„საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 დეკემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №381 |
|
2013 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - კომისიის წევრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი - კომისიის წევრი
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი - კომისიის წევრი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - კომისიის წევრი
სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი - კომისიის წევრი
სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი - კომისიის წევრი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - მოწვეული წევრი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მოწვეული წევრი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - მოწვეული წევრი.“.
2. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული „საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის დებულების“ :
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსითა და ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით, მათი რაციონალურად გამოყენების უზრუნველსაყოფად.“;
ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფოს მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე რესურსის, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერქნული რესურსების, მცენარეული არამერქნული რესურსების (მათ შორის, სოჭის გირჩების), ზედაპირული წყლის რესურსებისა და საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვა ქონების სარგებლობასთან დაკავშირებულ ამ დებულებით გათვალისწინებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, წინადადებათა მომზადება შესაბამისი ორგანოების მიერ განკარგული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე რესურსის ან სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის და მასთან დაკავშირებული პირობების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადახედვის მიზნით;
გ) საჭიროების შემთხვევაში წინადადებათა მომზადება ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის – სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების (მოპოვების, შესწავლა-მოპოვების), ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისა და საჭიროების შემთხვევაში, გადასახდელი თანხის თაობაზე;
დ) საჭიროების შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (შესწავლა/მოპოვების) ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას და იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური, წლიური მინიმალური ან/და მაქსიმალური მოცულობის ან ყოველდღიური (დღეღამური) ან სხვაგვარი მოცულობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეცვლის საჭიროებას, ან ლიცენზიის მფლობელისთვის წარმოშობს სალიცენზიო პირობით დადგენილი სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის ან/და მარაგების დამტკიცების ვადებში ცვლილების შეტანის საჭიროებას, ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებათა განხილვა;
ე) საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის, ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და/ან მდინარეთა რეგულირების მიზნით, მშენებლობის პროცესში გამოსაყენებლად, აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საშენი მასალების სამშენებლო სამუშაოების წარმოების ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მოპოვებაზე ლიცენზიისგან განთავისუფლების საკითხზე წინადადებათა შემუშავება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსის (ქონების) სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნების დადგენის თაობაზე წინადადებათა მომზადება;
ზ) შესწავლილი საკითხებისა და მათი ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებისა და ქონების რაციონალურად გამოყენების მიზნით.“.
|