სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის, სოფლის მეუნეობისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2013 წლის 30 დეკემბერი ქ. სამტრედია |
დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის, სოფლის მეუნეობისა და ტრანსპორტის სამსახურის
დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილება;
ბ) სოფლის მეურნეობის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) განყოფილებების უფროსები;
გ) მთავარი სპეციალისტი;
დ) წამყვანი სპეციალისტი;
ე) უფროსი სპეციალისტი;
ვ) სპეციალისტი.
ა) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ბ) ეკონომიკიური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვასა და რეგისტრაციას;
ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
თ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურეობას.
ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აღრიცხვიანობასა და მათ მოწესრიგებას.
კ) მოიჯარეებთან მიწის გადასახადისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებების მაქსიმალურად გატარებას.
ლ) წინადადებების შემუშვებას ახალი ტექნოლოგიების დასანერგად მცირე გადამამუშვებელი საწარმოების შექმნის მიზნით.
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკის აღრიცხვიანობას და მათ მობილიზებას სამუშაოების აგრო-ვადებში განხორციელების მიზნით.
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ბ) ეკონომიკიური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ზელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
ვ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს,, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აღრიცხვიანობას და მათ მოწესრიგებას;
ბ) მოიჯარეებთან მიწის გადასახადისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების მაქსიმალურად გატარებას;
გ) წინადადებების შემუშავებას ახალი ტექნოლოგიების დასანერგად მცირე გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის მიზნით.
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკის აღრიცხვიანობას და მათი მობილიზებას სამუშაოების აგროვადებში განხორციელების მიზნით;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.