,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №49/2013 |
|
2013 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 010190030.15.008.016019) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 1. რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის: ა) 1.4.1 და 1.4.2 ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.4.1. მატერიალური რესურსების მართვის განყოფილება; 1.4.2. ადამიანური რესურსებისა (კადრების) და საქმისწარმოების განყოფილება.’’ ბ) 1.6 ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.6. დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;” 2. რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის 2.3 ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2.3. თავმჯდომარის მრჩეველი (II, III კატეგორია);” 3. რეგლამენტის მე-10 მუხლს დაემატოს 91, 92 და 93 პუნქტები შემდეგი რედაქციით: ,,91. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამოქმედო გეგმის შესრულებას, ამავე საკითხებზე მომუშავე საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობის ორგანიზებას. 92. უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან მუშაობას და ახორციელებს ამ ჯგუფთა საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზების პროცესის ხელშეწყობას და კოორდინაციას უწევს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვასა და შესრულებას. 93. უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ახალგაზრდებისა და სხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაზრდას საარჩევნო პროცესში, კოორდინაციას უწვეს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვასა და შესრულებას.’’ 4. რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად ადგენს არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საჭირო დაფინანსების გეგმას. 11. ადგენს და დაგეგმვისა და სახელწიფო შესყიდვების დეპარტამენტს გადასცემს ინფორმაციას არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის რაოდენობის შესახებ.” 5. რეგლამენტის მე-11 მუხლს დაემატოს 211 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,211. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისათვის სტამბის ორგანიზაციასა და პოლიგრაფიული საქმიანობის გამართულ ფუნქციონირებას.’’ 6. რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-20, 21-ე და 22-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს. 7. რეგლამენტის მე-13 მუხლს დაემატოს 261 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,261. თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულებასა და დაცვას.’’ 8. რეგლამენტის მე-13 მუხლის 39-ე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,39. ახორციელებს საარჩევნო კოდექსითა და ამ რეგლამენტით ცესკოს მდივნისათვის განკუთვნილი უფლებამოსილებების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, კერძოდ, საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების რეგისტრაციისა და სააკრედიტაციო დოკუმენტაციის მომზადებას.” 9. რეგლამენტის მე-14 მუხლს დაემატოს 261 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,261. ახორციელებს საარჩევნო კოდექსითა და ამ რეგლამენტით ცესკოს მდივნისათვის განკუთვნილი უფლებამოსილებების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, კერძოდ, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების რეგისტრაციისა და სააკრედიტაციო დოკუმენტაციის მომზადებას.” 10. რეგლამენტის მე-15 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 15. დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.” 11. რეგლამენტის მე-15 მუხლს დაემატოს 101,102 და 103 პუნქტები შემდეგი რედაქციით: ,,101. ახორციელებს წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას მოსალოდნელი მოთხოვნილების გეგმის საფუძველზე: წლიური გეგმის შეჯერებას, დამტკიცებისა და კორექტირების უზრუნველყოფას. 102. უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებს, შესყიდვებთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მონიტორინგს. 103. უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვაზე ოპერატიული, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენას.” 12. რეგლამენტის მე-16 მუხლს დაემატოს 171 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,171. თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” და ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნების შესრულებასა და დაცვას.” |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №49/2013. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.15.008.016116.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №49/2013, 30.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016116 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2172513/