამაუშაო და უქმე დღეების ჩათვლით,  შესაბამისად სამუშაო დღეებში დაწესებულებიდან სანაცვლო გათავისუფლებით.   დაწესებულების დირექტორის  ნებართვით, შესაძლებელია ასეთივე საქმიანობა განხორციელდეს დაწესებულების ტერიტორიის გარეთაც. 3. მსჯავრდებული შრომითი საქმიანობისას  უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უსაფრთხო შრომის პირობებით და არ უნდა ილახებოდეს მისი პატივი და ღირსება. 4. შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან  გამომდინარე, შრომითი საქმიანობის განხორციელებისას მსჯავრდებული უზრუნველყოფილია უბედური შემთხვევისა და საწარმოო ტრამვისაგან დაზღვევით. 5. მსჯავრდებულის დასაქმებას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი. 6. მსჯავრდებულს შრომითი საქმიანობიდან მიღებული ანაზღაურება ერიცხება სპეციალურ პირად ანგარიშზე. თავი VI მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები მუხლი 21🔗. მსჯავრდებულის უფლებები 1. მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით,  შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) პირველადი სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) ხანმოკლე პაემნის უფლებით მშობელთან, მშვილებელთან, შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, დასთან, ძმასთან; ა.დ) დღის განრიგის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში; ბ) მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის  საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; გ) გაასაჩივროს დაწესებულების თანამშრომლის კანონსაწინააღმდეგო ქმედება; დ) დაწესებულების უფროსის ნებართვით, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით, დროებით  დატოვოს დაწესებულება. ე) ქცევის დადგენილი წესების დარღვევის გარეშე განკარგოს დღის განრიგით მისთვის გამოყოფილი თავისუფალი დრო; ვ) დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან თავაზიან მოპყრობაზე; ზ) მიიღოს ინფორმაცია თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; თ) ამ დებულების და დაწესებულების დღის განრიგით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, განახორციელოს  რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებანი; ი) მოსთხოვოს დაწესებულების ხელმძღვანელობას ზომების მიღება მისი პირადი უსაფრთხოების დასაცავად; კ) იმუშაოს დაწესებულების ტერიტორიაზე დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე დაწესებულების უფლებამოსილი პირის  ნებართვით დაწესებულების ტერიტორიის გარეთაც. ლ) მოითხოვოს მისი პატივისა და ღირსების დაცვა; მ) დაუბრკოლებლად შეხვდეს ადვოკატს; ნ) ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 2. მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს: ა) სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამებით; ბ) კანონით დადგენილი უქმე და არასამუშაო დღეებში დაწესებულების გარეთ გასვლის უფლებით, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. მსჯავრდებულის მიერ თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას არ უნდა დაირღვეს დაწესებულების დებულება და შეილახოს სხვა პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები. მუხლი 22🔗. მსჯავრდებულის მოვალეობები 1. მსჯავრდებული ვალდებულია: ა) დაიცვას ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შეხახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი დებულებები, ეს დებულება, დაწესებულების დღის განრიგით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმები, შეასრულოს მისთვის დაკისრებული ვალდებულებები; ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება; გ) პატივისცემით მოეპყრას სხვა მსჯავრდებულებსა და დაწესებულების პერსონალს, შეასრულოს დაწესებულების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები; დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს საცხოვრებელი და სხვა სადგომები, სამუშაო ადგილი, ტანსაცმელი, საწოლი, შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსოებში; ე) შეასრულოს მისთვის განსაზღვრული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური (პროგრესული) გეგმით გაწერილი აქტივობები; ვ) მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის სამსახურის ოფიცრის მიერ შერჩეულ სარეაბილიტაციო პროგრამებში. 2. დაწესებულების უფროსის მიერ უფლებამოსილმა პირმა  მსჯავრდებულს შეიძლება დააკისროს დამატებითი მოვალეობები. აკრძალულია მსჯავრდებულისათვის ისეთი მოვალეობების დაკისრება, რომელიც ლახავს მის პატივსა და ღირსებას. 3. მსჯავრდებულს ეკრძალება: ა) უნებართვოდ დატოვოს  დაწესებულების ტერიტორია; ბ) დაარღვიოს დაწესებულების დღის განრიგი; გ) დაწესებულების უფლებამოსილი პირის  ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ სადგომში, სადაც იგი არ ცხოვრობს ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს; დ) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები; ე) მოსწიოს თამბაქო ამისათვის გამოყოფილი ადგილების გარეთ; ვ) გაყიდოს ან სარგებლის მიღების მიზნით სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული საგნები, ნაკეთობები, სხვა ნივთები ან ნივთიერებები; ზ) საამისოდ გამოყოფილი ადგილის გარეთ ითამაშოს ბანქო და სხვა აზარტული თამაშები; თ) დაწესებულების უფლებამოსილი პირის  ნებართვის გარეშე იყოლიოს ცხოველები და ფრინველები, მისდიოს მებოსტნეობას, მოაშენოს დეკორატიული თევზები ან ოთახის მცენარეები; ი) თვითნებურად მოაწყოს საწარმოო ან სხვა ობიექტებზე სხვადასხვა ნაგებობები, კარადები, სეიფები და სხვა; კ) დაწესებულების უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები,  არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები; ლ) მოამზადოს და მიიღოს  საკვები ამისათვის გაუთვალისწინებელ ადგილებში; მ) უნებართვოდ ავიდეს შენობების, საამქროებისა და ნაგებობების სახურავებზე, ღობეებსა და ზღუდეებზე; ნ) დაწესებულების უფლებამოსილი პირის  ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილი; ო) სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება; პ) ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას; ჟ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია; რ) დაწესებულების ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა; ს) იხმაუროს, რაც დაარღვევს წესრიგს და ხელს შეუშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; ტ) მოახდინოს რაიმე სახის ზიანის მომტანი, უარყოფითი ზემოქმედება მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე; უ) ჩაიდინოს სხვა ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს კანონს, ამ დებულებას, დაწესებულების დღის განრიგს  ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა ნორმებს. თავი VII მსჯავრდებულის კავშირი გარესამყაროსთან მუხლი 23🔗. მსჯავრდებულის კომუნიკაცია 1. დაწესებულების საცხოვრებელ ბლოკში გამოყოფილია სპეციალური ოთახი, სადაც მსჯავრდებულს შეუძლია დღის განრიგით დადგენილ დროს ისარგებლოს ინტერნეტით, ტელეფონითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. 2. სატელეფონო საუბარი ხორციელდება მსჯავრდებულის ხარჯით დღეში არაუმეტეს 10 წუთისა. მუხლი 24🔗. ხანმოკლე პაემანი 1. მსჯავრდებულს დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან თავისუფალ დროს, თვეში ერთხელ, დაწესებულების უფროსთან წინასწარი შეთანხმებით, უფლება აქვს ისარგებლოს ხანმოკლე პაემნით მშობელთან, მშვილებელთან, შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, დასთან და ძმასთან. 2. ხანმოკლე პაემანი შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების შეხვედრებისა და პაემნებისათვის  სათანადოდ მოწყობილ ადგილას (ოთახი, ღია სივრცე) და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს  ერთ საათს. 3.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა მსჯავრდებულთან ხანმოკლე პაემნის განხორციელების მიზნით, ხანმოკლე პაემნის გამართვამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე უნდა მიმართოს დაწესებულების ადმინისტრაციას და წარადგინოს მსჯავრდებულთან მისი შესაბამისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 4. ხანმოკლე პაემნის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების უფროსი. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მომართვიდან  2 სამუშაო დღის ვადაში დაწესებულების უფლებამოსილი პირი ატყობინებს ხანმოკლე პაემნის განხორციელების მსურველ პირს მიღებულ გადაწყვეტილებასა და დადებით შემთხვევაში პაემნის გამართვის დროს. 6. ხანმოკლე პაემანში მონაწილე პირთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. 7. დაწესებულებაში შესვლისას უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი ვალდებულია შეამოწმოს პაემნის განხორციელების მსურველი პირი, რომელსაც ჩამოერთმევა აკრძალული ნივთი, ნაკეთობა,  ნივთიერებები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები, რაც მას შეიძლება თან ჰქონდეს.   აღნიშნულის თაობაზე დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა სტუმარს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით. ამოღებული ნივთები ინახება სპეციალურ დაცულ სათავსოში და სტუმარს უბრუნდება დაწესებულებიდან გასვლისას. 8. მსჯავრდებულის სურვილით, ხანმოკლე პაემანი შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სპეციალურ ოთახში, ასევე ეზოში, საამისოდ გამოყოფილ ადგილას. 9. პაემანი შეიძლება შეწყდეს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. მუხლი 25🔗. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმისაწვდომობა 1. მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. 2. მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს დაწესებულების ადმინისტრაციის თანხმობით,  შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები, თუ აღნიშნული ტექნიკის გამოყენება არ არღვევს დაწესებულების დებულების მოთხოვნებს და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდეს. მსჯავრდებულმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით. 3. მსჯავრდებულს, დაწესებულების დღის განრიგით განსაზღვრულ დროს, შეუძლია ტელევიზორით სარგებლობა  სპორტულ-კულტურული ბლოკის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამონტაჟებული მონიტორის საშუალებით. 4. მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით, გონივრული, ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, იქონიოს საწერი საშუალებები, გარდა აკრძალული ნივთებისა (დებულების დანართი 1). მუხლი 26🔗. მსჯავრდებულის კორესპონდენცია 1. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები, წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით. 2. მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულების საქმისწარმოების სპეციალისტი. 3. წერილების გაგზავნა უნდა მოხდეს არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. 4. წერილები მიიღება მათზე გამგზავნის ვინაობის, ადრესატის მისამართის და დაწესებულების საფოსტო მისამართის მითითებით. წერილს დაერთვის მსჯავრდებულის განცხადება დაწესებულების უფროსის სახელზე მისი ანგარიშიდან წერილის გაგზავნისათვის თანხის მოხსნის თაობაზე. განცხადება გადაეცემა ადმინისტრაციის წარმომადგენელს. 5. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება მსჯავრდებულის ხარჯით. 6. წერილის გაგზავნის შემდეგ მსჯავრდებულს ჩაბარდება საფოსტო ქვითარი აგრეთვე თანხის გადახდის ქვითარი. 7. მსჯავრდებულისაგან წერილის მიღებიდან მათ გაგზავნამდე, აგრეთვე წერილის დაწესებულებაში მიღებიდან მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე პასუხისმგებლობა მისი შენახვისა და მიმოწერის კონფიდენციალურობის დაცვისათვის ეკისრება ადმინისტრაციას. 8. მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ შემოწმებას. 9. წერილების გაგზავნა, აგრეთვე მიღებული წერილების გადაცემა მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციის მიერ, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, ხდება მსჯავრდებულის მიერ მათი ადმინისტრაციისათვის ჩაბარების ან დაწესებულების მიერ მიღების დღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს. 10. ცნობები ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ მსჯავრდებულს გადაეცემა დაუყოვნებლივ. 11. ადმინისტრაცია მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით. 12. საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ განცხადებები და საჩივრები მათთვის გასაგებ ენაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით. მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას, სახელმწიფო ენაზე, პასუხის მისთვის გასაგებ ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულების ადმინისტრაცია. 13. უცხოელ მსჯავრდებულებს და მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულებს უფლება აქვთ იქონიონ ურთიერთობები თავიანთი ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოში დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები არ გააჩნიათ, უფლება აქვთ იქონიონ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან, რომელთაც თავიანთ თავზე აქვთ აღებული მათი ინტერესების დაცვა ან სახელმწიფოთაშორისო ორგანოებთან, რომლებიც ამ მსჯავრდებულთა ინტერესებს იცავენ. 14. მსჯავრდებულს უფლება აქვს წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები მხოლოდ საკუთარი სახელით. 15. განცხადებებსა და მოთხოვნებს აღრიცხავს საქმისწარმოების ჯგუფი და არაუგვიანეს  მომდევნო სამუშაო დღის განმავლობაში უგზავნის ადრესატს. 16. მოსული პასუხები განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განხილვის შედეგების შესახებ, მსჯავრდებულს ხელწერილით გადაეცემა მათი მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. 17. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრის განხილვის შედეგები გაასაჩივროს ადმინისტრაციული წესით. თავი VIII მსჯავრდებულის მოთხოვნისა და საჩივრის განხილვის პროცედურები მუხლი 27🔗. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი 1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ზეპირი ან  წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება იყოს კონფიდენციალური. 2. მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების საქმისწარმოების სპეციალისტის მიერ, ხოლო რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა მსჯავრდებულს. 3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში. 4.  მოთხოვნაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.  მუხლი 28🔗. საჩივრის შეტანის უფლება 1. საჩივრის შეტანის საფუძველია დაწესებულების თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა. 2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. საჩივრის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით. 3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში. 4. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს მსჯავრდებულის ადვოკატს, კანონიერ წარ-მომადგენელს თუ: ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა მსჯავრდებულის უფლებები; ბ) მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი. მუხლი 29🔗. მსჯავრდებულის ინფორმირება საჩივრის შეტანის უფლების თაობაზე 1. დაწესებულებაში მოხვედრილ მსჯავრდებულს პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, გაეცნოს წერილობით ინფორმაციას თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლებისა და გასაჩივრების წესის თაობაზე. 2. წერა-კითხვის უცოდინარ მსჯავრდებულს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს  მსჯავრდებული. მუხლი 30🔗. საჩივრის ადრესატი 1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების უფროსს, ხოლო უფროსის მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ – პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს.  2. დაუშვებელია საჩივრის განხილვა იმ პირის ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებული პირის მიერ, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი. ამგვარი საჩივარი უნდა განიხილოს ზემდგომმა პირმა. მუხლი 31🔗. საჩივრის შეტანის წესი 1. საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით, მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს შესაბამისი კონსულტაცია. 2. საჩივრის შედგენისას მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მუხლი 32🔗. საჩივრის ყუთი 1. საჩივრის ყუთი უნდა განთავსდეს დაწესებულების ტერიტორიაზე ყველა მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრის რამოდენიმე ყუთი. 2. საჩივრის ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა წარწერით „საჩივრის ყუთი“. 3. საჩივრის ყუთი დალუქული უნდა იყოს. 4. დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი საჩივრის ყუთს კეტავს და ლუქავს დაწესებულების უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. 5. დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი საჩივრის ყუთს ხსნის ყოველი დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. 6. დაწესებულების საქმისწარმოების სპეციალისტები უზრუნველყოფენ  საჩივრის აღიცხვასა და რეგისტრაციას. 7. საჩივრის ყუთის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, უნდა შეკეთდეს იგი ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთი. მუხლი 33🔗. საჩივრის წარდგენის ენა 1. მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, შეუძლია ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით. 2. მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება თარჯიმნის მომსახურეობა. მუხლი 34🔗. საჩივრის გადაგზავნის წესი 1. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაუგზავნოს ადრესატს. 2. დაწესებულების უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი მიეწოდება შეუფერხებლად. აღნიშნული მოვალეობის შესრულება ეკისრება საქმისწარმოების სპეციალისტს. 3. საჩივრის გადაგზავნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა საჩივრის ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი. 4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი. მუხლი 35🔗. საჩივრის განხილვის ვადები 1. დაწესებულების უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 1 თვისა, რის შესახებაც განმცხადებელს დაუყოვნებლივ ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი  განიხილავს საჩივარს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია გააგრძელოს საჩივრის განხილვის ვადა არა უმეტეს 1 თვისა, რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს. მუხლი 36🔗. კონფიდენციალური საჩივარი 1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი. 2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი. მუხლი 37🔗. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები 1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განხილულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ. 2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაწესებულების უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. მუხლი 38🔗. საჩივრის განხილვის შედეგები 1. საჩივრის განხილვის შედეგები მსჯავრდებულს ხელწერილით გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა და დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. 2. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი. 3. საჩივარზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი. მუხლი 39🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება საჩივრის განხილვის შედეგები შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. მუხლი 40🔗. საჩივრის შეტანის ხელშეწყობა 1. დაწესებულებამ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში, იგი უნდა უზრუნველყოს საჩივრის შესატანად საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი საშუალებებით და სხვა. 2. დაუშვებელია მსჯავრდებულის დასჯა საჩივრის შეტანის გამო. 3. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც ადმინისტრაციამ შესაძლოა ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოსა და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ის გაეგზავნა. მუხლი 41🔗. მოთხოვნების/საჩივრების ანალიზი 3 თვეში ერთხელ დაწესებულება იხილავს და აანალიზებს  შემოსულ მოთხოვნებს/საჩივრებს, რის შესახებაც მზადდება ანგარიში და წარედგინება პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს. თავი IX განათლება და რეაბილიტაცია მუხლი 42🔗. დაწესებულებაში მოქმედი საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამები 1. დაწესებულებაში მოქმედებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მიერ დადგენილი  საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამები. 2. მსჯავრდებულის რისკის, საჭიროებებისა და შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, აღსრულების ოფიცრის მიერ შედგენილი სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური (პროგრესული) გეგმის მიხედვით, მსჯავრდებულს შესაბამის საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებს შეურჩევს რეაბილიტაციის სამსახურის ოფიცერი. 3. რეაბილიტაციის ოფიცრის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით შერჩეულ სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა მსჯავრდებულისათვის სავალდებულოა. 4. დაწესებულება ამ მუხლით გათვალისწინებულ პროგრამებს ახორციელებს შესაბამისი მიმართულების მოწვეული ორგანიზაციებისა და  მაღალკვალიფიციური სპეციალისტების (პედაგოგების, ტრენერების, ფსიქოლოგების, ექიმების და სხვა) მეშვეობით. 5. დაწესებულების სარეაბილიტაციო პროგრამა მოიცავს: ა) დამოკიდებულებების მქონე პირთა რეაბილიტაციის კურსს; ბ) ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსს; გ) პიროვნების განვითარების ხელშეწყობის კურსს. 6. დაწესებულების საგანმანათლებლო პროგარამა მოიცავს: ა) დაწყებითი  დონის განათლების კურსს; ბ) საშუალო  დონის განათლების კურსს; გ) კომპიუტერის შემსწავლელ კურსს; დ) პროფესიული და სხვა აუცილებელი უნარ-ჩვევების შემსწავლელ კურსს. ე) სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსს; ვ) სამოქალაქო განათლების კურსს. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო პროგრამებს და შესაბამისი კურსების ხანგრძლივობას ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 8. სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო პროგარამებში მონაწილე მსჯავრდებულთა ჯგუფებს  აღსრულების ოფიცრის შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინებით, ადგენს სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის  უფროსი. 9. საგანმანათლებლო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობა ნებაყოფლობითია. 10. უმაღლესი განათლების მიღების სურვილის შემთხვევაში, მსჯავრდებულს, შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას უწევს სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური. თავი X უსაფრთხოება მუხლი 43🔗. დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფა 1. დაწესებულების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს უსაფრთხოების სამსახური. 2. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დაწესებულება აღჭურვილია ვიზუალური კონტროლის  სათვალთვალო სისტემებით. 3. დაწესებულების შესასვლელების გაკონტროლება ხორციელდება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 4. დაწესებულების ტერიტორიიდან მსჯავრდებულის გასვლა და შემოსვლა ფიქსირდება სპეციალური დაქტილოსკოპის საშუალებით. 5. თანამშრომელთა გარდა სხვა პირთათვის დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია სტუმრის საშვით. 6. უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს  დაწესებულებაში შემომსვლელ და გამსვლელ პირთა ნივთებს, ტანსაცმელსა და სატრანსპორტო საშუალებებს. 7. საშვის დაშვების უფლება აქვთ დაწესებულების უფროსს, დაწესებულების უფროსის მოადგილეებსა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. მუხლი 44🔗. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის წესი 1. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი; გ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები; დ) საქართველოს სახალხო დამცველი და მის მიერ უფლებამოსილი პირები; ე) მინისტრი და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები; ვ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები; ზ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, მისი მოადგილეები და მის მიერ უფლებამოსილი პირები. 2. უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს გაატარებს  შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ. მუხლი 45🔗. მსჯავრდებულთა ყოფნის შემოწმება 1. მსჯავრდებულთა ყოფნის შემოწმება ხდება დღის განრიგით განსაზღვრულ საათებში, ყოველდღიურად, როგორც წესი, დილას და საღამოს. საჭიროების შემთხვევაში, შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. 2. მსჯავრდებულის შემოწმებას სპეციალური ელექტრონული საშუალების გამოყენებით ატარებს უსაფრთხოების სამსახურის  ოფიცერი. მუხლი 46🔗. მსჯავრდებულის შემოწმება  1. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დასაშვებია მსჯავრდებულის და დაწესებულებაში მისი სახცოვრებელი ადგილის გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება, ასევე მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება. მსჯავრდებულის პირად შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის პირი. 2. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია (დებულების დანართი №1), აგრეთვე რომლებიც არ ეკუთვნიან მსჯავრდებულს, რის შესახებაც დგება შესაბამისი ოქმი.  3. გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც:  ა) წარმოადგენენ საფრთხეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის;  ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის ჩადენის საშუალებად ან თავისუფლების შეზღუდვის მიზნების საწინააღმდეგოდ; გ) არ არის გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების და სხვა ნივთების სიაში, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს დაწესებულების სავაჭრო ობიექტში (დებულების დანართი №2); 4. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ელექტრონული საშუალება.  მუხლი 47🔗. აკრძალული ნივთების ამოღება 1. მსჯავრდებულებისგან დაწესებულებაში გამოყენებისათვის აკრძალული ნივთების ამოღების უფლება აქვთ უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს. 2. აკრძალული ნივთების ამოღება ხდება მათი აღმოჩენისთანავე, რის თაობაზეც დგება ოქმი და ტარდება შემოწმება. 3. მსჯავრდებულთაგან ნივთები ამოიღება ამ დებულებით დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას,  რის თაობაზეც მსჯავრდებულის თანდასწრებით დგება შესაბამისი ოქმი. 4. ფული ან სხვა ფასეულობა, რომელიც ჩამოერთმევა მსჯავრდებულს, მისი დაწესებულებიდან გასვლამდე შესანახად გადაეცემა ადმინისტრაციას და ინახება სპეციალურად დაცულ ადგილას. 5. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი თანხა, ასევე სხვა ფასეულობები, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 48🔗. დაწესებულებიდან მსჯავრდებულის  დროებით გასვლა 1. დაწესებულების უფლებამოსილი პირის ნებართვით მსჯავრდებული, როგორც წესი, დაწესებულებიდან გადის  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ არასამუშაო და უქმე დღეებში, თუ არ არსებობს დაწესებულებიდან დროებით გასვლის დამაბრკოლებელი გარემოება. 2. მსჯავრდებული დაწესებულებაში მოთავსებიდან პირველი თვის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ არასამუშაო და უქმე დღეებშიც იმყოფება დაწესებულებაში.   3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დღეების გარდა,  მსჯავრდებულმა სხვა დროს შესაძლებელია დაწესებულება დროებით დატოვოს დაწესებულების უფლებამოსილი პირის ნებართვის საფუძველზე თუ: ა) მსჯავრდებული სწავლობს; ბ) მსჯავრდებული მუშაობს; გ) მიღებულია სარწმუნო ცნობა მისი ახლო ნათესავის გარდაცვალების ან ავადმყოფობის თაობაზე; დ) მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებაში ან სასამართლო პროცესში. 4. მსჯავრდებულმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით შესაძლებელია დაწესებულება დროებით დატოვოს სტიქიური უბედურების, საომარი და საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ფორსმაჟორული მოვლენების დროს. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მსჯავრდებულზე კონტროლის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, დაწესებულების მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტრონული მონიტორინგის საშუალებები. 6. დაწესებულებიდან დროებითი გასვლის შემდეგ მსჯავრდებული ვალდებულია დაბრუნდეს დაწესებულებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნებართვაში მითითებული ვადის გასვლამდე. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნებართვაში აღნიშნული უნდა იყოს მსჯავრდებულის დაწესებულებაში სავალდებულოდ დაბრუნების ზუსტი დრო (საათის აღნიშვნით). 8. დაწესებულებიდან დროებით 2 დღეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში,  უსაფრთხოების დაცვისა და მასზე კონტროლის უწყვეტობის მიზნით, მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს - ტერიტორიული ორგანოს - პრობაციის  ბიუროს შესაბამის ოფისში და უშუალოდ მიაწოდოს ინფორმაცია პრობაციის ოფიცერს მისი ადგილსამყოფელის შესახებ. 9. განსაკუთრებულ შემთხვევებში, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დაწესებულების უფროსის მიერ,  მსჯავრდებულს, შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ არასამუშაო და უქმე დღეებში, აეკრძალოს დაწესებულების დატოვება. თავი XI მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ფორმები მუხლი 49🔗. მსჯავრდებულის  დისციპლინური პასუხისმგებლობა  1. მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომა ანუ ამ დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების არასაპატიო მიზეზით დარღვევა ან მათი შესრულებისათვის თავის არიდება, აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რისთვისაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. 2. დაწესებულების უფროსმა, დისციპლინური გადაცდომისათვის მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) გაფრთხილება; ბ) დაწესებულების ტერიტორიის დატოვების აკრძალვა არაუმეტეს 30 დღით; გ) ინტერნეტით, ტელე  და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის უფლების ჩამორთმევა არაუმეტეს 10 დღით; დ) მორიგი კუთვნილი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების ჩამორთმევა. 3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება  გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ზომა. 4. თუ მსჯავრდებულს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. 5. მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება  აღსრულების ოფიცრის შესაბამისი ოქმის საფუძველზე, დაწესებულების უფროსის გადაწყვეტილებით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი მოიცავს: ა) მსჯავრდებულის პირად მონაცემებს; ბ) ოქმის შედგენის დროსა და ადგილს; გ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შინაარსსა და საფუძველს; დ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის რიგითობას; ე) ოქმის შემდგენის რეკვიზიტებს; 7. ოქმი მოწმდება აღსრულების ოფიცრის ხელმოწერითა და ბეჭდით. 8. ოქმის ასლი გასაცნობად გადაეცემა მსჯავრდებულს. 9. დისციპლინური დარღვევის შესახებ ოქმს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების უფროსი 3 სამუშაო დღის ვადაში. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  სასამართლოში ადმინისტრაციული წესით. 11. მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის მრავალჯერადი (სამჯერ და მეტჯერ) დაკისრება შეიძლება გახდეს „არასპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი. 12. მსჯავრდებულის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვება ან დატოვების მცდელობა, აგრეთვე დაწესებულების ტერიტორიის უნებართვოდ დატოვება ან გასვლის ნებართვით განსაზღვრული დაბრუნების დღეს არასაპატიო  მიზეზით გამოუცხადებლობა „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველია. 13. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევაში, ამ წარდგინების განხილვისათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის განმავლობაში, მსჯავრდებული იმყოფება დაწესებულებაში სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით,  ამ დებულების მე-15-მე-17 და მე-19 მუხლებით დადგენილი პირობების შენარჩუნებით. 14. ამ მუხლის მიზნებისათვის და შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებით, არასაპატიო დარღვევად არ ითვლება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 12​1 მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობით გამოწვეული დარღვევა. მუხლი 50🔗. მსჯავრდებულის წახალისება 1. მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევის  ან/და წარმატებული შრომითი საქმიანობის, სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით გავლის, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური (პროგრესული) გეგმის ზედმიწევნით შესრულების, დაკისრებული მოვალეობებისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში,  დაწესებულების უფროსი უფლებამოსილია მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი; დ) დაწესებულის გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლა; ე) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობა; ვ) ფასიანი საჩუქრის გადაცემა. 2. დაწესებულების უფროსი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმების გამოყენებისას, ითვალისწინებს აღსრულების, რეაბილიტაციისა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიცრების რეკომენდაციებს მათი სპეციფიკის მიხედვით.                                                                                                                                                      დანართი №1 ჩამონათვალი იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შენახვა და გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს 1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები. 2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა. 3. პირადი სატრანსპორტო საშუალებები. 4. ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები. 5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები. 6. ოპტიკური ხელსაწყოები. 7. საფუარი, შაქარი დაწესებულების უფლებამოსილი პირის კონტროლის გარეშე. 8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა. 9. გადასამრავლებელი აპარატები. 10. ბასრი და მჩხვლეტავი საგნები. 11. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები, გარდა შრომითი საქმიანობისა. 12. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, ქიმიკატები, ვიდეოკამერები. 13. მობილური ტელეფონები და პირადი კომპიუტერული ტექნიკა. 14. ტოპოგრაფიული რუქები და კომპასები. 15. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი. დანართი №2 ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომელთა შეძენის  უფლებაც აქვს მსჯავრდებულს დაწესებულების სავაჭრო ობიექტში 1. თამბაქო და ასანთი. 2. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები. 3. საცვლები. 4. ცხვირსახოცები, ქამრები, წინდები, ხელთათმანები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები. 5. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი, თმის სამაგრი სავარცხელი). 6. თავსაფრები, რეიტუზები, ქამრები,  მარლა, თმის სამაგრები, ბამბა, შამპუნი. 7. სარკე, მექანიკური, ელექტრო ან ერთჯერადი საპარსი. 8. ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ჯაგრისები, ფეხსაცმლის საცხი. 9. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები. 10. საკანცელარიო ნივთები 11. ლიტერატურა. 12. ფოტოალბომები. 13. სასურსათო პროდუქტები 14. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები. 15. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით). 16. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული მაჯისა და ჯიბის საათები. 17. ტელევიზორები, რადიომიმღებები, ვიდეო ან აუდიო მაგნიტოფონები, მექანიკური საბეჭდი საშუალებები. 18. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).