„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5034
სარეგისტრაციო კოდი
140.000.000.05.001.002.915
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 11/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ფინანსთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოებისა და გამომძიებლების (მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას) გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი უწყების ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით.“.

2. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო ქვედანაყოფებსა და გამომძიებლებს.“.

    მუხლი 2.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში გამოსცეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები.

    მუხლი 3.

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 22 ივნისი.

№5034–Iს