„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების დადგენილი წესით გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში − გენერალურ აუდიტორს და მის მიერ უფლებამოსილ პირს.“.
2. მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. ამ მასალას ანადგურებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან.
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1312-IVმს-XIმპ |