,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის №365/№01-49/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№129
სარეგისტრაციო კოდი
100060000.22.038.016383
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №129-№01-50/ნ

2014 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის №365-№01-49/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2013 წლის 26 დეკემბრის №365/№01-49/ნ ერთობლივ  ბრძანებაში (სსმ, 100060000.22.038.016249, 26/12/2013) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 1

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვების ნორმები განისაზღვროს თანდართული რედაქციით (დანართი №1).

მუხლი 2

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვროს  თანდართული რედაქციით (დანართი №2).           

მუხლი 3

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ამოქმედებამდე, უზრუნველყოს ამ ბრძანების შესასრულებლად აუცილებელი მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება.“.

2.  ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის  პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. წინამდებარე კვების ნორმები შემუშავებულია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და  „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ტერიტორიულ ორგანოში - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) მყოფ მსჯავრდებულთა (შემდგომში - თავისუფლებაშეზღუდული)  ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზებისათვის აუცილებელ ნორმებსა და მოთხოვნებს.“;

3.  ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის  პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დაწესებულების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ბრძანებებსა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო