გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2014 წლის 27 ოქტომბერი ქ. გარდაბანი |
|
1.2. სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
1.3. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
1.4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერებისა და საჯაროობის პრინციპის დაცვით.
1.5. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი (გარდაბნის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით).
1.6. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
2.2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5.2. კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დარგების მიხედვით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა.
5.3. მონაწილეობის მიღება დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამების შემსრულებლების შერჩევაში და პროგრამის განხორციელების მონიტორინგი დადგენილი წესით საჭიროებისამებრ.
5.4. კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით მოკლე და ხანგრძლივი სტრატეგიის და სამუშაო გეგმების შემუშავება და მათი შესრულების განუხრელი დაცვა და მონიტორინგი.
5.5. მუნიციპალიტეტის კუთვნილი საგანმანათლებლო, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროების ობიექტების ინფრასტრუქტურისთვის ხელშეწყობის და განვითარებისთვის საჭირო პროექტების მომზადება, განხორციელების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი.
5.6. მუნიციპალიტეტის ფარგლებში კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების მიხედვით პრიორიტეტების განსაზღვრა და პროექტების და სამუშაო გეგმების განსაზღვრულ პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
5.7. მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სამუშაო გეგმების შემუშავების ორგანიზება, ხელშეწყობა და მონიტორინგი.
5.8. მუნიციპალიტეტის კულტურულ-მემკვიდრეობითი თემატიკის შენახვა-მოვლა-პატრონობის და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგვმა, განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი.
5.9. მოქმედი კანონმდებლობით და თვითმმარველობის ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა.
5.10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
6.2. განახორციელოს კომპეტენციას მიკუთვნებული მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგი.
6.3. ჩაატაროს მიღებული ინფორმაციის ანალიზი და ანგარიში წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
6.4. სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის რეგულარულად ჩაატაროს თათბირები და მოიწვიოს კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების პასუხისმგებელი პირები, ასევე დარგის კვალიფიციური სპეციალისტები და ექსპერტები.
6.5. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, თვითმართველობის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
7.2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
7.3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
7.4. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან – განათლების განყოფილება; კულტურის განყოფილება; სპორტის განყოფილება; ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.
7.5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალებეს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
7.6. სამსახურის კომპეტენციაში შედიან მის სფეროს მიკუთვნებული, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების მქონე, რაიონში არსებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები“, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე.
8.2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს, სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
9.2. პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
9.3. ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფოროსის დავალებათა შესრულებაზე.
9.4. იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ.
9.5. უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ.
9.6. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
10.2. მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგონონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლბებითა და გარანტიებით.
10.3. მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური დონის ასამაღლებლად;
გ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
დ) შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ე) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება.
11.2. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.