გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2013
ძალის დაკარგვა 31.10.2014
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,260 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2013 მიღება
31.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ონიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2013 წლის 27 დეკემბერი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის  განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის,  სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარუგლად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №41 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ .“ მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ონიანი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის  განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის,  სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების სამსახურის დებულება ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის განვითარების სამსახურის  უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას. მუხლი 1🔗. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის  განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის,  სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების სამსახური  შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დებულებების საფუძველზე. 2. სამსახური „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონების, ამ დებულებით დადგენილი წესით აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებსა და გამგებლის დავალებებს. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები 1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერებისა და საჯაროობის პრინციპის დაცვით. 3. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი გარდაბნის მუნციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. მუხლი 3🔗. სამსახურის მუშაობის საერთო წესი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 4🔗. . სამსახურის სამუშაო ენა სამსახურის საქმისწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. მუხლი 5🔗. სამსახურის ადგილსამყოფელი სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №70. მუხლი 6🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად; ბ) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა,  სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; გ) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა; დ) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება; ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული და მის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის დაწესებულებების, ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა, მათი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ვ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზება და კოორდინაცია; ზ) ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების და დაცული ტერიტორიების (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა.) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებანის, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ; თ) ხელს უწყობს ტურიზმსა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებს სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში; ი) უშუალოდ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება-შეგროვებაში, ტურიზმსა და საკურორტო სფეროს განვითარების პროექტების შემუშავებაში; კ) ახორციელებს კურორტების და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონებში, დადგენილი რეჟიმების დაცვის მონიტორინგს. ლ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენა და შესაბამისი ორგანიზაციების დაუწყება შემდგომი ექსპერტიზისა და კლასიფიკაციისათვის; შესაბამისი პროფილის საქართველოს სხვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მ) მატერიალური (ეთნოგრაფიული მასალები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები) და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, მემორიალურ, რელიგიურ ესთეტიკურ, მხატვრულ, მეცნიერულ, ტექნიკურ, თუ სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია. ნ) მემკვიდრეობის დაცვას შენარჩუნების მიზნით ამ პროფილის საგანმანათლებლო საქმიანობის,პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობას; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელებას. ო) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუზეუმო სისტემის განვითარების ხელშეწყობას, მისი მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობას. პ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვის ხელშეწყობას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკდავყოფას. განათლებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას. ჟ) შესაბამისი პროფილის თემატური ნაშრომების საპუბლიკაციოდ გამოცემის ხელშეწყობას; რ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების მომზადებასა და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ს) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას სპორტისა და ახალგაზრდული საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად; ტ) სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას გამგებელთან წარსადგენად; უ) სასპორტო და ახალგაზრდული დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადებას გამგებელთან წარსადგენად; ფ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული ახალგაზრდული და სპორტის ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებაზე ზრუნვას; ქ) საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მუნიციპალიტეტის გამგებელთან წინადადებების წარდგენას; ღ) სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ორგანიზებას; ყ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას; შ) სპორტის სხვადასხვა დარგების განვითარების ხელშეწყობას; ჩ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვის ხელშეწყობას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფას; სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობას; ც) სამსახურის სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარებას, ადგილობრივი სემინარების, კონკურსების, ოლიმპიადების მოწყობა-ორგანიზებას. ც.ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას; ც.ბ.) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას გამგეობის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ც.გ.) ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში მონაწილეობა; ც.დ.) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სამსახურის უფლებამოსილება  1. მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; 2. სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; 3. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 8🔗. სამსახურის უფროსი 1. გამგეობის სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 9🔗. სამსახურის მოსამსახურეები 1. სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან საჯარო კონკურსის შედეგების მიხედვით. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 4. მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 5. მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; გ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; დ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. მუხლი 10🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.