2. მგზავრს ეკრძალება:
ა) მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა;
ბ) მძღოლისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვაში ხელის შეშლა;
გ) ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილით მგზავრობისას ძარაზე დგომა, ბორტზე ჩამოჯდომა ან მასზე ტვირთის დადება;
დ) მოძრავი სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (24.12.2013).
წინა რედაქცია (03.01.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. მგზავრის ზოგადი მოვალეობები1. მგზავრი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდეს და იქიდან გადმოვიდეს მისი სრული გაჩერების შემდეგ, ტროტუარის ან გვერდულას მხრიდან, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გზის სავალი ნაწილის მხრიდან, თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. 2. მგზავრს ეკრძალება: ა) მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა; ბ) მძღოლისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვაში ხელის შეშლა; გ) ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილით მგზავრობისას ძარაზე დგომა, ბორტზე ჩამოჯდომა ან მასზე ტვირთის დადება; დ) მოძრავი სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.