თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.12.2013 ძალადაკარგული 30.05.2018
ნომერი
№365
სარეგისტრაციო კოდი
100060000.22.038.016249
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა  და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება  №365/№01-49/ნ

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ

 


მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვების ნორმები განისაზღვროს თანდართული რედაქციით (დანართი №1).

 

მუხლი 2
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვროს  თანდართული რედაქციით(დანართი №2).

 

მუხლი 3
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ამოქმედებამდე, უზრუნველყოს ამ ბრძანების შესასრულებლად აუცილებელი მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება.

 

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 


მინისტრისოზარ სუბარი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო



დანართი №1

 

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვების ნორმები

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. წინამდებარე კვების ნორმები შემუშავებულია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და  „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ტერიტორიულ ორგანოში - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) მყოფ მსჯავრდებულთა (შემდგომში - თავისუფლებაშეზღუდული)  ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზებისათვის აუცილებელ ნორმებსა და მოთხოვნებს.

2. ამ ნორმების მოთხოვნათა დაცვა ევალება დაწესებულების ხელმძღვანელ პირებსა და ნებისმიერ თანამშრომელს, ასევე, სამინისტროსა და სააგენტოს  სხვა შესაბამის თანამდებობის პირებს.

   მუხლი 2. ზოგადი მოთხოვნები კვების ორგანიზებისადმი

1. წინამდებარე წესები და ნორმები შემუშავებულია თავისუფლებაშეზღუდულთა ჯანმრთელობისა და ქმედუნარიანობის შენარჩუნების, ასევე ინფექციური და არაინფექციური დაავადებების წარმოშობისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და განსაზღვრავს კვების ობიექტებისა და ასევე კვების ორგანიზების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და მოთხოვნებს.

2. თავისუფლებაშეზღუდულთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია წინამდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნათა მკაცრი დაცვა.

    მუხლი 3. კვების ორგანიზაცია დაწესებულებაში

1. დაწესებულებაში კვების ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს დაბალანსებულობისა (ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა) და კალორიულობის დადგენილ ნორმებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაწესებულებაში მყოფ პირთა ჯანმრთელობის შენარჩუნება. დაუშვებელია საკვების კალორიულობის შემცირება დისციპლინური სადამსჯელო ღონისძიებების გატარების მიზნით.

2. განსაკუთრებული (დიეტური) კვების რეჟიმის საჭიროების მქონე თავისუფლებაშეზღუდული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ექიმის მიერ სამედიცინო ჩვენების შესაბამისად დადგენილი სამკურნალო კვებისათვის აუცილებელი პროდუქტებით, ამ ბრძანების დანართის №1-ის მოთხოვნების გათვალისწინებით.

3. თავისუფლებაშეზღუდულს უფლება აქვს დამატებითი კვების პროდუქტები შეიძინოს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტში   იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მუშაობით ან მის ანგარიშზე ჩარიცხეს სხვა პირებმა ან ორგანიზაციებმა.

თავი II

კვების რეჟიმები და დაგეგმვა

    მუხლი 4. ზოგადი დებულებები

1. თავისუფლებაშეზღუდულთა კვების რეჟიმი განსაზღვრავს დღის განმავლობაში კვების ჯერადობას, მათ შორის ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული შუალედების დაცვას, ასევე დამტკიცებული ნორმების მიზანმიმართულ განაწილებას დღისა და კვირის განმავლობაში და საკვების მიღებას განრიგით  განსაზღვრული დროის მონაკვეთში.

2. განსაკუთრებულ სიტუაციებსა და პირობებში დასაშვებია დადგენილი კვების რეჟიმის შეცვლა და ახლის შემუშავება სამინისტროსა და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების  მონაწილეობით.

 მუხლი 5. დღიური კვება

1. თავისუფლებაშეზღუდულის დღიური კვება უნდა იყოს სამჯერადი. შუალედი საკვების მიღებათა შორის არ უნდა აღემატებოდეს 5 – 6 საათს.

2. სამჯერადი კვების მენიუ – განრიგის შედგენისას დაუშვებელია დღიურ მენიუში ჩაირთოს ერთნაირი დასახელების კერძები.

3. ენერგიაზე ორგანიზმის მოთხოვნილების განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოხმარებული ენერგიის რეკომენდებული დონის სიზუსტეს. ამ შემთხვევაში გამორიცხული უნდა იქნეს დისპროპორცია საკვებით მიღებულ ენერგიასა და მის ხარჯვას შორის. დასაშვებია დღიურ რაციონში, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რეკომენდებული მოხმარების შესაბამისად, ენერგეტიკული მაჩვენებელი მერყეობდეს 2390 კკალ-დან 2900 კკალ-მდე ცალკეული დღეების მიხედვით.

4. დღიური რაციონი კალორიულობის მიხედვით უნდა იქნეს გადანაწილებული შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

ა) საუზმე 30 – 35%;

ბ) სადილი – 40 – 45%;

გ) ვახშამი – 30 – 20%.

    მუხლი 6. საუზმე

1. საუზმის მოსამზადებლად მიზანშეწონილია ცილებითა და ცხიმებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება.

2. საუზმეზე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კვების მინიმალური ნორმებით დადგენილი ხორცის ან თევზეულის ჩართვა კერძში გარნირთან ერთად. გარნირად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს – მაკარონი ან მისი ნაწარმი, წიწიბურის ან ბრინჯის ფაფა, ბოსტნეულის გარნირი. საუზმეზე აუცილებელია ასევე ჩაის ან სხვა ცხელი სასმელის გათვალისწინება.

   მუხლი 7. სადილი

სადილი, როგორც წესი, უნდა შედგებოდეს საუზმეულისა (ცივი კერძის) და ცხელი კერძის (კვირაში არანაკლებ 4 – 5 – ჯერ – წვნიანი კერძი), ან ორი დასახელების ცხელი კერძისგან (მათგან ერთი – წვნიანი კერძი).

    მუხლი 8. ვახშამი

ვახშამი უნდა იყოს სადილთან და საუზმესთან შედარებით უფრო მსუბუქი და შეიცავდეს ადვილად მოსანელებელ კერძს და ჩაის.

    მუხლი 9. მენიუ - განრიგი

1. დაწესებულების უფროსი ამტკიცებს 4 სახის (სეზონის შესაბამის) ყოველკვირეულ მენიუ – განრიგებს (შემდგომში – მენიუ) ამ ბრძანებით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში.

2. ულუფის დღიური განრიგის შემდგენელ პირთა შორის აუცილებელია ექიმისა  და უფროსი მზარეულის (მზარეულ-ინსტრუქტორი) მონაწილეობა.

3. მენიუ, როგორც წესი, უნდა შედგეს ერთი კვირის ვადისთვის ყოველდღიური ნორმების გათვალისწინებით, სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (დედანი) ინახება სააგენტოში მეორე დაწესებულებაში, ხოლო მესამე ეგზემპლარი უნდა გამოიკრას ვესტიბიულში, თავისუფლებაშეზღუდულთათვის გაცნობის მიზნით.

4. მენიუს შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: 

ა) თავისუფლებაშეზღუდულთათვის დადგენილი კვების რეჟიმი და სასურსათო ნორმები;

ბ) სასურსათო საწყობში არსებული პროდუქტების ასორტიმენტი და რაოდენობა;

გ) სეზონის თავისებურებები;

დ) დამატებითი პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობა;

ე) მზარეულების რაოდენობა და კვალიფიკაცია;

ვ) სასადილოს აღჭურვილობა ტექნოლოგიური და სამაცივრო დანადგარებით;

ზ) ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია, შეძლებისდაგვარად იქნეს გათვალისწინებული თავისუფლებაშეზღუდულთა სურვილები და მოთხოვნილებები მათი სამედიცინო ჩვენებების, აგრეთვე, რელიგიური ან სხვა ნიშნების მიხედვით.

5. მენიუს შედგენის მეთოდიკა გულისხმობს ერთი კვირის ვადისთვის კერძების სწორ შერჩევას და თითოეულ მიღებაზე მათ სწორ გადანაწილებას. ამ მიზნით რეკომენდებულია კერძები კართოთეკებისა და სამაგალითო მენიუების გამოყენება.

6. ერთი კვირისათვის შედგენილ მენიუში ერთი დასახელების კერძის ჩართვა დასაშვებია არა უმეტეს 2-3 ჯერ.

7. მენიუს შედგენისას აუცილებელია გათვალიწინებულ იქნეს ბურღულეულისა და ბოსტნეულის გარნირების მონაცვლეობა.

8. მენიუში კერძების დასახელება უნდა იქნეს შეტანილი გარკვევით, სრულად, ყოველგვარი შემოკლებების გარეშე. მაგალითად: მოხარშული ხორცი წიწიბურას ფაფით, მოშუშული თევზი კარტოფილის პიურეთი და ა.შ.

9. მენიუში უნდა ჩაირთოს კვირის იჯრით დადგენილი პროდუქტები მთლიანად (ჩანაცვლების ნორმების გათვალისწინებით).

10. კვების მრავალფეროვნების მისაღწევად ცალკეულ დღეებში შესაძლებელია პროდუქტების შეცვლის დადგენილი ნორმების გათვალისწინება და ერთი პროდუქტის შეცვლა მეორე პროდუქტით.

11. დღიურ რაციონში პროდუქტების სწორი გადანაწილებისათვის და მენიუ-განრიგის იოლი შედგენისათვის რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს პროდუქტების უკვე დადგენილი მუდმივი ჯამური ნაკრები როგორც ცივი საუზმეულისათვის, ასევე პირველი თუ მეორე თავი კერძებისათვის.

    მუხლი 10. ხორცეულისა და თევზეულის კერძები

1. საუზმეზე ხორციანი კერძის მოსამზადებლად უმჯობესია ხორცის ჩაშუშვა ან მოხარშვა, ხოლო სადილზე დასაშვებია მომზადდეს შემწვარი ხორცის კერძი ხორცის ჩახოხბილი, კატლეტი ან სხვა.

2. თევზეულის კერძები უნდა მომზადდეს ასევე ფართო ასორტიმენტში: თევზი შემწვარი, მოშუშული, გამომცხვარი და სხვა. თევზეულის კერძებისათვის უმჯობესია ბოსტნეულის გარნირების გამოყენება.

3. ხორცეულისა და თევზეულის კერძები კვების თითოეულ ჯერზე, ან თითოეულ დღეზე რეკომენდებულია მომზადდეს მონაცვლეობით.

4. ბოსტნეულის ან ვინეგრეტებისგან წარმოდგენილ ცივ საუზმეულთან ერთად შესაძლებელია დამარილებული ქაშაყი, მაგრამ ამ შემთხვევაში მცირდება თევზის სხვა კერძის რაოდენობა.

5. იკრძალება დამარილებული ქაშაყის გამოყენება თევზეულის კერძების მოსამზადებლად.

6. შენაცვლებადი ცხრილების გამოყენების შემთხვევაში, მენიუში ხორცის კერძების შეტანა უნდა დაიგეგმოს არანაკლებ კვირაში 3-ჯერ, თევზეულის კერძებისა კი – არანაკლებ კვირაში 2- ჯერ.

7. მეორე კერძის გარნირად უმჯობესია მომზადდეს არა ბლანტი, არამედ ფანტია ფაფები.

 

    მუხლი 11. სხვადასხვა კერძები და პროდუქტები

1. დაჭრილი სახით გაცემის შემთხვევაში, ჭვავის პურის კმაყოფაზე მყოფ პირთა ულუფაში უნდა გადანაწილდეს ასეთი სახით: საუზმეზე – 30%; სადილზე – 45 % და ვახშამზე – 25%; ხოლო I ხარისხის ფქვილისგან საუზმეზე – 35 %, სადილზე – 30%, ვახშამზე – 35%;  რეკომენდებულია ასევე პურის გაცემა მოხდეს მთლიანი რაოდენობით.

2. სასადილოში კვირაში ერთხელ ან ორჯერ რეკომენდებულია საკონდიტრო ნაწარმის გამოცხობა. ასეთ შემთხვევაში ულუფით გათვალისწინებული ხორბლის პური (I ხარისხის ფქვილისაგან) იცვლება ამავე ხარისხის ფქვილით (ჩანაცვლებადი ცხრილების გამოყენებით).

3. ხორბლის ფქვილი გამოიყენება I თავი კერძის, სოუზის მოსამზადებლად, ასევე თევზის შეწვისას  თევზის ნაჭრების ფქვილში ამოსავლებად.

4. ბრინჯი, რომელიც გაიცემა ბურღულეულის სანაცვლოდ, რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ხორცეულის კერძებისათვის (სადილზე კვირაში 2-3 ჯერ), ასევე წვნიანებისთვის.

5. კვების მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ბოსტნეულის, ბურღულეულისა და პარკოსნების ერთდროული გამოყენება (კომბინირებული კერძები).

 მუხლი 12. ულუფის გამოსავალი

1. კვებაში მზა კერძების, ხორციანი და თევზის ულუფების გამოსავლის განსაზღვრისთვის გამოიყენება პროდუქტების სხვადასხვა ტექნოლოგიური დამუშავებისას დადგენილი საშუალო ნორმები.

2. მეორე კერძის გამოსავლის პროდუქტების დღიურ განრიგში აღინიშნება როგორც კერძის საერთო მასით (ხორცისა და თევზის ულუფა გარნირთან და / ან სოუზთან ერთად), ასევე ცალკეული კომპონენტების მასით. მაგალითად: მოხარშული ხორცის ერთი ულუფის მასა თუ უნდა იყოს 48გ, წიწიბურას ფაფისა – 240გ და სოუზის – 50გ, დღიურ განრიგში მეორე კერძის გამოსავალი აღინიშნება შემდეგი სახით: მთლიანი მასაა 48+240+50=358გ.

მუხლი 13. სადღესასწაულო დღეები

სადღესასწაულო დღეებში სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება მომზადდეს კერძი ისეთი პროდუქტისაგან, რომელიც არ არის გათვალისწინებული კვების ნორმებით.

მუხლი 14.

     1. თავისუფლებაშეზღუდულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება:

 

პროდუქციის დასახელება

რაოდენობა, გ

ქიმიური შემადგენლობა, გ

ენერგეტიკული ღირებულება. კკალ

ბრუტო

ნეტო

ცილები

ცხიმები

ნახშირწყლები

1

პური ხორბლის

500

500

39.5

5

240.5

1195

2

ხორბლის ფქვილი I ხარისხის

10

10

0.9

0.011

6.7

30

 

პარკოსნები

 

 

 

 

 

 

3

ლობიო

45

42

8.1

0.9

19.5

93

4

ბარდა

10

10

2

0.02

4.8

30

 

ბურღულეული

 

 

 

 

 

 

5

მანანის ბურღული

16

16

1.8

0.14

13

60

6

წიწიბურა

42

40

5

1.32

24.8

134

7

შვრიის ფანტელი "ჰერკულესი"

15

15

1.6

4.7

7.5

45

8

ბრინჯი

35

33.6

3.36

1.12

18.2

100.8

 

მაკარონის ნაწარმი

 

 

 

 

 

 

9

მაკარონი

20

20

1.83

0.16

12

65

10

ვერმიშელი

11

11

1

0.1

7

38

 

ხორცი და ხორცის პროდუქტები

 

 

 

 

 

 

11

საქონლის ხორცი (I კატეგორიის)

60

45

6.85

4.45

_

67.5

12

ქათმის ხორცი

60

43.2

9.6

10.2

-

124

13

სოსისი

22.8

22.8

2.7

5

1

50

 

თევზეული

 

 

 

 

 

 

14

თევზის ფილე

40

28.5

4.4

2.5

-

40

 

რძე და რძის პროდუქტები

 

 

 

 

 

 

15

რძე შესქელებული

17.2

17.2

1.2

1.4

1.6

24

16

მაწონი

57

57

4

4.4

4.8

30.4

17

ხაჭო

15

15

3.2

3.5

-

16.5

18

არაჟანი

50

50

5

10

 

110

 

ცხიმი

 

 

 

 

 

 

19

მცენარეული ცხიმი (ზეთები)

12

12

-

10.6

-

96

20

ცხოველური ცხიმები (კარაქი)

40

40

-

31.4

-

282.8

 

ბოსტნეული

 

 

 

 

 

 

21

კარტოფილი

350

260

5.5

1

40.6

208

22

კომბოსტო

60

48

0.9

-

3.6

16

23

ჭარხალი

20

18

0.3

-

1.8

6.2

24

სტაფილო

45

35

0.7

-

3.5

16

25

ხახვი

34

31.5

0.5

-

3

13.8

26

ნიორი

1

0.8

-

-

-

-

27

მწვანილი

12

11

-

-

-

-

 

ხილი

 

 

-

-

-

-

28

სხვადასხვა

100

86

-

-

12

48

29

ხილფაფა

5.7

5.7

-

-

4

16

30

ხმელი ხილი(ჩირი, ასკილის ნაყენი)

12

12

0.2

-

4.8

20

 

სხვადასხვა

 

 

 

 

 

 

31

კვერცხი 

43

38

2.6

2.4

-

32

32

შაქარი

50

50

-

-

48.7

195

33

მარილი

10

10

-

-

-

-

34

ჩაი

2

2

-

-

-

-

35

კაკაო

1.5

1.5

0.3

0.2

0.4

6

36

სანელებლები

0.5

0.5

-

-

-

-

37

ტომატ-პასტა

4.5

4.5

-

-

0.8

4

 

სულ

 

 

113.04

100.521

484.6

3213

 

შენიშვნა: თავისუფლებაშეზღუდულებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ დიეტას

ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შეიძლება შეეცვალოს ერთი სახის პროდუქტი მეორეთი

ისე, რომ შენარჩუნებულ იქნეს საკვების ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული

კვებითი ღირებულება;  

 

2.  დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავადებულ თავისუფლებაშეზღუდულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება:

 

პროდუქციის დასახელება

რაოდენობა, გ

ქიმიური შემადგენლობა, გ

ენერგეტიკული ღირებულება. კკალ

ბრუტო

ნეტო

ცილები

ცხიმები

ნახშირწყლები

1

პური ხორბლის

300

300

23.7

3

144

717

2

პური ჭვავის ან რუხი

200

200

13.2

2.4

68.4

362

3

ხორბლის ფქვილი

10

10

0.8

0.12

4.4

23

 

ბურღულეული

 

 

 

 

 

 

4

მანანის ბურღული

16

16

1.8

0.14

13

60

5

წიწიბურა

45

41

5

1.34

25

136

6

ბრინჯი

18.2

17.8

1.8

0.6

9.7

51

7

შვრიის ფანტელი "ჰერკულესი"

30

30

3.2

2

15

90

 

მაკარონის ნაწარმი

 

 

 

 

 

 

8

მაკარონი

12

12

1.1

0.1

7.2

39

9

ვერმიშელი

11

11

1

0.1

7

38

 

ხორცი და ხორცის პროდუქტები

 

 

 

 

 

 

10

საქონლის ხორცი (I კატეგორიის)

120

90

13.7

8.9

_

135

11

ქათმის ხორცი

60

43.2

9.6

10.2

-

124

 

თევზეული

 

 

 

 

 

 

12

თევზის ფილე

35

28.5

4.4

2.5

-

40

 

რძე და რძის პროდუქტები

 

 

 

 

 

 

13

რძე ნატურალური

200

200

5.6

6.4

9.2

106

14

ხაჭო

50

50

10.7

11.5

_

145.2

15

ყველი წათხის

14

8.6

1.8

2

_

24

16

მაწონი

50

50

1.4

4.6

2

24

17

არაჟანი

30

30

2.4

6

_

66

 

ცხიმი

 

 

 

 

 

 

18

მცენარეული ცხიმი (ზეთები)

12

12

_

10.6

_

96

19

ცხოველური ცხიმები (კარაქი)

40

40

_

31.4

_

283

 

ბოსტნეული

 

 

 

 

 

 

20

კარტოფილი

350

260

5.5

1

40.6

208

21

ჭარხალი

40

34.6

0.5

-

0.8

12

22

სტაფილო

90

71.7

1.3

-

7.8

36.5

23

ხახვი

43

39.8

0.6

-

0.6

17.5

24

ნიორი

1

1.6

-

-

-

-

25

მწვანილი

25

22.9

-

-

-

-

 

ხილი

 

 

 

 

 

 

26

ხილი (სხვადასხვა)

200

172

_

_

24

48

 

სხვა

 

 

 

 

 

 

27

კვერცხი 

43

38

2.6

2.4

-

32

28

თაფლი

50

50

0.15

0

41.2

152

29

შაქარი

40

40

_

_

39

156

30

მარილი

8

8

_

_

_

_

31

ჩაი

2

2

_

_

_

_

32

კაკაო

1.5

1.5

0.3

0.2

0.4

6

33

ტომატ–პასტა

4.5

4.5

_

_

0.8

4

34

საფუარი

3

3

 

 

 

 

 

სულ

 

 

112.15

107.5

460.1

3231.2

3.  დაწესებულებაში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ თავისუფლებაშეზღუდულთა დღიურ  რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი  და ენერგეტიკული ღირებულება:

პროდუქციის დასახელება

რაოდენობა, გ

ქიმიური შემადგენლობა, გ

ენერგეტიკული ღირებულება. კკალ

ბრუტო

ნეტო

ცილები

ცხიმები

ნახშირწყლები

1

პური ხორბლის

100

100

7.9

1

48.1

239

2

პური შავი ან რუხი

200

200

5.3

1

47.9

228

 

პარკოსნები

 

 

 

 

 

 

3

ბარდა

10

10

2.9

0.15

52

34

 

ბურღულეული

 

 

 

 

 

 

4

ბურღული (ქერის, წიწიბურა)

150

150

18.9

5.4

97.5

519

5

შვრიის ფანტელი "ჰერკულესი"

15

15

1.6

4.7

7.5

45

 

ხორცი და ხორცის პროდუქტები

 

 

 

 

 

 

6

საქონლის ხორცი (I კატეგორიის)

100

75

14

12

-

163

7

ქათმის ხორცი

75

54

12

12.7

-

155

8

სოსისი

22.8

22.8

2.7

5

1

50

 

თევზეული

 

 

 

 

 

 

9

თევზი უცხიმო

70

57

8.8

5

-

80

 

რძე და რძის პროდუქტები

 

 

 

 

 

 

10

ხაჭო

150

150

25.05

17.1

3

238.5

11

ყველი

30

30

5.4

6

 

78

12

არაჟანი

20

20

1.6

4

_

44

13

მაწონი

200

200

5.6

6.4

9.4

116

 

ცხიმი

 

 

 

 

 

 

14

მცენარეული ცხიმი (ზეთები)

20

20

 

19.8

 

180

15

ცხოველური ცხიმები (კარაქი)

30

30

 

24.7

 

224

 

ბოსტნეული

 

 

 

 

 

 

16

კარტოფილი

175

130

2.75

0.5

20.3

104

17

კომბოსტო

120

96

1.8

_

7.2

32

18

ჭარხალი

40

34

0.6

_

3.6

12.4

19

სტაფილო

150

115.9

2.31

_

11.6

53.8

20

ხახვი

53

49

_

_

4.7

21.5

21

ნიორი

2

1.6

_

_

_

_

22

მწვანილი

25

22.9

_

_

_

_

 

ხილი

 

 

 

 

 

 

23

ხილი (სხვადასხვა)

200

150

0.6

 

14

69

 

სხვა

 

 

 

 

 

 

24

კვერცხი 

86

76

7.6

7.2

-

96

25

დამატკბობლები

10

10

8.8

 

 

37

26

მარილი

5

 

 

 

 

 

27

ჩაი

2

 

 

 

 

 

28

ტომატ–პასტა

5

 

 

 

 

4

 

სულ

 

 

136.21

132.65

327.8

2823.2

 

4.  დაწესებულებაში კუჭ–ნაწლავის დაავადების მქონე თავისუფლებაშეზღუდულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი:

 

პროდუქციის დასახელება

რაოდენობა, გ

ქიმიური შემადგენლობა, გ

ენერგეტიკული ღირებულება. კკალ

ბრუტო

ნეტო

ცილები

ცხიმები

ნახშირწყლები

1

პური ხორბლის

500

500

39.5

5

240.5

1195

2

ხორბლის ფქვილი I ხარისხის

5

5

0.4

0.06

2.2

12

3

საფანელი

3

3

0.24

0.03

1.5

7.8

 

ბურღულეული

 

 

 

 

 

 

4

ბურღული (ქერის, წიწიბურა)

75

73

9.1

1.5

48.5

244

5

ბრინჯი

15

14.5

1.4

0.5

8.5

42

 

მაკარონის ნაწარმი

 

 

 

 

 

 

6

ვერმიშელი

11.5

11.5

1.2

0.1

7.5

41

 

ხორცი და ხორცის პროდუქტები

 

 

 

 

 

 

7

საქონლის ხორცი (I კატეგორიის)

70

56

8.8

7.6

-

102

8

ქათმის ხორცი

30

21.6

4.8

5.1

 

62

9

სოსისი

22.8

22.8

2.7

5

1

50

 

თევზეული

 

 

 

 

 

 

10

თევზის ფილე

35

28.5

4.4

2.5

-

40

 

რძე და რძის პროდუქტები

 

 

 

 

 

 

11

რძე შესქელებული

17.2

17.2

1.2

1.4

1.6

24

12

მაწონი

100

100

2.8

3.2

4

58

13

ხაჭო

100

100

21.4

23.1

 

290.4

 

ცხიმი

 

 

 

 

 

 

14

მცენარეული ცხიმი (ზეთები)

10

10

 

9.9

 

89

15

ცხოველური ცხიმები (კარაქი)

30

30

 

23.5

 

212

 

ბოსტნეული

 

 

 

 

 

 

16

კარტოფილი

350

260

5.5

1

40.6

208

17

ჭარხალი

30

26

0.4

-

2.6

9

18

სტაფილო

80

63.8

1.13

-

7

32.5

19

მწვანილი

15

13.8

-

-

-

-

 

ხილი

 

 

 

 

 

 

20

ხილი (სხვადასხვა)

100

86

-

-

12

48

21

ხილფაფა

8.6

8.6

 

 

7

28

22

ხმელი ხილი (ჩირი, ასკილი)

12

12

0.2

-

4.8

20

 

სხვა

 

 

 

 

 

 

23

კვერცხი 

43

38

2.6

2.4

-

32

24

შაქარი

30

30

 

 

29

116

25

მარილი

5

5

 

 

 

 

26

ჩაი

2

2

 

 

 

 

27

კაკაო

1.5

1.5

0.3

0.2

0.4

6

28

ტომატ-პასტა

4.5

4.5

-

-

0.8

4

 

სულ

 

 

108.07

92.09

419.5

2972.7

5.  დაწესებულებაში ღვიძლის დაავადების მქონე თავისუფლებაშეზღუდულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება:

პროდუქციის დასახელება

რაოდენობა, გ

ქიმიური შემადგენლობა, გ

ენერგეტიკული ღირებულება. კკალ

ბრუტო

ნეტო

ცილები

ცხიმები

ნახშირწყლები

1

პური ხორბლის

500

500

39.5

5

240.5

1195

2

ხორბლის ფქვილი

5

5

0.4

0.06

2.2

12

3

კარტოფილის ფქვილი

14.3

14.3

0.01

 

11.4

44

 

ბურღულეული

 

 

 

 

 

 

4

ბრინჯი

18.2

17.8

1.8

0.6

9.7

51

 

მაკარონის ნაწარმი

 

 

 

 

 

 

5

მაკარონი

12

12

1.1

0.1

7.2

39

6

ვერმიშელი

11.5

11.5

1.2

0.1

7.5

41

 

ხორცი და ხორცის პროდუქტები

 

 

 

 

 

 

7

საქონლის ხორცი

80

60

11.2

9.6

-

130.4

8

ქათმის ხორცი

60

43.2

9.6

10.2

 

124

9

სოსისი

22.8

22.8

2.7

5

1

50

 

თევზეული

 

 

 

 

 

 

10

თევზის ფილე

35

28.5

4.4

2.5

-

40

 

რძე და რძის პროდუქტები

 

 

 

 

 

 

11

რძე შესქელებული

17.2

17.2

1.2

1.4

1.6

24

12

ხაჭო დაბალცხიმიანი

150

150

31.2

10.8

 

312

13

მაწონი

150

150

4.4

4.7

5.2

87

14

არაჟანი

25

25

2.5

5

 

55

 

ცხიმი

 

 

 

 

 

 

15

მცენარეული ცხიმი

30

30

 

29.7

 

267

16

ცხოველური (კარაქი)

20

20

-

15.6

-

141

 

ბოსტნეული

 

 

 

 

 

 

17

კარტოფილი

350

260

5.5

1

40.6

208

18

ჭარხალი

30

26

0.4

-

2.6

9

19

სტაფილო

80

63.8

1.13

-

7

32.5

20

ხახვი

27

25

0.4

-

2.4

11

21

ნიორი

1

0.8

-

-

-

-

22

მწვანილი

15

13.8

-

-

-

-

 

ხილი

 

 

 

 

 

 

23

ხილი (სხვადასხვა)

150

135

1.5

 

16

64

 

სხვა

 

 

 

 

 

 

24

კვერცხი 

43

38

2.6

2.4

-

32

25

შაქარი

50

50

-

-

48.7

195

26

მარილი

5

5

 

 

 

 

27

ჩაი

2

2

 

 

 

 

 

    სულ

 

 

122.74

103.76

403.6

3163.9

 

 

 

6. ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტით ჩანაცვლებისას შეიძლება ძირითადი პროდუქტების

შემდეგი სახით ჩანაცვლება:

 

პუნქტის №

პროდუქტის დასახელება

რაოდენობა (გ)

გარდა ამისა შეიცვალოს პუნქტის ნომრით

შესაცვლელი პროდუქტი

ჩანაცვლადი პროდუქტი

1

პური ჭვავისა და I ხარისხის ხორბლის შერეული ფქვილისაგან შეიცვალოს:

100

 

 

 

- ორცხობილათი ჭვავის შუმი ფქვილისაგან,

 

60

 

 

ხორბლის შუმი ფქვილისაგან და II ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან;

 

 

 

 

- გალეტებით ხორბლის შუმი და II ხარისხის ფქვილისაგან;

 

60

 

 

- ჭვავის ფქვილით;

 

42

 

 

- ხორბლის ფქვილით I ხარისხის;

 

28

 

 

- პურით II ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან;

 

95

 

 

- თეთრი პურით I ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან;

 

90

 

 

- ხანგრძლივი შენახვის კონსერვირებული პურით.

 

100

 

2

პური თეთრი I ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან შეიცვალოს:

100

 

 

 

–ორცხობილათი, ხორბლის I ხარისხის ფქვილისაგან;

 

65

 

 

–ფქვილით, ხორბლის I ხარისხის;

 

75

 

 

–გალეტებით, I ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან;

 

65

 

 

–ფქვილით, ხორბლის უმაღლესი ხარისხის;

 

65

 

 

–გალეტებით, ცხიმის შემცველობით;

 

35

 

 

–ვაფლით;

 

55

 

 

–პურის ბატონით, ხორბლის I ხარისხის ფქვილისაგან;

 

95

 

 

ჭვავის პურით

 

110

 

 

-პურით, უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან;

 

85

 

 

-პურით, II ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან;

 

105

 

 

-ხანგრძლივი შენახვის კონსერვირებული პურით.

 

100

 

3

ხორბლის ფქვილი- I ხარისხის შეიცვალოს:

100

 

 

 

-ბრინჯით;

 

100

 

 

-მაკარონის ნაწარმით;

 

100

 

 

-მანანის ბურღულით;

 

100

 

 

-ფქვილით, ხორბლის უმაღლესი ხარისხის;

 

85

 

4

ბურღულეული სხვადასხვა (პარკოსნები) შეიცვალოს:

100

 

 

 

-ბრინჯით;

 

100

 

 

-მაკარონის ნაწარმით;

 

100

 

 

-ბურღულეულის, ბურღულისა და ბოსტნეულის, ბურღულისა და ბოსტნეულის კონცენტრატებით;

 

100

 

 

-ფქვილით, ხორბლის II ხარისხის;

 

100

 

 

-კარტოფილით;

 

500

 

 

-ახალი ბოსტნეულით;

 

500

 

 

-დამწნილებული ბოსტნეულით;

 

500

 

 

-გამხმარი ბოსტნეულით და კარტოფილით ან კარტოფილის მშრალი პიურეთი

 

75

 

 

-სუბლიმაციური შრობის ბოსტნეულითა და კარტოფილით;

 

100

 

 

-ნატურალური, დამწნილებული და პასტერიზებული ბოსტნეულისა და ბურღულეულის კონსერვებით ( თხევადი შიგთავსის ჩათვლით) ;

 

500

 

 

-ბოსტნეულის უხორცო კონსერვებით I თავი კერძებისათვის;

 

375

 

 

-შესაზავებელი ბოსტნეულის კონსერვებთ;

 

250

 

 

-ბოსტნეულის სასაუზმე კონსერვებით;

 

375

 

 

ბურღულეულისა და ბოსტნეულის გარნირებით:

 

 

 

 

-კარტოფილისა და ბოსტნეულის;

 

500

 

 

- ბურღულეულისა და პარკოსნების;

 

300

 

 

-მაკარონის ნაწარმით (სწრაფი მომზადების);

 

100

 

 

-კონცეტრანტებით, რომლებიც არ საჭიროებენ მოხარშვას, ბრიკეტირებული კონცენტრატებით ( ბისკეიტი);

 

100

 

 

სადილის I თავი კერძების კონცეტრანტებით.

 

100

 

5

კარტოფილი, ნედლი ბოსტნეული, დამწნილებული და დამარილებული ბოსტნეული შეიცვალოს:

100

 

 

 

ხახვით (იკრძალება პირიქით შეცვლა)

 

50

 

 

მწვანე ხახვით*;

 

100

 

 

ნივრით;

 

25

 

 

კარტოფილის ფხვნილით

 

15

 

6

საფუარი ჩვეულებრივი შეიცვალოს:

 

100

 

 

 

მშრალი საფუარით (გრანულირებული)

 

40

 

 

ფქვილით II ხარისხის

 

1000

 

7

ხორცი- საქონლის, ღორის, ცხვრის შეიცვალოს:

100

 

 

 

ძვლიანი ხორცის ბლოკებით

 

100

 

 

უძვლო ხორცის ბლოკებით

 

80

 

 

ირმის ხორცით

 

130

 

 

სუბ პროდუქტებით ( I კატეგორიის), მათ შორის ღვიძლით;

 

100

 

 

სუბპროდუქტებით (II კატეგორიის)

 

300

 

 

გამოშიგნული ფრინველის ხორცით

 

100

 

 

გამოუშიგნავი ან ნახევრადგამოშიგნული ფრინველის ხორცით

 

120

 

 

სუბლიმაციური ან ტემტერატურის ზემოქმედებით გამომშრალი ხორცით

 

33

 

 

მოხარშული ძეხვეულითა და სოსისით

 

80

 

 

შებოლილი ხორცის ნაწარმით (შაშხი, რულეტი, ნახევრად შებოლილი ძეხვეული)

 

60

 

 

ხორცის კონსერვებით

 

75

 

 

ფრინველის ძვლიანი ხორცის კონსერვებით

 

100

 

 

თევზით ( დამარილებული, გაყინული უთავო

 

150

 

 

თევზის კონსერვებით

 

120

 

 

მშრალი ყველით;

 

48

 

 

ნადნობი ყველით

 

72

 

 

შებოლილი ყველით

 

33

 

 

ქათმის კვერცხით

 

2

 

8

ძეხვი უმად შებოლილი შეიცვალოს:

100

 

 

 

მოხარშული ძეხვით

 

265

 

 

ხორცის შებოლილი ნაწარმით (შაშხი, რულეტი, ძეხვი ნახევრად შებოლილი და სხვა.)

 

200

 

 

ყველით (მაგარი კვეთის)

 

160

 

9

თევზის ფილე და თევზი უცხიმო, გამოწელილი (გაცივებული, გაყინული ან დამარილებული) შეიცვალოს:

100

 

 

 

დამარილებული ან შებოლილი ქაშაყით (თავით)

 

100

 

 

დამარილებული ქაშაყით თავის გარეშე

 

85

 

 

ყველა სახის თევზით (თავით)

 

130

 

 

შებოლილი ან გამოყვანილი (გამხმარი) თევზით

 

75

 

 

თევზის ფილეთი

 

70

 

 

თევზით, სუბლიმაციური შრობის

 

33

 

 

თევზის კონსერვებით

 

80

 

 

სასაუზმოთ განკუთვნილი ბოსტნეულის კონსერვებით

 

120

 

10

კარაქი ძროხის შეიცვალოს:

 

 

 

 

კონსერვირებული სტერილიზებული კარაქით

 

100

 

 

მშრალი კარაქის კონცენტრატით

 

70

 

11

ცხოველური გადამდნარი,კომბინირებული ცხიმები  შეიცვალოს:

100

 

 

 

ძროხის კარაქით *

 

67

 

 

ზეთით

 

100

 

 

ხამის ცხიმით

 

130

 

 

გადამდნარი ცხიმით

 

100

 

12

ძროხის რძე** შეიცვალოს:

 

 

 

 

რძის ფხვნილით

 

15

 

 

შედედებული შაქრიანი რძით

 

20

 

 

შედედებული უშაქრო სტერილიზებული რძით

 

30

 

 

კაკაო ან ყავა შედედებული რძითა და შაქრით

 

20

 

 

ყველი ნადნობი, სუბლიმაციური შრობით გამომშრალი

 

8

 

 

რძემჟავა პროდუქტებით (მაწონი)

 

100

 

 

ნაღებით

 

20

 

 

არაჟნით

 

20

 

 

ხაჭოთი

 

30

 

 

კარაქით

 

5

 

 

ყველი კვეთის, მაგარი

 

12

 

 

ყველი ნადნობი

 

18

 

 

ქათმის კვერცხით 

 

0,5

 

 

შედედებული ნაღები შაქრით

 

20

 

 

ბრინზით

 

24

 

 

თვზით (გაცივებული, გაყინული, დამარილებული)

 

60

 

 

 

 

 

 

 

13

კვერცხი ქათმის შეიცვალოს:

1

 

 

 

კვერცხის ფხვნილით

 

15

 

 

კვერცხის მელანჟით

 

50

 

14

შაქარი შეიცვალოს:

100 

 

 

 

კარამელით

 

50

 

 

მურაბით, ჯემით, ხილფაფით

 

140

 

 

მარმელადით

 

130

 

 

საკონდიტრო ორცხობილით

 

100

 

 

ვაფლით

 

100

 

 

ხალვით

 

120

 

 

პასტილით

 

120

 

 

თაფლით

 

120

 

15

შოკოლადი შეიცვალოს:

100 

 

 

 

 

 

 

 

 

კაკაოს ფხვნილით

 

150

 

 

შაქრიანი ნატურალური ყავით ან კაკაოთი შედედებულ რძესთან ერთად

 

200

 

 

ნატურალური ყავით

 

150

 

 

თაფლით

 

165

 

 

 შოკოლადის ნაწარმით

 

100

 

 

ხალვით

 

150

 

 

შოკოლადის დრაჟეთი

 

100

 

16

საკონდიტრო ორცხობილა შეიცვალოს:

100

 

 

 

გალეტებით, I ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან ან სხვა მსგავსი საკონდიტრო ნაწარმით

               

 

100

 

 

ვაფლით

 

100

 

17

ტომატის პასტა შეიცვალოს :

100

 

 

 

ტომატის პიურეთი

 

200

 

 

ტომატის სოუსით

 

100

 

 

ტომატის ფხვნილით ან სხვა მომჟავო ან მომწარო სოუსებით

 

33

 

 

ტომატის წვენით, ახალი პომიდვრით, ბოსტნეულით

 

500

 

18

ხილი შეიცვალოს:

100 

 

 

 

კენკრით

 

100

 

 

ციტრუსით (მანდარინი, ფორთოხალი)

 

100

 

 

საზამთროთი

 

300

 

 

ნესვით

 

200

 

 

ჩირით

 

20

 

 

ხილი და კენრა სუბლიმაციური შრობის

 

20

 

 

კომპოტი კონსერვის

 

50

 

 

ხილისა და კენკრის ნატურალური წვენებით

 

100

 

 

ხილისა და კენკრის კონცენტრირებული წვენებით (მშრალი ნაშთის არანაკლებ 50 %- იანი შემცველობით)

 

20

 

 

ხილისა და კენკრის ექსტრაქტებით

 

20

 

 

მურაბით, ხილფაფით, ჯემით

 

10

 

 

კისელის კონცენტრატით

 

17

 

 

ფხვნილოვანი კონცენტრატი სასმელისათვის

 

30

 

 

პასტერიზებული ხილის კონსერვებით

 

50

 

19

ხილისა და კენკრის ნატურალური წვენები შეიცვალოს:

100

 

 

 

ბოსტნეულის კონსერვებით, სასაუზმე

 

50

 

 

ლიმონმჟავით

 

0,5

 

 

და შაქრით

 

15

 

 

ტომატის ან სხვა ბოსტნეულის წვენით

 

300

 

 

ძროხის რძით

 

100

 

 

წვენის მოსამზადებელი მშრალი კონცენტრატებით

 

15

 

20

ხილის ჩირი შეიცვალოს:

100

 

 

 

გამაგრილებელი სასმელით

 

200

 

 

შაქრით

 

75

 

 

და ჩაით

 

3

 

 

თხილიანი ჩირით ან ჩურჩხელით

 

80

 

21

კისელის კონცენტრატი შეიცვალოს:

100

 

 

 

შაქრით

 

50

 

 

და ჩაით

 

2

 

22

ყავა ნატურალური შეიცვალოს:

100

 

 

 

ხსნადი ყავით

 

40

 

 

ყავიანი სასმელის კონცენტრატით

 

100

 

 

კაკაოს ფხვნილით

 

100

 

 

I ხარისხის ბაიხის ჩაით

 

25

 

23

ჩაი შავი, ბაიხის შეიცვალოს:

100 

 

 

 

ხსნადი ჩაით

 

80

 

 

ყავიანი სასმელის კონცენტრატი

 

400

 

24

მდოგვის ფხვნილი შეიცვალოს:

100 

 

 

 

მდოგვის საწებლით

 

600

 

25

კარტოფილის სახამებელი შეიცვალოს:

100 

 

 

 

კისელის კონცენტრატით

 

100

 

 

კარტოფილის ფქვილით

 

100

 

 

კარტოფილით*

 

500

 

26

ძმარი ნატურალური შეიცვალოს:

100 

 

 

 

ძმრის ესენციით

 

5

 

 

*დასაშვებია პირდაპირი შეცვლა, დაუშვებელია შეცვლა განხორციელდეს პირიქით ან მრავალ საფეხურად;

 

 

 

 

**რადგან სავაჭრო ქსელში რძის გაშვება მომხმარებლისთვის ხდება მისი მოცულობის და არა მასის მიხედვით, წინამდებარე ცხრილში 100სმ3 რძე პირობითად ჩათვლილია 100 გრ რძედ;

 

 

 

 

***ხილისა და კენკრის ნატურალური წვენების, ასევე კომპოტების შეცვლა კისელის კონცენტრატით დაუშვებელია.

 

 

 

 

 


 

 

დანართი №2

 

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები 

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 

 

 

1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და ადგენს მოთხოვნებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში (შემდგომში - დაწესებულება) სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებისადმი.

 

2. დაწესებულების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ბრძანებებსა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

    მუხლი 2 . კონტროლი დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე

1. დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს დაწესებულების ექიმი.

2. დაწესებულების ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს:

ა) თავისუფლებაშეზღუდულთათვის განკუთვნილი საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;

ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;

გ) თავისუფლებაშეზღუდულთა საწოლის თეთრეულის მდგომარეობა და სეზონის პირობებთან  შესაბამისობის დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს დაწესებულების ადმინისტრაციას.

3. ექიმი ვალდებულია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს დაწესებულების ადმინისტრაციას.

4. სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გამოვლენილ დარღვევათა საკუთარი ძალებით აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მოხსენებითი ბარათით მიმართოს სააგენტოს ადმინისტრაციას. მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს  ექიმის წერილი.

 

    მუხლი 3 . დაწესებულებაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების სანიტარიულ-ჰიგიენური უზრუნველყოფა

1. დაწესებულებაში მყოფ პირთა ოთახები არქიტექტურულ-ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა და აღჭურვა უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, პირადი ჰიგიენის დაცვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის შესაძლებლობას ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად, რაც გულისხმობს:

ა) ხარისხიანი, უსაფრთხო და საკმარისი სასმელი წყლით უზრუნველყოფას (არანაკლებ 2,5 ლიტრი ერთ პირზე დღეში);

ბ) პირადი ჰიგიენის წესების (ხელ-პირის დაბანა, პირის ღრუს ჰიგიენური დამუშავება, სხეულის დაბანა არანაკლებ კვირაში ერთხელ, საპარიკმახერო მომსახურება: პირის გაპარსვა, თმის შეჭრა, ფრჩხილის დაჭრა) შესრულებისათვის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ცენტრალიზებულ ქსელთან მიერთებული, შესაბამისად აღჭურვილი სანიტარიულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურით და ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი) უზრუნველყოფას;

გ) საწოლითა და ლოგინით (ლეიბი, ბალიში, საბანი) უზრუნველყოფას;

დ) სუფთა თეთრეულით არანაკლებ კვირაში ერთხელ უზრუნველყოფას და ცვლას დაბინძურების მიხედვით;

ე) მიკროკლიმატის ოპტიმალურ დაცვას სათავსებში (18-25 C0);

ვ) ბუნებრივ და ხელოვნურ განათებას, ვენტილაციას;

ზ) ნარჩენების შეგროვებისა და დროული გატანის უზრუნველყოფას;

თ) ოთახების ყოველდღიური დასუფთავების, ავეჯისა და ფანჯრების ყოველკვირეული წმენდის, პერიოდული სადენზიფექციო სამუშაოების ორგანიზებას;

ი) ოთახის აღჭურვას საერთო სარგებლობის ავეჯით (მაგიდა, სკამი, ტუმბო, კარადა და სხვ.);

კ) პერიოდული სამედიცინო შემოწმების, პროფილაქტიკური აცრების და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას.

2. ავადმყოფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა შეექმნათ შესაფერისი საყოფაცხოვრებო და კვების პირობები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

3. დაუშვებელია თავისუფლებაშეზღუდულთათვის თმების მთლიანი გადაპარსვის იძულება, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.