„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№87
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.143.016222
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №87

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  20-ე  მუხლის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებით (სსმ 8, 09/08/2010; 010260020.35.143.000125) დამტკიცებულ  დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა)  დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,1. გამგებელს ჰყავს ორი  მოადგილე, რომლებსაც  თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან  ათავისუფლებს გამგებელი“.

ბ)  დებულების  მე-12  მუხლის  მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა)  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;

ა1) საქმისწარმოებისა  და საკადრო  საკითხთა განყოფილება;

ა2) იურიდიული  უზრუნველყოფისა  და შიდა  აუდიტის  განყოფილება;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო  და ბუღალტრული   სამსახური  აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური;

გ) ეკონომიკისა  და ინფრასტრუქტურის  განვითარების  სამსახური;

გ1) ადმინისტრაციული ზედამხედველობის  განყოფილება;

გ2) არქიტექტურული განყოფილება;

დ) ქონების მართვის  სამსახური;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამსახური;

ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ზ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

თ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური;

ი)  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახური;“

 

გ) დებულების  13-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 13.  გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები:

1. ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ადმინისტრაციული  სამსახურის  ძირითადი  ფუნქციებია: გამგეობის საქმისწარმოების და  გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

2.  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო   და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების  სამსახურის  ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების უზრუნველყოფა და ადგილობრივი მოსაკრებელის ამოღებაზე ზედამხედველობა, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა;

3.  ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის ეკონომიკისა  და ინფრასტრუქტურის  განვითარების   სამსახური  ძირითადი ფუნქციებია:   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა  დაგეგმვისა   და ინფრასტრუქტურული   პროექტების    მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა,   სამშენებლო საქმიანობაზე ადმინისტრაციული ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის სივრცით– ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების უზრუნველყოფა,  სამშენებლო  საქმიანობაზე   სამართალდარღვევათა   პრევენციისა   და   აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების საქმეების წარმოება პროდუქტის  უსაფრთხოებისა  და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად. ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. ასევე საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით.

4.   ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის ეკონომიკური  განვითარების  დაგეგმვის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა  და მართვის  სამსახურის ძირითადი   ფუნქციებია  მუნიციპალიტეტის  ეკონომიკური  განვითარების მუნიციპალური პროგრამების  შემუშავებისა  და  განხორციელების, სათანადო  სტატისტიკური  ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებისა  და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა.

5. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: შესყიდვების განხორციელება.

6.  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

7.  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

8. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

9. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.“

მუხლი 2
ეს  დადგენილება  ამოქმედდეს  2014 წლის   9 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე