თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა
და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი |
|
2013 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვების ნორმები განისაზღვროს თანდართული რედაქციით (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვროს თანდართული რედაქციით(დანართი №2).
|
| მუხლი 3 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ამოქმედებამდე, უზრუნველყოს ამ ბრძანების შესასრულებლად აუცილებელი მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება.
|
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
|
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. გამოყენების სფერო 1. წინამდებარე კვების ნორმები შემუშავებულია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ტერიტორიულ ორგანოში - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) მყოფ მსჯავრდებულთა (შემდგომში - თავისუფლებაშეზღუდული) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზებისათვის აუცილებელ ნორმებსა და მოთხოვნებს. 2. ამ ნორმების მოთხოვნათა დაცვა ევალება დაწესებულების ხელმძღვანელ პირებსა და ნებისმიერ თანამშრომელს, ასევე, სამინისტროსა და სააგენტოს სხვა შესაბამის თანამდებობის პირებს. მუხლი 2. ზოგადი მოთხოვნები კვების ორგანიზებისადმი 1. წინამდებარე წესები და ნორმები შემუშავებულია თავისუფლებაშეზღუდულთა ჯანმრთელობისა და ქმედუნარიანობის შენარჩუნების, ასევე ინფექციური და არაინფექციური დაავადებების წარმოშობისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და განსაზღვრავს კვების ობიექტებისა და ასევე კვების ორგანიზების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და მოთხოვნებს. 2. თავისუფლებაშეზღუდულთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია წინამდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნათა მკაცრი დაცვა. მუხლი 3. კვების ორგანიზაცია დაწესებულებაში 1. დაწესებულებაში კვების ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს დაბალანსებულობისა (ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა) და კალორიულობის დადგენილ ნორმებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაწესებულებაში მყოფ პირთა ჯანმრთელობის შენარჩუნება. დაუშვებელია საკვების კალორიულობის შემცირება დისციპლინური სადამსჯელო ღონისძიებების გატარების მიზნით. 2. განსაკუთრებული (დიეტური) კვების რეჟიმის საჭიროების მქონე თავისუფლებაშეზღუდული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ექიმის მიერ სამედიცინო ჩვენების შესაბამისად დადგენილი სამკურნალო კვებისათვის აუცილებელი პროდუქტებით, ამ ბრძანების დანართის №1-ის მოთხოვნების გათვალისწინებით. 3. თავისუფლებაშეზღუდულს უფლება აქვს დამატებითი კვების პროდუქტები შეიძინოს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტში იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მუშაობით ან მის ანგარიშზე ჩარიცხეს სხვა პირებმა ან ორგანიზაციებმა. თავი II კვების რეჟიმები და დაგეგმვა მუხლი 4. ზოგადი დებულებები 1. თავისუფლებაშეზღუდულთა კვების რეჟიმი განსაზღვრავს დღის განმავლობაში კვების ჯერადობას, მათ შორის ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული შუალედების დაცვას, ასევე დამტკიცებული ნორმების მიზანმიმართულ განაწილებას დღისა და კვირის განმავლობაში და საკვების მიღებას განრიგით განსაზღვრული დროის მონაკვეთში. 2. განსაკუთრებულ სიტუაციებსა და პირობებში დასაშვებია დადგენილი კვების რეჟიმის შეცვლა და ახლის შემუშავება სამინისტროსა და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობით. მუხლი 5. დღიური კვება 1. თავისუფლებაშეზღუდულის დღიური კვება უნდა იყოს სამჯერადი. შუალედი საკვების მიღებათა შორის არ უნდა აღემატებოდეს 5 – 6 საათს. 2. სამჯერადი კვების მენიუ – განრიგის შედგენისას დაუშვებელია დღიურ მენიუში ჩაირთოს ერთნაირი დასახელების კერძები. 3. ენერგიაზე ორგანიზმის მოთხოვნილების განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოხმარებული ენერგიის რეკომენდებული დონის სიზუსტეს. ამ შემთხვევაში გამორიცხული უნდა იქნეს დისპროპორცია საკვებით მიღებულ ენერგიასა და მის ხარჯვას შორის. დასაშვებია დღიურ რაციონში, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რეკომენდებული მოხმარების შესაბამისად, ენერგეტიკული მაჩვენებელი მერყეობდეს 2390 კკალ-დან 2900 კკალ-მდე ცალკეული დღეების მიხედვით. 4. დღიური რაციონი კალორიულობის მიხედვით უნდა იქნეს გადანაწილებული შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ა) საუზმე 30 – 35%; ბ) სადილი – 40 – 45%; გ) ვახშამი – 30 – 20%. მუხლი 6. საუზმე 1. საუზმის მოსამზადებლად მიზანშეწონილია ცილებითა და ცხიმებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება. 2. საუზმეზე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კვების მინიმალური ნორმებით დადგენილი ხორცის ან თევზეულის ჩართვა კერძში გარნირთან ერთად. გარნირად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს – მაკარონი ან მისი ნაწარმი, წიწიბურის ან ბრინჯის ფაფა, ბოსტნეულის გარნირი. საუზმეზე აუცილებელია ასევე ჩაის ან სხვა ცხელი სასმელის გათვალისწინება. მუხლი 7. სადილი სადილი, როგორც წესი, უნდა შედგებოდეს საუზმეულისა (ცივი კერძის) და ცხელი კერძის (კვირაში არანაკლებ 4 – 5 – ჯერ – წვნიანი კერძი), ან ორი დასახელების ცხელი კერძისგან (მათგან ერთი – წვნიანი კერძი). მუხლი 8. ვახშამი ვახშამი უნდა იყოს სადილთან და საუზმესთან შედარებით უფრო მსუბუქი და შეიცავდეს ადვილად მოსანელებელ კერძს და ჩაის. მუხლი 9. მენიუ - განრიგი 1. დაწესებულების უფროსი ამტკიცებს 4 სახის (სეზონის შესაბამის) ყოველკვირეულ მენიუ – განრიგებს (შემდგომში – მენიუ) ამ ბრძანებით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში. 2. ულუფის დღიური განრიგის შემდგენელ პირთა შორის აუცილებელია ექიმისა და უფროსი მზარეულის (მზარეულ-ინსტრუქტორი) მონაწილეობა. 3. მენიუ, როგორც წესი, უნდა შედგეს ერთი კვირის ვადისთვის ყოველდღიური ნორმების გათვალისწინებით, სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (დედანი) ინახება სააგენტოში მეორე დაწესებულებაში, ხოლო მესამე ეგზემპლარი უნდა გამოიკრას ვესტიბიულში, თავისუფლებაშეზღუდულთათვის გაცნობის მიზნით. 4. მენიუს შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) თავისუფლებაშეზღუდულთათვის დადგენილი კვების რეჟიმი და სასურსათო ნორმები; ბ) სასურსათო საწყობში არსებული პროდუქტების ასორტიმენტი და რაოდენობა; გ) სეზონის თავისებურებები; დ) დამატებითი პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობა; ე) მზარეულების რაოდენობა და კვალიფიკაცია; ვ) სასადილოს აღჭურვილობა ტექნოლოგიური და სამაცივრო დანადგარებით; ზ) ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია, შეძლებისდაგვარად იქნეს გათვალისწინებული თავისუფლებაშეზღუდულთა სურვილები და მოთხოვნილებები მათი სამედიცინო ჩვენებების, აგრეთვე, რელიგიური ან სხვა ნიშნების მიხედვით. 5. მენიუს შედგენის მეთოდიკა გულისხმობს ერთი კვირის ვადისთვის კერძების სწორ შერჩევას და თითოეულ მიღებაზე მათ სწორ გადანაწილებას. ამ მიზნით რეკომენდებულია კერძები კართოთეკებისა და სამაგალითო მენიუების გამოყენება. 6. ერთი კვირისათვის შედგენილ მენიუში ერთი დასახელების კერძის ჩართვა დასაშვებია არა უმეტეს 2-3 ჯერ. 7. მენიუს შედგენისას აუცილებელია გათვალიწინებულ იქნეს ბურღულეულისა და ბოსტნეულის გარნირების მონაცვლეობა. 8. მენიუში კერძების დასახელება უნდა იქნეს შეტანილი გარკვევით, სრულად, ყოველგვარი შემოკლებების გარეშე. მაგალითად: მოხარშული ხორცი წიწიბურას ფაფით, მოშუშული თევზი კარტოფილის პიურეთი და ა.შ. 9. მენიუში უნდა ჩაირთოს კვირის იჯრით დადგენილი პროდუქტები მთლიანად (ჩანაცვლების ნორმების გათვალისწინებით). 10. კვების მრავალფეროვნების მისაღწევად ცალკეულ დღეებში შესაძლებელია პროდუქტების შეცვლის დადგენილი ნორმების გათვალისწინება და ერთი პროდუქტის შეცვლა მეორე პროდუქტით. 11. დღიურ რაციონში პროდუქტების სწორი გადანაწილებისათვის და მენიუ-განრიგის იოლი შედგენისათვის რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს პროდუქტების უკვე დადგენილი მუდმივი ჯამური ნაკრები როგორც ცივი საუზმეულისათვის, ასევე პირველი თუ მეორე თავი კერძებისათვის. მუხლი 10. ხორცეულისა და თევზეულის კერძები 1. საუზმეზე ხორციანი კერძის მოსამზადებლად უმჯობესია ხორცის ჩაშუშვა ან მოხარშვა, ხოლო სადილზე დასაშვებია მომზადდეს შემწვარი ხორცის კერძი ხორცის ჩახოხბილი, კატლეტი ან სხვა. 2. თევზეულის კერძები უნდა მომზადდეს ასევე ფართო ასორტიმენტში: თევზი შემწვარი, მოშუშული, გამომცხვარი და სხვა. თევზეულის კერძებისათვის უმჯობესია ბოსტნეულის გარნირების გამოყენება. 3. ხორცეულისა და თევზეულის კერძები კვების თითოეულ ჯერზე, ან თითოეულ დღეზე რეკომენდებულია მომზადდეს მონაცვლეობით. 4. ბოსტნეულის ან ვინეგრეტებისგან წარმოდგენილ ცივ საუზმეულთან ერთად შესაძლებელია დამარილებული ქაშაყი, მაგრამ ამ შემთხვევაში მცირდება თევზის სხვა კერძის რაოდენობა. 5. იკრძალება დამარილებული ქაშაყის გამოყენება თევზეულის კერძების მოსამზადებლად. 6. შენაცვლებადი ცხრილების გამოყენების შემთხვევაში, მენიუში ხორცის კერძების შეტანა უნდა დაიგეგმოს არანაკლებ კვირაში 3-ჯერ, თევზეულის კერძებისა კი – არანაკლებ კვირაში 2- ჯერ. 7. მეორე კერძის გარნირად უმჯობესია მომზადდეს არა ბლანტი, არამედ ფანტია ფაფები.
მუხლი 11. სხვადასხვა კერძები და პროდუქტები 1. დაჭრილი სახით გაცემის შემთხვევაში, ჭვავის პურის კმაყოფაზე მყოფ პირთა ულუფაში უნდა გადანაწილდეს ასეთი სახით: საუზმეზე – 30%; სადილზე – 45 % და ვახშამზე – 25%; ხოლო I ხარისხის ფქვილისგან საუზმეზე – 35 %, სადილზე – 30%, ვახშამზე – 35%; რეკომენდებულია ასევე პურის გაცემა მოხდეს მთლიანი რაოდენობით. 2. სასადილოში კვირაში ერთხელ ან ორჯერ რეკომენდებულია საკონდიტრო ნაწარმის გამოცხობა. ასეთ შემთხვევაში ულუფით გათვალისწინებული ხორბლის პური (I ხარისხის ფქვილისაგან) იცვლება ამავე ხარისხის ფქვილით (ჩანაცვლებადი ცხრილების გამოყენებით). 3. ხორბლის ფქვილი გამოიყენება I თავი კერძის, სოუზის მოსამზადებლად, ასევე თევზის შეწვისას თევზის ნაჭრების ფქვილში ამოსავლებად. 4. ბრინჯი, რომელიც გაიცემა ბურღულეულის სანაცვლოდ, რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ხორცეულის კერძებისათვის (სადილზე კვირაში 2-3 ჯერ), ასევე წვნიანებისთვის. 5. კვების მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ბოსტნეულის, ბურღულეულისა და პარკოსნების ერთდროული გამოყენება (კომბინირებული კერძები). მუხლი 12. ულუფის გამოსავალი 1. კვებაში მზა კერძების, ხორციანი და თევზის ულუფების გამოსავლის განსაზღვრისთვის გამოიყენება პროდუქტების სხვადასხვა ტექნოლოგიური დამუშავებისას დადგენილი საშუალო ნორმები. 2. მეორე კერძის გამოსავლის პროდუქტების დღიურ განრიგში აღინიშნება როგორც კერძის საერთო მასით (ხორცისა და თევზის ულუფა გარნირთან და / ან სოუზთან ერთად), ასევე ცალკეული კომპონენტების მასით. მაგალითად: მოხარშული ხორცის ერთი ულუფის მასა თუ უნდა იყოს 48გ, წიწიბურას ფაფისა – 240გ და სოუზის – 50გ, დღიურ განრიგში მეორე კერძის გამოსავალი აღინიშნება შემდეგი სახით: მთლიანი მასაა 48+240+50=358გ. მუხლი 13. სადღესასწაულო დღეები სადღესასწაულო დღეებში სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება მომზადდეს კერძი ისეთი პროდუქტისაგან, რომელიც არ არის გათვალისწინებული კვების ნორმებით. მუხლი 14.
|
მუხლი 1. ზოგადი
დებულებანი
1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და ადგენს მოთხოვნებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში (შემდგომში - დაწესებულება) სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებისადმი.
2. დაწესებულების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ბრძანებებსა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მუხლი 2 . კონტროლი დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე 1. დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს დაწესებულების ექიმი. 2. დაწესებულების ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს: ა) თავისუფლებაშეზღუდულთათვის განკუთვნილი საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; გ) თავისუფლებაშეზღუდულთა საწოლის თეთრეულის მდგომარეობა და სეზონის პირობებთან შესაბამისობის დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს დაწესებულების ადმინისტრაციას. 3. ექიმი ვალდებულია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს დაწესებულების ადმინისტრაციას. 4. სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გამოვლენილ დარღვევათა საკუთარი ძალებით აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მოხსენებითი ბარათით მიმართოს სააგენტოს ადმინისტრაციას. მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს ექიმის წერილი.
მუხლი 3 . დაწესებულებაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების სანიტარიულ-ჰიგიენური უზრუნველყოფა 1. დაწესებულებაში მყოფ პირთა ოთახები არქიტექტურულ-ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა და აღჭურვა უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, პირადი ჰიგიენის დაცვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის შესაძლებლობას ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად, რაც გულისხმობს: ა) ხარისხიანი, უსაფრთხო და საკმარისი სასმელი წყლით უზრუნველყოფას (არანაკლებ 2,5 ლიტრი ერთ პირზე დღეში); ბ) პირადი ჰიგიენის წესების (ხელ-პირის დაბანა, პირის ღრუს ჰიგიენური დამუშავება, სხეულის დაბანა არანაკლებ კვირაში ერთხელ, საპარიკმახერო მომსახურება: პირის გაპარსვა, თმის შეჭრა, ფრჩხილის დაჭრა) შესრულებისათვის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ცენტრალიზებულ ქსელთან მიერთებული, შესაბამისად აღჭურვილი სანიტარიულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურით და ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი) უზრუნველყოფას; გ) საწოლითა და ლოგინით (ლეიბი, ბალიში, საბანი) უზრუნველყოფას; დ) სუფთა თეთრეულით არანაკლებ კვირაში ერთხელ უზრუნველყოფას და ცვლას დაბინძურების მიხედვით; ე) მიკროკლიმატის ოპტიმალურ დაცვას სათავსებში (18-25 C0); ვ) ბუნებრივ და ხელოვნურ განათებას, ვენტილაციას; ზ) ნარჩენების შეგროვებისა და დროული გატანის უზრუნველყოფას; თ) ოთახების ყოველდღიური დასუფთავების, ავეჯისა და ფანჯრების ყოველკვირეული წმენდის, პერიოდული სადენზიფექციო სამუშაოების ორგანიზებას; ი) ოთახის აღჭურვას საერთო სარგებლობის ავეჯით (მაგიდა, სკამი, ტუმბო, კარადა და სხვ.); კ) პერიოდული სამედიცინო შემოწმების, პროფილაქტიკური აცრების და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას. 2. ავადმყოფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა შეექმნათ შესაფერისი საყოფაცხოვრებო და კვების პირობები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 3. დაუშვებელია თავისუფლებაშეზღუდულთათვის თმების მთლიანი გადაპარსვის იძულება, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა. |