⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.04.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.12.2013
ძალის დაკარგვა 01.04.2017
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №260
სარეგისტრაციო კოდი 310050020.54.066.016057
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,851 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2013 მიღება
01.04.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №260 2013 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი ,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის №1-1/307 ბრძანების საფუძველზე,  ვბრძანებЖ მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“ №1-6 დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე“  სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 1 აგვისტოს №86 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“ (შემდგომ - წესი) შემუშავების საფუძვლად გამოყენებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართის („საავიაციო უშიშროება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედობებისაგან“), იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC-8973 („საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელო“), ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) ოფიციალური გამოცემის  DOC-30 (ECAC-ის პოლიტიკა საავიაციო უშიშროების სფეროში),  „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულების მოთხოვნები. 2. საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის (შემდგომ – წესი) მიზანია საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება. 3. წესის მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებზე, აგრეთვე, ნებისმიერ პირზე, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში. 4. პირი/სატრანსპორტო საშუალება საქართველოს სამოქალაქო აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში არ დაიშვება, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი საშვი. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ წესის მე-4 მუხლის 36-ე პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციით განსაზღვრულ პირებზე/სატრანსპორტო საშუალებებზე. 5. საშვი ადასტურებს პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების უფლებას, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტ(ებ)ის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, საშვით განსაზღვრული პირობებით (მოქმედების ვადა, ზონა და სხვა). 6. საშვის გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, საშვის გაუქმებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ზედამხედველობას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). 7. საშვის გამცემი უზრუნველყოფს საშვის გაცემასთან და/ან საშვის გაუქმებასთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონული ბაზის შექმნას, დაცვას და მუდმივ განახლებას.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები  1. წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საშვი - დოკუმენტი, რომლის საფუძველზე პიროვნება დაიშვება საქართველოს შესაბამისი სამოქალაქო  აეროპორტ(ებ)ის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონა(ებ)ში.   ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საშვი - დოკუმენტი, რომლის საფუძველზე  ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიშვება საქართველოს შესაბამისი სამოქალაქო აეროპორტ(ებ)ის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონა(ებ)ში. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს და ცნებებს აქვს „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულებით განსაზღვრული განმარტებები.  მუხლი 3🔗. აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები  1. აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში აეროპორტის კონტროლირებად ზონაში დაშვების კონტროლთან ერთად, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით გამოიყენება ამ წესით და ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულებით განსაზღვრული კონტროლის სხვა ზომები. 2. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს განეკუთვნება აეროპორტის კონტროლირებად ზონაში განთავსებული: ა) საჰაერო ხომალდები; ბ) საჰაერო ხომალდების სადგომად გამოყოფილი ტერიტორია; გ) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ობიექტები (ანგარები, ატბ); დ) საჰაერო მოძრაობის მომსახურებისთვის (აერონავიგაცია) განკუთვნილი ობიექტები; ე) რადიოშუქტექნიკური მოწყობილობები; ვ) საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამტარი პუნქტები (შემდგომში – სგპ); ზ) მგზავრთა მომსახურების ობიექტები (სტერილური ზონები, მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, ხელბარგის და ბარგის შემოწმების ზონები და სხვ.); თ) პერონი; ი) ბარგის დახარისხების ზონები; კ) სატვირთო ტერმინალები/საწყობები; ლ) ფოსტის დახარისხების პუნქტები/ცენტრები; მ) საბორტო მარაგის განთავსების ადგილი; ნ) ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების დახარისხების ობიექტები; ო) საწვავ-საცხები მასალების (შემდგომში – სსმ) განთავსების ადგილები/საწყობები. 3. აეროპორტში, შეზღუდული დაშვების დაცული ზონების რაოდენობას, საზღვრებს და მდებარეობას, საფრთხის ხარისხიდან გამომდინარე, განსაზღვრავს აეროპორტის ადმინისტრაცია, რაც დაწვრილებით უნდა აისახოს აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში. 4. აეროპორტის კონტროლირებადი ზონის საზღვრებს, რაც უნდა შეესაბამებოდეს ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განსაზღვრავს აეროპორტის ადმინისტრაცია. აეროპორტის კონტროლირებადი ზონის საზღვრები უნდა აისახოს აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში. 5. აეროპორტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში ცვლილებების შეტანა დაიშვება სააგენტოსთან შეთანხმებით. მუხლი 4🔗. საშვთა სახეები. საშვების უწყებრივი რეესტრი  1. აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში ან აეროპორტის ფარგლებს გარეთ მდებარე იმ ობიექტების შესაბამის ზონებში დაშვება, რომელთა ფუნქციონირებაც დაკავშირებულია ამ აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, კონტროლდება ამ წესით განსაზღვრული საშვების გამოყენების საშუალებით. 2. შეზღუდული დაშვების დაცული ზონის საშვები, რაც პერსონალს აძლევს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შესვლის უფლებას, გაიცემა ამ წესის მოთხოვნების საფუძველზე. 3. აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვების სახეებია: ა) პიროვნების მუდმივი საშვი; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივი საშვი; გ) პიროვნების დროებითი საშვი; დ) პიროვნების ერთჯერადი საშვი; ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთჯერადი საშვი; ვ) მატერიალური საშვი. 4. აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პიროვნების მუდმივი საშვის ფორმა განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მუდმივი საშვი გაიცემა: ა) აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში მომუშავე პერსონალზე - 12 თვის ვადით; ბ) აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დასაშვებ  ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე -  არაუმეტეს 12 თვის ვადით.  6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პიროვნების დროებითი საშვის ფორმა განსაზღვრულია ამ წესის დანართი №4-ით და იგი გაიცემა აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დროებით მომუშავე პერსონალზე არაუმეტეს 30 დღის  ვადით, ასევე იმ პირებზე, რომლებმაც დაკარგეს: ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პიროვნების მუდმივი საშვი, რომელიც გაიცემა დაკარგვის ფაქტის სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებამდე ან ახალი საშვის გაცემამდე; ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პიროვნების დროებითი საშვი, რომელიც გაიცემა დაკარგვის ფაქტის სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებამდე ან ახალი საშვის გაცემამდე.     7. ერთსა და იმავე პიროვნებაზე დროებითი საშვის გაცემა დასაშვებია  წელიწადში ორჯერ.   8. პირი, რომელზეც გაიცემა ამ წესით გათვალისწინებული პიროვნების დროებითი საშვი, აეროპორტის კონტროლირებად ზონაში უნდა გადაადგილდეს მუდმივი საშვის მქონე გამცილებლის თანხლებით, გარდა იმ პირებისა, რომელთა მონაცემები  შემოწმებულია და რომლებსაც გავლილი აქვთ ამ მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული სწავლება. 9. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთჯერადი საშვების ფორმა განსაზღვრულია ამ წესის დანართი №5-ით და დანართი №6-ით. 10. პიროვნების ერთჯერადი საშვი გაიცემა  აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ დაინტერესებული ორგანიზაციის წერილობითი განაცხადისა და ტერიტორიაზე დასაშვები პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, პასპორტის ან მართვის მოწმობის საფუძველზე. 11. პიროვნების ერთჯერადი საშვი მოქმედებს 24 საათის განმავლობაში. 12. პიროვნების ერთჯერადი საშვის გაცემა ერთსა და იმავე პიროვნებაზე 30 კალენდარული დღის განმავლობაში დასაშვებია  5-ჯერ. 13. პირი, რომელზეც გაიცემა პიროვნების ერთჯერადი საშვი,  აეროპორტის კონტროლირებად ზონაში უნდა გადაადგილდეს მუდმივი საშვის მქონე გამცილებლის თანხლებით. კონტროლირებადი ზონის დატოვებისთანავე  პირი ვალდებულია დაუბრუნოს საშვი გამცემ ორგანოს. 14. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ერთჯერადი საშვის გაცემა ხორციელდება აეროპორტის ადმინისტრაციასთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების და დასაშვები პირის პასპორტის  საფუძველზე. 15. ავტოსატრანპორტო საშუალების ერთჯერადი საშვი გაიცემა, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დაინტერესებული ორგანიზაციის წერილობითი განაცხადის საფუძველზე. საშვი მოქმედებს 24 საათის განმავლობაში,  საშვი დამაგრებული უნდა იქნეს წინა საქარე მინაზე და მასში ასახული უნდა იყოს: ა) სატრანსპორტო საშუალების ტიპი, მოდელი და სახელმწიფო ნომერი; ბ) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სახელი და გვარი; გ) ის  ზონები, რომლებშიც მოქმედებს საშვი. 16. ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთჯერადი საშვის გაცემა ხორციელდება მძღოლის  შესაბამისი კლასის მართვის მოწმობის  საფუძველზე. ერთჯერადი საშვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება აეროპორტის კონტროლირებად ზონაში უნდა გადაადგილდეს, საავიაციო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის თანხლებით, რომელსაც გავლილი ექნება აეროდრომზე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქტაჟი. კონტროლირებადი ზონის დატოვებისთანავე ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი  ვალდებულია დაუბრუნოს საშვი გამცემ ორგანოს. 17. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მატერიალური საშვი გაიცემა აეროპორტის კონტროლირებად ზონაში/ზონიდან მატერიალური ფასეულობის შეტანის/გამოტანის მიზნით და მისი ფორმა განსაზღვრულია ამ წესის დანართი №2-ით.   18. სააგენტო გასცემს პიროვნების მუდმივ საშვს საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე და პიროვნებისა და სატრანსპორტო საშუალებების მუდმივ საშვს სააგენტოს თანამშრომლებზე ამ წესის საფუძველზე შემუშავებული ინსტრუქციის შესაბამისად.  სხვა ნებისმიერი საშვის გაცემას უზრუნველყოფს აეროპორტის ადმინისტრაცია, სააგენტოსთან შეთანხმებული საშვ(ებ)ის დამზადების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის და ამოღების ინსტრუქციის საფუძველზე. 19. აეროპორტის სასაზღვრო და საბაჟო ზონაში შესვლის უფლების დამადასტურებელი ნებისმიერი საშვი (ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების)  გაიცემა სასაზღვრო პოლიციასთან და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. 20. სააგენტოს მიერ გაცემული საშვი მოქმედებს საქართველოს ყველა სამოქალაქო აეროპორტის კონტროლირებად და/ან შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, ამ საშვით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ხოლო აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გაცემული საშვი მოქმედებს კონკრეტული აეროპორტის კონტროლირებად და/ან შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში. საჰაერო მოძრაობის სამსახურის იმ თანაშრომლებზე, რომელთაც სისტემატურად უწევთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება საქართველოს ერთზე მეტ სამოქალაქო აეროპორტში, აეროპორტის ადმინისტრაცია, სააგენტოსთან შეთანხმებით, გასცემს პიროვნების მუდმივ საშვს, რომელიც მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში საშვით განსაზღვრულ კონტროლირებად და/ან შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში. 21.პიროვნების მუდმივ  საშვს უნდა გააჩნდეს გაყალბებისაგან დამცავი კოდური სისტემა. კოდური სისტემის მიმართ მოთხოვნები განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით. 22. დამსაქმებელი საწარმოს ლიკვიდაციის, პირის სამუშაოდან გათავისუფლების, ან სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში, საშვის გაუქმების მიზნით, ავიასაწარმო ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს საშვის გამცემ ორგანოს პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. საშვის მფლობელი ვალდებულია ჩააბაროს  საშვი მის გამცემს, გაუქმედან 7 სამუშაო დღის ვადაში. რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საშვების უწყებრივ რეესტრში (შემდგომ – რეესტრი). 23. შესაბამისი საშვის მქონე პირის დაშვება საჰაერო ხომალდთან შეიძლება შეიზღუდოს აეროპორტის სასაზღვრო პოლიციისა და საბაჟო ორგანოს მოთხოვნით. შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს ამ საჰაერო ხომალდზე, კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო და საბაჟო ფორმალობების განხორციელების პერიოდში. 24. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის ორგანოების წარმომადგენლები და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც არ გააჩნიათ ამ წესით გათვალისწინებული საშვები, კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში ტაბელური იარაღით და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით დაიშვებიან „მართლასაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულებით დამტკიცებული „მართლასაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომ – სახელმწიფო პროგრამის) 21-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში. 25. დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების თანამშრომლები კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან სახელმწიფო პროგრამის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. 26. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საშვ(ებ)ის მისაღებად დაინტერესებული ორგანიზაცია საშვის გამცემ ორგანოს მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული ინსტრუქციით. პიროვნების მუდმივი საშვის მოთხოვნის განცხადებაში ასახული უნდა იყოს საშვის მიღების კანდიდატის თანამდებობა და პირადი მონაცემები. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კონტროლირებადი და/ან შეზღუდული დაშვების დაცული ზონები და ამ ზონებში, საშვის მიღების დაშვების აუცილებლობა. დაინტერესებული ორგანიზაცია უზრუნველყოფს საშვის მიმღების  მონაცემების  შემოწმებას როგორც განცხადების შემოტანისას, ასევე პერიოდულად – 12 თვეში ერთხელ მაინც. პირზე, რომელის ანკეტური მონაცემები არ არის  შემოწმებული  და/ან არ აქვს გავლილი სწავლება ICAO-ს ოფიციალური გამოცემის  Doc 8973 მე-10 დამატების A და B დანართში მითითებული პროგრამის მიხედვით, კონტროლირებადი და/ან შეზღუდული დაშვების დაცული ზონებში შესასვლელი პიროვნების მუდმივი საშვი არ გაიცემა. 27. ამ მუხლის 26-ე პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაცია უზრუნველყოფს საკუთარი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნ(ებ)ის შეტანას.   28. სასაშვო და შიდაობიექტური რეჟიმის მდგომარეობის შემოწმებას გეგმური და/ან არაგეგმური ინპექტირების ფარგლებში ახორციელებს სააგენტო, ხოლო ხარისხის შიდა კონტროლის ფარგლებში -  აეროპორტის ადმინისტრაცია საქართველოს ყველა აეროპორტში. შემოწმებები შეიძლება ჩატარდეს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ორგანოების წარმომადგენლებთან შეთანხმებით, მათი კომპეტენციის გათვალისწინებით. 29. საშვების გაცემის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვებულ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა. 30. ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივი საშვი დამაგრებული უნდა იქნეს წინა საქარე მინაზე და მასში ასახული უნდა იყოს: ა) სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; ბ) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სახელი, გვარი და სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატანტის დასახელება; გ) საშვის მოქმედების ვადა; დ) ის შეზღუდული დაშვების ზონები,  რომლებშიც მოქმედებს საშვი; ე) სატრანსპორტო საშუალების მძღოლისათვის, აეროდრომზე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქტაჟის ჩამტარებელი, აეროპორტის თანამშრომლის სახელი, გვარი, ინსტრუქტაჟის ჩატარების თარიღი; ვ) საშვის გამცემის ემბლემა/ლოგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 31. საშვის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უნდა გააჩნდეს ამ სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კლასის მართვის მოწმობა და იგი გაცნობილი უნდა იყოს აეროდრომზე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქციას. 32. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებაში მძღოლის გარდა იმყოფება სხვა პირი (პირები), მას (მათ) უნდა გააჩნდეთ აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვი და უნდა გაიაროს(ნ) შემოწმება საავიაციო უშიშროებაზე  სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად. 33. ამ მუხლის მე-3 პუნქტის  „ბ “ და „ე “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საშვების მქონე სატრანსპორტო საშუალება, საკონტროლო-გამტარ პუნქტზე ექვემდებარება სავალდებულო შემოწმებას აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ. 34. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის დამატებითი ზომების სახით, აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, აეროპორტის კონტროლირებად ზონაში შეიძლება განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალებების გაცილება საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ. 35. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე საბაჟო ორგანოს მოთხოვნით, ამ ორგანოს მიერ მითითებულ პირზე და სატრანსპორტო საშუალებაზე ერთჯერადი საშვი გაიცემა წინასწარი განაცხადის გარეშე. აუცილებლობის შემთხვევაში ამ სატრანსპორტო საშუალებას აცილებს აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი. 36. მგზავრები, აგრეთვე საგანგებო სიტუაციისას საძიებო-სამაშველო სამსახურების, სახანძრო რაზმების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საავიაციო შემთხვევების შედეგების სალიკვიდაციო ბრიგადების და სხვა სპეციალური სამსახურების წევრები და სატრანსპორტო საშუალებები, აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან საშვის გარეშე, საავიაციო უშიშროების აეროპორტის კომიტეტის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. ამ პუნქტით განსაზღვრული ინსტრუქცია, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულების მოთხოვნები, დამტკიცებამდე თანხმდება სააგენტოსთან. 37. გაუთვალისწინებელ ვითარებებში მოქმედების გეგმის შესრულებაში ჩართული ძალების და ტექნიკური საშუალებების აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში დაშვების წესს, ოპერატიული შტაბის წევრებთან შეთანხმებით, ამტკიცებს საავიაციო უშიშროების აეროპორტის კომიტეტი. 38. კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში მატერიალური ფასეულობების შეტანის და/ან გამოტანისთვის დამატებით გაიცემა მატერიალური საშვი. მატერიალური საშვი ერთჯერადია და მოქმედებს მხოლოდ გაცემის დღეს – არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში.   39. საერთაშორისო აეროპორტში საზღვარგარეთიდან ჩამოტანილ მატერიალურ ფასეულობებსა და სხვა ტვირთებზე მატერიალური საშვების გაცემის საფუძველს, გარდა სატვირთო ზედნადებისა, წარმოადგენს მათ გატანაზე სატვირთო საბაჟო დეკლარაცია და/ან საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა. 40. აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე სატვირთო ტერმინალიდან საჰაერო ხომალდამდე ან პირიქით, ტვირთების გადატანის საფუძველს, გარდა საავიაციო უშიშროებაზე შემოწმების ჩატარების აღნიშვნისა, წარმოადგენს ტვირთის თანმხლები შესაბამისი დოკუმენტები (სატვირთო ან საფოსტო ზედნადები, საბარგო ქვითარი და სხვა). 41. რეესტრში შეიტანება საშვით განსაზღვრული მონაცემები, აგრეთვე საშვის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, საშვის გაუქმების, მასში ცვლილებების შეტანის მონაცემები, აგრეთვე ამ მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.   42.  რეესტრის მონაცემები საჯაროა. 43. პირს საშვის გაცემაზე უარი ეთქმება, თუ საშვის გაცემის თაობაზე ამ პირის განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. 44. საშვი უქმდება, თუ პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რაც უარყოფითად მოქმედებს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე. 45. საშვში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საშვით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში მისი გამცემის მიერ, იმ ავიასაწარმოს განცხადების საფუძველზე, სადაც დასაქმებულია საშვის მფლობელი. საშვში ცვლილებების შეტანისას გაიცემა ახალი საშვი, ხოლო ძველი ბარდება მის გამცემს. 46. თვითნებურად საშვის ან რეესტრის მონაცემებში შესწორებების შეტანა ან გადაკეთება, ან საშვის სხვა პირზე გადაცემა  აკრძალულია. 47.  საშვის დაკარგვის შემთხვევაში საშვის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, პირადად აცნობოს დამსაქმებელს და საშვის გამცემ ორგანოს ტელეფონის საშუალებით, ხოლო შემდგომ კი წერილობით. საშვის გამცემმა ორგანომ უნდა აწარმოოს დაკარგული საშვების აღრიცხვა. 48. ყველა პირი, რომელიც იმყოფება კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში, ვალდებულია მიიმაგროს საშვი გარე ტანსაცმლის ზედა მარცხენა მხარეს თვალსაჩინო ადგილზე. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 1 ივლისის ბრძანება № 101 - ვებგვერდი, 01 .0 7 .2014წ. მუხლი 5🔗. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების დაცვა  1. აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების დაცვის საკითხები რეგულირდება „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულებით, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართით („საავიაციო უშიშროება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედობებისაგან“) და ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 2. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების დაცვის, აგრეთვე, საჰაერო ხომალდის (შემდგომში – სხ) დაცვის საკითხები, აეროპორტის ტერიტორიაზე მისი დგომის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასახული უნდა იყოს აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში. სხ-ის დაცვის საკითხები ასევე აისახება სხ-ის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში. 3. მიწაზე მყოფი სამოქალაქო სხ-ის დაცვას ახორციელებენ: ა) აეროპორტის ტერიტორიაზე განლაგებულ ანგარებში ან სხვა შესაბამის ტერიტორიაზე ტქნიკური მომსახურების დროს – ტექნიკური მომსახურების განმხორციელებელი პერსონალი; ბ) აეროდრომის სადგომზე ორ საათზე მეტი დროის განმავლობაში დგომისას – სხ-ის ექსპლუატანტის ან ხელშეკრულების საფუძველზე, აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახური; გ) აეროდრომის სადგომზე ორ საათამდე დროის განმავლობაში დგომის შემთხვევაში – საავიაციო უშიშროების სამსახური ან სხ-ის მეთაურის მიერ დანიშნული ეკიპაჟის წევრი, ხოლო აეროდრომის გარეთ იძულებითი დაფრენის დროს – სხ-ის მეთაურის მიერ დანიშნული ეკიპაჟის წევრი; დ) საავიაციო სამუშაოების განხორციელებისას სერტიფიცირებული აეროდრომის გარეთ – საავიაციო სამუშაოების შემკვეთი ორგანიზაცია. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ასახულ უნდა იქნეს შემკვეთ ორგანიზაციასა და სხ-ის ექსპლუატანტს შორის საავიაციო სამუშაოების წარმოების განხორციელებაზე დადებულ ხელშეკრულებაში. 4. აეროპორტის საჰაერო ხომალდების სადგომ და ტექნიკური მომსახურების საწარმოო ტერიტორიაზე საშვებით დაიშვებიან მხოლოდ ის პირები და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებულნი საჰაერო ხომალდის მომსახურებასთან. სხ-ზე ტექნიკური მომსახურების ან მომსახურების სხვა სამუშაოების ჩასატარებლად როგორც საინჟინრო-ტექნიკური, ასევე სხვა პერსონალი, საჰაერო ხომალდზე დაიშვებიან საშვებით და სამუშაოს შესრულების განწესით. 5. სხ-ის ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დროებით შეჩერების (2 საათამდე) შემთხვევაში მთელი მომსახურე პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები გაყვანილ იქნენ სადგომიდან, უნდა დაიკეტოს სხ-ის ყველა კარები, ნაკვეთურების სახურავები და ლუკები, გამოირთოს ენერგიის წყარო, ხოლო ტრაპები, კიბეები და პწკალები უნდა მოშორდეს საჰაერო ხომალდს. 6. ტექნიკური მომსახურების ხანგრძლივი დროის (2 საათზე მეტი) შეწყვეტის შემთხვევაში ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: ა) სხ უნდა დათვალიერდეს დაზიანებების გამოვლენის მიზნით; ბ) ყველა კარი, ნაკვეთურების სახურავები და ლუკები უნდა დაიკეტოს; გ) სახმელეთო უზრუნველყოფის ტექნიკური საშუალებები უნდა გამოირთოს ან დაცილდეს სხ-ს; დ) საჰაერო ხომალდი უნდა დაილუქოს. 7. სხ-ის მიღება-ჩაბარებაზე დაშვებულ პირთა სია (სახელი, გვარი, თანამდებობა) განისაზღვრება სხ-ის ექსპლუატანტის მიერ. სიის, აგრეთვე სიით განსაზღვრული პირების ხელმოწერათა და ამ პირებზე დამაგრებული მიღება-ჩაბარების ბეჭდების ნიმუშების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურს. 8. სხ-ის სადგომზე დგომის შემთხვევაში (როდესაც სხ-ის ტექნიკური მომსახურება არ ხორციელდება), მასთან არასანქცირებული დაშვების აღსაკვეთად, მიიღება სიფრთხილის შემდეგი მინიმალური ზომები: ა) სხ-ის ყველა კარი, ნაკვეთურების სახურავები და ლუკები იკეტება; ბ) სხ-ის გარე კარ(ებ)ი ილუქება; გ) ყველა კიბე, ტრაპი და ჩამტვირთავი პლატფორმები სცილდება სხ-ს.