„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.09.2013 ბოლო ცვლილება 19.11.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.143.016196
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

        ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №61

2013 წლის 24 სექტემბერი

ქ.ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში (სსმ, №8, 09/08/2010; 010260020.35.143.000125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)    დებულების მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გამგებელს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები,  რომელსაც/რომლებსაც  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის მოადგილე გამგებლის დავალებით  კურატორობს  გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებსა  და თვითმმართველი ერთეულის  ტერიტორიული ორგანოების  მუშაობას; ხელს უწყობს   გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების  შესრულებაში.".

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი სფეროების მიხედვით, აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა)   ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახური;

ბ)  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო დაგეგმვის, მოსაკრებლის ადმინისტრირების, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული  აღრიცხვა- ანგარიშგების   სამსახური;

გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის,  ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური;

დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-საამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და სამშენებლო საქმიანობაზე ადმინისტრაციული ზედამხედველობის  სამსახური;

ე)   ხაშურის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახური;

ვ)   ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ზ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური;

თ)  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ი)   ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სახანძრო-სამაშველო სამსახური.

3. გამგეობის  სტრუქტურული  ერთეულების  სტრუქტურა და  უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი  და  წარუდგენს  მათ საკრებულოს  თავმჯდომარეს,  საკრებულოს  მიერ  დამტკიცების  მიზნით. “.

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ადმინისტრაციული  სამსახურის  ძირითადი  ფუნქციებია: გამგეობის საქმისწარმოების და  გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საბიუჯეტო დაგეგმვის, მოსაკრებლის ადმინისტრირების, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული  აღრიცხვა- ანგარიშგების   სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების უზრუნველყოფა და ადგილობრივი მოსაკრებელის ამოღებაზე ზედამხედველობა, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა.

3. ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ეკონომიკის,  ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქონების მართვის   სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა  დაგეგმვისა   და ინფრასტრუქტურული   პროექტების    მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა,  მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა.

4. ხაშურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის   არქიტექტურულ-საამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და სამშენებლო საქმიანობაზე ადმინისტრაციული ზედამხედველობის      სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების უზრუნველყოფა,   სამშენებლო  საქმიანობაზე   სამართალდარღვევათა   პრევენციისა   და   აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების საქმეების წარმოება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად. ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. ასევე საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით.

5. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: შესყიდვების განხორციელება.

6.  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

7. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

8. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

9. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის  20  ნოემბრიდან.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგიორგი ცხადიაშვილი